21 მაისი 2012 ორშაბათი - 19:20
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:05 / 04-03-2010
სახის კანის ტიპები და მათი მოვლა
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, სახის კანს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. საოჯახო პირობებშიც შესაძლებელია დაადგინოთ, თუ როგორი ტიპის სახის კანის გაქვთ: ცხიმიანი, მშრალი, ნორმალური და შერეული.

ამისათვის გაისუფთავეთ სახე ოთახის ტემპერატურის წყლითა და საპნით. მოგშორდებათ მტვერი, ოფლი და კანის ცხიმი. დაბანიდან 1-2 საათის შემდეგ სახეზე კვლავ წარმოიქმენება ცხიმის ფენა. აიღეთ თხელი ქაღალდი (ხელსაწმენდი გამოდგება) და დაიფინეთ სახეზე ისე, რომ იგი სახის ყველა უბანს ეხებოდეს. თუ ქაღალდზე გაჩნდება ცხიმის ლაქები, ე.ი. სახე ცხიმიანია, თუ ოდნავ, თანაბრად შეიმჩნევა ცხიმის კვალი, სახე ნორმალურად მიიჩნევა. მშრალი ტიპის კანი ქაღალდზე არავითარ ლაქას არ ტოვებს. თუ ცხიმის ლაქა მხოლოდ ზოგიერთ ადგილზე გაჩნდა, კანი შერეული ტიპისაა.
ამჯერად ცხიმიანი კანის მოსავლელ საშუალებებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

გამწმენდი საშუალებები:


ლიმონი

- ცხიმიან სახის კანს დღეში რამდენჯერმე იწმენდენ ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით ან ლიმონის ნაჭრით.
- სახეს იწმენდენ ლიმონის წვენისა და წყლის ნარევით (1 ჩ/კ ლიმონის წვენი 1/4 ჭიქა წყალზე).

გვირილა
1 ს/კ გვირილას ასხამენ 10 ს/კ არაყს, აჩერებენ 7 დღე მუქ მინის ჭურჭელში, წურავენ და იწმენდენ სახეს კვირაში 2-ჯერ.

მარილიანი პროცედურები
თუ ცხიმიან სახეზე კომედონები (შავი წერტილები) და ფერიმჭამელებია, რეკომენდებულია მარილიანი პროცედურები. ბამბის ტამპონს ასველებენ საპნის ქაფში, მოაფრქვევენ გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით იწმენდენ სახეს 1-2 წუთის განმავლობაში. მარილის კრისტალები შლის ცხიმის ჯირკვლის საცობს. ამ პროცედურის შემდეგ სახეს იწმენდენ ლოსიონით და იბანენ წყლით. პროცედურა დასაშვებია კვირაში 2-3-ჯერ.

ალოე
ცხიმიან, ფორებიან, ფერიმჭამელებიან კანს იწმენდენ ალოეს კონსერვირებული წვენით. კონსერვაციისთვის 4 წილ ალოეს წვენს უმატებენ 1 წილ სპირტს და ინახავენ გრილ, ბნელ ადგილას.

ფორთოხალი
- ერთ ცალ ფორთოხალს ხეხავენ, უმატებენ 1/2 ჩაის ჭიქა არაყს, აჩერებენ 5-7 დღით ბნელ ადგილას, შემდეგ წურავენ და უმატებენ 1 ჩ/კ გლიცერინს. ამ ლოსიონით ცხიმიან კანს ყოველ საღამოს იწმენდენ. ავიწროებს ფორებსაც.
- მინერალურ წყალს (1 ჩ/ჭ) უმატებენ 1 ს/კ გრეიფრუტის წვენს და იწმენდენ ცხიმიან, ფორებიან კანს.

ნიღბები:

სტაფილო


1 ცალ მოზრდილ, წვნიან სტაფილოს ხეხავენ. უმატებენ ცოტა ბავშვის პუდრას და მიღებულ მასას იდებენ სახეზე. უხდება ცხიმიან, ფერიმჭამელებიან, მოდუნებულ, ფერმკრთალ კანს.
პომიდორი
პამიდორს ჭრიან სიბრტყეზე და იდებენ სახეზე. რეკომენდებულია ცხიმიანი, დიდფორებიანი კანისათვის.

კომბოსტო

კომბოსტოს ფოთლებს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, ამ ფაფას ურევენ ათქვეფილ კვერცხის ცილასა და იდებენ სახეზე 25-30 წუთით.

თიხა და პუდრა

იღებენ თანაბარი რაოდენობით (5-10 გ) თეთრ თიხას და პუდრას, უმატებენ 1-2 ს/კ რძეს. მიღებულ ნიღაბს იჩერებენ სახეზე 20 წუთით. ნიღაბი უკეთესად მოაშორებს სახეს ცხიმს, თუ რძის მაგივრად შემდეგ ხსნარს გამოვიყენებთ: 5 გ გლიცერინი, 15 მლ სპირტი და 4 მლ წყალი. ეს ნიღაბი უხდება დიდფორებიან, ცხიმიან კანს.

ქატო

ცხიმიანი კანისთვის ეფექტიანია ქატოს ნიღაბი. ამისათვის ქატოს ურევენ რძეში და იდებენ სახეზე. ნიღაბი რომ გახმება, სახეს იბანენ თბილი წყლით.

საფენები გვირილა


კარგ ეფექტს აძლევს გვირილის ნაყენის საფენები ცხიმიან, ფერიმჭამელებიან კანს. იღებენ 1 ს/კ გვირილის ყვავილებს, ასხამენ 2 ჩ/ჭ მდუღარეს, აჩერებენ 10-15 წთ. წურავენ, ასველებენ რამდენიმე ფენა მარლას და იდებენ სახეზე ზომიერად თბილ საფენს (10-15 წთ). უკეთესი იქნება, თუ საფენი ხელახლა დასველდება თბილ ნაყენში ყოველ 5 წუთში ერთხელ, ზედიზედ 6-ჯერ. 2 კვირის განმავლობაში პროცედურები ტარდება ყოველდღე, შემდეგ კი დღეგამოშვებით. საჭიროა სულ 25 პროცედურა.

მარილი

1 ლ წყალში ხსნიან 1 ჩ/კ მარილს, ასველებენ საფენს და იდებენ სახეზე 10-15 წუთით.

კიტრი
2 კიტრს ხეხავენ, უმატებენ 100 მლ არაყს. ურევენ და აჩერებენ მინის ჭურჭელში 7 დღის განმავლობაში. წურავენ. ასველებენ მარლას და იფენენ სახეზე 15 წუთით. ეს ნარევი ავიწროებს ფორებს და აშორებს სახეს ცხიმს.


ეკა გუნთაიშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში