21 მაისი 2012 ორშაბათი - 19:29
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:45 / 27-08-2010
შვებულებაზე უარს ნუ იტყვით
შეუძლებელია, ადამიანმა გამუდმებით დატვირთულ რეჟიმში იმუშაოს და ცოტა ხნით მაინც არ დაისვენოს. სწორედ ამისთვის არსებობს შვებულება.

ცოტა ხნის წინ შვებულების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვედგინა, თანამედროვე სამყაროს გიჟურ რიტმში კი, სადაც მუშაობის თითოეული წუთი ფულია, ყველაფერი შეიცვალა.

სამწუხაროდ, შეიცვალა დასვენების კულტურაც. საკუთარი თავისგან რაც შეიძლება მეტის გამოწურვის მეთოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრდა, ეს "მუშაობის სენი" კი ამერიკიდან განვითარებად ქვეყნებში გავრცელდა, თუმცა ამას ვერ ვიტყვით საკმაოდ განვითარებულ ევროპელებზე. მათ დასვენება კარგად იციან და ამიტომ შვებულებასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მაგალითად, შვეიცარიელები წელიწადში 32 სამუშაო დღეს მაინც ისვენებენ, დანიელები, ფრანგები და ავსტრიელები - 30-ს, იაპონელების განკარგულებაშია 27 დღე, ამერიკაში კი საშუალო სტატისტიკური შვებულება 10-12 სამუშაო დღეს არ აღემატება.

ამ შემთხვევაში არც დამსაქმებელია დამნაშავე და არც კომპანია. ადამიანთა უმეტესობა თვითონ ამბობს უარს დასვენებაზე, რადგან მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურია. ზოგს სამსახურის დაკარგვის შიში ამოძრავებს, ზოგს - დამატებითი გასამრჯელოს შოვნის ინსტინქტი, მაგრამ უმეტესობას ეს უბრალოდ ჩვევად ექცა. ასეთი ადამიანების წარმოდგენით, მათი არყოფნისას სამსახურში ყველაფერი გაფუჭდება და სრული ქაოსი დაისადგურებს. თუმცა, როგორც ცნობილია, შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ (ერთეულების გარდა).

მედიკოსებისა და ფსიქოლოგების აზრით, ადამიანი ბევრს უძლებს, მაგრამ მისი შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის. დღეს თუ ორგანიზმი გიჟურ ტემპს ეგუება, ხვალ შესაძლოა გადაიწვას და ჯანმრთელობამ ყველაზე შეუფერებელ დროს უმტყუნოს. ამიტომ ნუ გაექცევით შვებულებას. დაივიწყეთ სამსახური და მასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა, დაივიწყეთ, რომ იქ საქმე დაგრჩათ დასამთავრებელი. უკან მოიტოვეთ ყველაფერი, რაც თქვენს საქმიანობას უკავშირდება და სხვა გარემოსა და ურთიერთობებზე გადაერთეთ.

სპეციალისტთა აზრით, ორგანიზმს სრულფასოვანი დასვენებისთვის სამი კვირა მაინც სჭირდება. გარდა ამისა, დასვენების საიდუმლო საქმიანობის შეცვლაშია. არ დაივიწყოთ ბუნებასთან სიახლოვეც. ეს მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)



ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში