21 მაისი 2012 ორშაბათი - 19:22
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:10 / 06-03-2010
სარძევე ჯირკვლის კისტა
სარძევე ჯირკვლის კისტა არის ღრუსებრი წარმონაქმნი, რომლის კედელი შემაერთებელი ქსოვილია, შიგთავსი კი გამჭვირვალე სითხეა. კისტა შეიძლება იყოს ერთკამერიანი ან მრავალკამერიანი. სარძევე ჯირკვლის კისტა საშუალო კონსისტენციისაა, აქვს გლუვი ზედაპირი, სარძევე ჯირკვლის ქსოვილისგან განსხვავებით, ნაკლებად მოძრავია და როგორც წესი, უმტკივნეულოა.

პატარა და დიდი კისტა

კისტებს დიდს უწოდებენ, თუ ის ხელის შეხებით ისინჯება, ხოლო კისტები, რომელთა აღმოჩენაც მხოლოდ ექოსკოპიური კვლევით ან მამოგრაფიითაა შესაძლებელი, პატარად მიიჩნევა.

კისტის მიზეზები

სარძევე ჯირკვალში კისტის გაჩენის მიზეზი ფიბროზო-კისტოზური დაავადება ანუ მასტოპათიაა. ქალის ორგანიზმში მიმდინარე დისჰორმონული პროცესები სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ქმედუნარიანობის დარღვევას იწვევს, რის შედეგადაც, ფიბროზული კერები და კისტები ვითარდება.

სხვადასხვა ორგანოში არსებულ კისტებს შორის კავშირი

სარძევე ჯირკვალში კისტის გაჩენა სხვა ორგანოებში კისტის (თირკმლის, ღვიძლის, საკვერცხის და სხვა კისტა) გაჩენაზე არაა დამოკიდებული. თუმცა, საკვერცხის კისტის შემთხვევაში, მათ შორის არაპირდაპირი კავშირი მაინც არსებობს. მაგალითად, თუ საკვერცხის პოლიკისტოზი და კისტა დისჰორმონულ პროცესებთანაა დაკავშირებული, მაშინ ამ პროცესებმა შეიძლება, ფიბროზულ-კისტოზური დაავადებაც განაპირობოს, რაც თავისთავად, სარძევე ჯირკვალში კისტის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს.

კისტის გადაგვარების საშიშროება

სარძევე ჯირკვლის კისტის სიმსივნედ გადაგვარება ძალზე იშვიათად ხდება და ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ჩნდება ეჭვი - ხომ არ განვითარდა კიბო კისტის პარალელურად? თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, სარძევე ჯირკვლის კისტის არსებობისას კიბოს განვითარების რისკიც მაღალია.

რამდენად საშიშია სარძევე ჯირკვლის კისტა

სარძევე ჯირკვლის კისტა სიცოცხლისთვის საშიში არ არის. იშვიათად, მაგრამ მაინც, კისტა დიდ ზომებს აღწევს და სარძევე ჯირკვლის დეფორმაციას იწვევს.

კისტის მკურნალობა

კისტა ფიბროზულ-კისტოზური დაავადების გამოვლინებაა, ამ უკანასკნელის მკურნალობა კი აუცილებელია. მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია კისტის ზომასა და რაოდენობაზე. მაგალითად, მრავალი წვრილი კისტის არსებობის შემთხვევაში, კონსერვატიული მკურნალობა ხდება; დიდი კისტის დროს უნდა ჩატარდეს პუნქცია და მისგან სითხის გამოტუმბვაც აუცილებელია (შემდეგში კი ამ სითხის ციტოლოგიური კვლევა ხდება). პუნქციის შემდეგ კისტის კედელი სკლეროზირდება და როგორც წესი, მისი ხელმეორედ სითხით ავსება აღარ ხდება. ზოგჯერ კისტის ღრუში შეჰყავთ ეთილის სპირტი, რაც სკლეროზირების პროცესს აჩქარებს, მაგრამ ამის შედეგად კისტის ადგილას განვითარებული ნაწიბური მამოგრაფიაზე სარძევე ჯირკვლის კიბოს ჰგავს.


ნინო ჩარგეიშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში