21 მაისი 2012 ორშაბათი - 19:31
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:01 / 28-08-2010
რამდენიმე რჩევა მათთვის, ვისაც თავის ტკივილი აწუხებს
რაზე მეტყველებს თავის ტკივილი:
ხშირი თავის ტკივილი: ამგვარი თავის ტკივილის უხშირეს მიზეზს სისხლძარღვების დაავადებები (ჰიპერტენზია, საფეთქლის არტერიიტი, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი), ხერხემლის ოსტეოქონდროზი, თვალის (გლაუკომა), კბილების, დაავადებები და შაკიკი წარმოადგენს.

შეტევითი ხასიათის თავის ტკივილი: ახასიათებს ჰიპერტენზიულ კრიზს, ფეოქრომოციტომას (სიმსივნე, ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის მედულური ნაწილის ქრომაფინული უჯრედებისგან. იწვევს შეტევებს სისხლის წნევის უეცარი მომატებით.), შაკიკს.

თავის ტკივილი, რომელსაც ახლავს გულისრევის შეგრძნება და ღებინება: დამახასიათებელია ფეოქრომოციტომის, ჰიპერტენზიისა და ნერვული სისტემის დაავადებებისთვის (შაკიკი, ქალაშიდა წნევის მატება, ინსულტი, თავის ტვინის სიმსივნე);

ღამით ან გათენებისას აღმოცენებული თავის ტკივილი: ახასიათებს ქალაშიდა წნევის მატებას;

თავის ერთი ნახევრის ტკივილი ახასიათებს შაკიკს;

თავის ტკივილი, რომელსაც ახლავს მხედველობის მოშლა (მხედველობის გაუარესება და შავი წერტილების გაჩენა თვალების წინ) და/ან სინათლის შიში: დამახასიათებელია ჰიპერტენზიისა და შაკიკისთვის.

თავისა და სახის ერთ-ერთი ნახევრის განმეორებითი ტკივილი, რომელიც ძალიან ძლიერია და შეტევითი: ახასიათებს სამწვერა ნერვის ერთ-ერთი ტოტის ანთებას.

ამინები, ნიტრატები, კოფეინი და თავის ტკივილი
თავის ტკივილი შეიძლება განაპირობოს ისეთი პროდუქტებით კვებამ, რომელთა მიმართაც მგრძნობიარეა ადამიანი. ეს განსაკუთრებით ამინებისა და ნიტრატების შემცველ პროდუქტებს ეხება.

ნიტრატებს გამოიყენებენ ხორცის კონსერვირებისათვის, მისთვის ცხარე გემოსა და ვარდისფრის მისაცემად. ნიტრატები შედის შებოლილ ხორცში, მარინადებში, ჰოთ-დოგებში, ძეხვეულში, შაშხში.

ამინებს შეუძლიათ თავის ტკივილის გამოწვევა, რადგან აქვთ სისხლძარღვების შევიწროებისა და შემდეგ მათი გაფართოების უნარი, რაც ტკივილს იწვევს. ამინებს შეიცავს ყველი, მარინადები, პილპილი, ღვიძლი, ღორის ხორცი, შებოლილი ხორცი, ბანანი, ქლიავი, ანანასი, ლობიო, სოია, კაკალი, ხახვი, შოკოლადი, ვანილი, ციტრუსი, სოიის სოუსები.

ეს არ ნიშნავს, რომ ზემოთ დასახელებული პროდუქტები ადამიანმა არ უნდა მოიხმაროს, მაგრამ ვისაც თავის ტკივილისადმი მიდრეკილება აქვს, უნდა შეზღუდოს მათი მიღება.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოფეინი თავის ტკივილის განვითარების რისკს ზრდის, რასაც განაპირობებს ის, რომ კოფეინის მოქმედების გავლის შემდეგ ხდება სისხლძარღვების გაფართოება. კოფეინის შემცველი სასმელებია: ყავა, ჩაი, კაკაო, კოლა.

ზოგიერთი ნივთიერების დეფიციტი იწვევს თავის ტკივილს
რკინის დეფიციტი ზრდის თავის ტკივლის განვითარების რისკს, რადგან ამ დროს სისხლის მიერ ჟანგბადის გადატანის უნარი შემცირებულია.

ჟანგბადის უკმარისობის კომპენსირების მიზნით სისხლძარღვები ნორმაზე მეტად ფართოვდება, რასაც ხშირად თავის ტკივილი ახლავს. რკინის წყაროს
წარმოადგენს ხორცი, თევზი, ვაშლი, ქიშმიში, კვერცხი.

საკმაოდ ხშირად თავის ტკივილის მიზეზი ბ ჯგუფის ვიტამინებს უკმარისობა ხდება. ეს ვიტამინები ხომ აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

თავის ტკივილის პროფილაქტიკა
თავის ტკივილის დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვე სრულფასოვან დასვენებას. ადამიანი უნდა დაწვეს და ადგეს ერთსა და იმავე დროს, ღამის ძილის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 6-8 საათს, მნიშვნელოვანია ადრე დაწოლა და ადრე ადგომა, უნდა გვეძინოს კარგად განიავებულ ოთახში, უმჯობესია, ფანჯრის ღია (ოდნავ შეღებული მაინც) დატოვება, ძილის დროს თავი პატარა და რბილ (რომელიც ადვილად იღებს თავის ფორმას) ბალიშზე უნდა გვედოს.

გახსოვდეთ!

ნორმალური, სულფასოვანი ძილი თავის ტკივილის მნიშვნელოვანი პროფლაქტიკაა.

დღეში 20-30 წუთიანი ვარჯიში, სირბილი, 3-4-ჯერ კვირაში აუზზე ცურვა თავის ტკივილის დამარცხებაში დაგეხმარებათ, რადგან ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდებას, ორგანიზმის წიდებისგან გათავისუფლებას, აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიკურობას (იმატებს სისხლძარღვების შევიწროებისა და გაფართოების უნარი); აუმჯობესებს ხასიათს, რაც არაჩვეულებრივი "ანტიდეპრესანტია";

ასევე მნიშვნელოვანია მარილის მოხმარების შეზღუდვა, უარის თქმა სიგარეტზე, ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მოხმარებაზე და რასაკვირველია, ნარკოტიკებზე.

ნინო ჩარგეიშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა