21 მაისი 2012 ორშაბათი - 19:28
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:05 / 26-08-2010
რატომ ჭირვეულობს ჩვილი?
წლამდე ასაკის ჩვილი დღითი დღე იცვლება, მაგრამ ზოგჯერ ასაკთან ერთად პრობლემებიც იმატებს. როგორ ამოვიცნოთ, რატომ ჭირვეულობს ჩვილი? ამაზე ნეონატოლოგი ირინა მიმინოშვილი გვესაუბრება:

- თუკი პატარას პირის ღრუში მოთეთრო ამონაბურცი შეამჩნიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი კბილი ამოსდის. 2-3 კვირის შემდეგ კი პირველ კბილს მეორე და მესამეც მოჰყვება. თუ კბილები ვადაზე ადრე ამოდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი განვითარებით თანატოლებს უსწრებს.
პირველი კბილი პატარას 6-9 თვიდან ამოსდის და წლის ბოლოს საშუალოდ 8 კბილი უნდა ჰქონდეს.

- ასეთ შემთხვევაში, პატარები, ალბათ, საკმაოდ ჭირვეულობენ.

- კბილების ამოჭრისას ბავშვების უმეტესობა ხშირად ღიზიანდება, ყველა ნივთი პირისკენ მიაქვთ, მათი ღეჭვით ტკივილს იცხრობენ.

- სარძევე კბილები ხშირად აგვიანებს ამოჭრას. რისი ბრალია ეს?
- კბილების ამოჭრა უგვიანდებათ დღენაკლულ, სუსტ, მცირე წონით დაბადებულ და ხშირად მოავადე ბავშვებს. თუ პატარას ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ აქვს, მაგრამ 9-12 თვისას კბილები ჯერ კიდევ არ ამოსვლია, ეს უკვე გენეტიკურია. პირველად ერთი ქვედა წინა კბილი უნდა ამოიჭრას, შემდეგ - მეორე. მათ ორი ზემოთა წინა კბილი მოჰყვება. ამის შემდეგ მათ გვერდით ზემოთ და ქვემოთ თითო კბილი ამოიწვერება. მათ მოჰყვება თითო მცირე ძირითადი კბილი მარჯვნივ და მარცხნივ, ზემოთ და ქვემოთ. ბოლოს კი მცირე ძირითადი კბილების მეორე წყვილი ამოიჭრება.

- ჩვილის კიდევ ერთი პრობლემაა მეტეორიზმი, ანუ აირების დაგროვება. რა სიმპტომები ახლავს მას?

- ჩვილ ასაკში მეტეორიზმს თან სდევს ნაწლავების სხვადასხვა უბნის გადაჭიმვით გამოწვეული მუცლის მკვეთრი ტკივილი. ამის მიზეზია ნაწლავებში დაგროვილი აირები, რომელთა ორგანიზმიდან გამოდევნა ფერხდება ნაწლავთა შეკრულობისა თუ აშლილობისას. ჩვეულებრივ, სპაზმები ბიჭებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე გოგონებს. სამი-ოთხი თვის ასაკში, როცა საჭმლის მონელება მოწესრიგება, ეს პრობლემა თავისთავად გვარდება.

- მაგრამ რა იწვევს მას?
- ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები, რაც წლამდე საკმაოდ ხშირია, რადგან პატარა ერთბაშად ვერ ეგუება ახალ გარემოს. მეტეორიზმის გამომწვევ ფაქტორებად მიიჩნევა, აგრეთვე, ხელოვნური კვება, ცხიმების, ცილების ან ნახშირწყლების სიჭარბე, ურეჟიმო კვება, საჭიროზე მეტი რაოდენობის საკვების მიცემა.

- რა უნდა იღონოს მშობელმა?
- მუცელზე თბილი საფენი დააფინოს, რაც სპაზმს მოუხსნის და ტკივილს დაუცხრობს. ასევე კარგია ბავშვის გულზე მიხუტება. შვებას მოჰგვრის თბილი წყლის აბაზანებიც: ჩვილი წელამდე ჩასვით თბილი წყლით სავსე საბავშვო აბაზანაში; რამდენიმე წუთის შემდეგ დაინახავთ წყლის ზედაპირზე ამოსულ აირის ბუშტუკებს. ეფექტიანია მუცლის მასაჟიც - ფაქიზი მოძრაობით ხელისგულების მუცელზე სმა.

მეტეორიზმისას ხშირად იყენებენ გვირილის, პიტნის, კამის ნაყენებს.
თუ ამ პროცედურებმა შედეგი არ გამოიღო, შეიძლება უკანა ტანში გაზგამომშვები მილის ჩადგმა, უკეთესი ეფექტისათვის გაუკეთეთ მუცლის მასაჟი. მილის ამოღების შემდეგ არ დაივიწყოთ ანუსის ხვრელის ჩამობანა თბილი წყლით, შემდეგ კი წაუსვით საბავშვო ზეთი.

- წლამდე ასაკის ბავშვის ერთ-ერთი პრობლემაა უმადობაც.
- უმადობა პატარებში ხშირია. ასეთ შემთხვევაში, ბავშვი პირველ რიგში დიეტოლოგს უნდა ვაჩვენოთ, რომელიც მას ასაკისა და წონის შესაბამის კვებას დაუნიშნავს.


ექიმი გვირჩევს

უმადობა ხელოვნურ საკვებზე გაზრდილ ბავშვებს უფრო აწუხებთ. მადის მოსაყვანად საუკეთესო საშუალებად ექიმები ჰაერზე სეირნობას მიიჩნევენ. განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვის გასეირნება დილაობით ნაძვნარში ან ბაღში. დღის საათებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა მაღალია, ბავშვი გარეთ არ გაიყვანოთ.

ასეთ დროს მას არა მარტო მადა, არამედ განწყობაც გაუფუჭდება და შესაძლოა, მთელი დღის განმავლობაში მოთენთილი იყოს. კარგია ბავშვის გასეირნება ძილის წინ. ამის შემდეგ ის მადიანადაც ივახშმებს და კარგადაც დაეძინება.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)





ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში