21 მაისი 2012 ორშაბათი - 19:23
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:00 / 07-03-2010
ქართველი მედიკოსები ავსტრიაში
"ყველა სიახლის" მე-6 ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ცნობილ ქართველ ქირურგთან, პროფესორ სოსო ნანობაშვილთან, რომელიც ამჟამად ავსტრიაში, ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის კათედრაზე მოღვაწეობს.

დღეს გაგაცნობთ კიდევ ორ წარმატებულ ქართველ სპეციალისტს, რომლებიც ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტები არიან.

სოფიო ქუნ-ნატრიაშვილი: "ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებდი"
- პროფესიით ბავშვთა ნევროლოგი ვარ. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი, აგრეთვე, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი.  ვარ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და პოპულარული ბროშურის ავტორი.

- რატომ გადაწყვიტეთ ვენაში საქმიანობის გაგრძელება?
- საქართველოდან ხშირად დავდიოდი საერთაშორისო კონფერენციებზე, ვმონაწილეობდი გაცვლით პროგრამებში. ვენაშიც ამ მიზნით ჩამოვედი 2005 წელს და მოვხვდი ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა ეპილეპტოლოგიის განყოფილებაში. შემდეგ მოვიპოვე ავსტრიის სამეცნიერო გრანტების საერთაშორისო ორგანიზაციის სტიპენდია და მუშაობა განვაგრძე ბავშვთა და მოზარდთა ნეიროფსიქიატრიულ განყოფილებაში. თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა, მენატრებოდა საქართველო, მქონდა გერმანული ენის პრობლემაც, გავდიოდი ენის ინტენსიურ კურსს. ამჟამად ვარ ამავე კლინიკის ბავშვთა და მოზარდთა ნეიროფსიქიატრიული განყოფილების ექიმი.

- საქართველოში დაბრუნებას და თქვენი საქმიანობის სამშობლოში გაგრძელებას თუ აპირებთ?

- ვერასოდეს წარმომედგინა საქართველოს გარდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ აქ შევხვდი მომავალ მეუღლეს და ჩემი ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა. სამწუხაროდ, საქართველოში საქმიანობის გაგრძელებას ნამდვილად ვერ შეგპირდებით, მაგრამ საქართველოსთვის სასიკეთო საქმეების გაკეთებაზე ყოველთვის ვფიქრობ.

- მედიცინის გარდა სხვა საქმიანობით თუ ხართ დაკავებული?
- 2009 წლიდან ვარ საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია "100 ქართველი ქალის" ავსტრიის ფილიალის ხელმძღვანელი. დაგეგმილი  გვაქვს ავსტრიაში მცხოვრებ ქალთა შეხვედრების მოწყობა, საუბრები, პრობლემების გაზიარება და, შეძლებისდაგვარად, მათი დახმარება და მხარდაჭერა.

- პირადი ცხოვრება...
- პირველი ქორწინებიდან მყავს ვაჟი - გიგა თავართქილაძე, რომელიც ვენაში სწავლობს და რაგბის თამაშობს. მყავს მეუღლე, ადვოკატი თომას ქუნი.

- საქართველოს მონატრებას რით იქარვებთ?
- საქართველო უზომოდ მენატრება და ამ გრძნობის გაქარვებაში ყველაზე მეტად ინტერნეტი მეხმარება. როცა დრო მაქვს, სიამოვნებით ვუყურებ პირდაპირ ეთერში ახალ ამბებს, ქართულ სერიალებს, შოუებს, ვუსმენ ქართულ სიმღერებს. მშობლებთან და მეგობრებთან ყოველდღე მაქვს სატელეფონო კავშირი.


ნატო შენგელია: "ელიტურ პაციენტთა ნაკადი დიდია"

- ქალბატონო ნატო, მედიცინის რომელ სფეროში მოღვაწეობთ  და სად გაქვთ განათლება მიღებული?
- 2000 წელს წარჩინებით დავამთავრე სამედიცინო აკადემია, შემდეგ სწავლა განვაგრძე ასპირანტურაში. დავიწყე მუშაობა სადისერტაციო ნაშრომზე პროფესორ კონსტანტინე მარდალეიშვილის ხელმძღვანელობით. დისერტაციაზე მუშაობის პროცესში სამეცნიერო თემატიკის გაღრმავების და უახლესი სამედიცინო მიღწევების შესწავლის მიზნით კონტაქტი დავამყარეთ ვენის სამედიცინო უნივერსიტეტთან. 2002 წლის ოქტომბრიდან ვმუშაობდი ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის თავისა და კისრის ქირურგიის განყოფილებაში ჩემი სამეცნიერო თემატიკის მიმართულებით.

ამჟამად ვარ ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ბირთვული მედიცინის განყოფილების ექიმი. ჩვენი გამოკვლევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი დაავადების დიაგნოსტიკის საკითხებში.

დიდი სურვილი მაქვს სამშობლოში დავბრუნდე და ის ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო, რაც წლების განმავლობაში დამიგროვდა, თუ იქნება ამის შესაბამისი ტექნიკური ბაზა და პირობები.

- ცნობილი ქართველები თუ ჩამოდიან თქვენთან სამკურნალოდ?
- რა თქმა უნდა, ჩამოდიან, ოღონდ მათი ვინაობის გამჟღავნებას ნუ მომთხოვთ.

- საქართველოს დაახლოებით 3500 კილომეტრი გაშორებთ, თუ გაქვთ სურვილი, რამე უთხრათ თქვენს ახლობლებს?

- მინდა, მოვიკითხო და მოვესიყვარულო  ჩემს მშობლებს, მეგობრებს, ნათესავებსა და ჩემთვის საყვარელ ადამიანს. უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩემს ექიმად აღზრდასა და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.

ლევან ახვლედიანი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)


ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში