21 მაისი 2012 ორშაბათი - 19:26
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:24 / 30-07-2010
სიბრძნის საიდუმლო: ტვინი მთელი ძალით მუშაობას 60 წლის ასაკში იწყებს
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი უფრო ჭკვიანი და გონიერი ხდება, რადგან ტვინი მთელი ძალით ამუშავებას იწყებს. ამასთან ინტელექტუალური აქტივობის პიკი 50-70 წლის ასაკში დგება. ასეთია მკვლევარ ბარბარა სტოუჩის მუშაობის სენსაციური შედეგები, იტყობინება The Daily Mail.

ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ტვინის მუშაობა თანდათან ქვეითდება, რადგან ნეირონები - თავის ტვინის უჯრედები - ნელ-ნელა კვდომას იწყებს და სიცოცხლის ბოლოს ადამიანი ნეირონების 30%-ს კარგავს. თუმცა ბოლო გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს ასე სულაც არ არის: თავის ტვინის უჯრედები არ კვდება. შესაძლოა, მათ შორის კავშირი გაწყდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მათ არ აამუშავებს.

ამასთან ასაკის მატებასთან ერთად თავის ტვინში მიელინის რაოდენობა იზრდება. ეს არის ნივთიერება, რომელიც სიგნალს ნეირონებს შორის უფრო სწრაფად მოძრაობას აიძულებს. ამის ხარჯზე ტვინის საერთო ინტელექტუალური ძალა საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 3000%-ით იზრდება. მიელინის წარმოქმნის პიკი კი 60 წლის ასაკში და შემდეგ დგება.

გარდა ამისა, თუ 50 წლამდე ადამიანის თავის ტვინის ნახევარსფეროებს შორის "შრომის დანაწილების" პრინციპი მოქმედებს და თითოელი მათგანი მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებს, მაშინ 50 წლის შემდეგ ადამიანს ტვინის ორივე ნახევარსფეროს ერთდროულად გამოყენება შეუძლია. ეს კი მას მნიშვნელოვნად უფრო რთული ამოცანების გადაჭრის საშუალებას აძლევს.

ამის მსგავსად ტვინზე ასახვას ჰპოვებს ასევე ასაკოვანი ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილება. ასაკოვანი ადამიანის ტვინზე უჩვეულო, ან ემოციური ინფორმაცია უკვე ნაკლებად ახდენს გავლენას, ვიდრე ახალგაზრდა ადამიანის ტვინზე. როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა დილიპ ჯეისტმა განაცხადა, "ადამიანის ტვინი, რომელსაც მრავალწლიანი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, ნაკლებად იმპულსური და მეტად რაციონალურია". მისი აზრით, სწორეს ეს არის სიბრძნე.

აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური აქტივობის პიკს თავისი უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. ინფორმაციის უზარმაზარი რაოდენობის გამო, რომელიც მრავალი წლის მანძილზე გროვდება, ოპერატიული მეხსიერება ძალიან იტვირთება, რაც დავიწყებასა და გონაბაგაფანტულობას იწვევს, აღნიშნავენ ნეიროქირურგები.


მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში