21 მაისი 2012 ორშაბათი - 19:19
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:18 / 03-03-2010
სასარგებლო პროდუქტების ფარული საფრთხე
ჯანსაღ კვებას, მართალია, ჯანმრთელობისა და სილამაზის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიიჩნევენ, მაგრამ ზომიერების გარეშე მას დიდი ზიანის მოტანაც შეუძლია.


უჯრედისი - უშვილობის მიზეზი?

ამერიკელმა მეცნიერებმა ეჭვქვეშ დააყენეს დიეტოლოგების მიერ ესოდენ ნაქები უჯრედისის სარგებლიანობა, რა თქმა უნდა, მისი ჭარბი მოხმარების შემთხვევაში. ის საკვები პროდუქტების - ბოსტნეულის, პარკოსნების, მარცვლოვნების - ყველაზე უხეში ნაწილია, რომელსაც კუჭ-ნაწლავი არ გადაამუშავებს, თუმცა ის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისთვის უმნიშვნელოვანესია.

უჯრედისი აუმჯობესებს ნაწლავთა სასარგებლო მიკროფლორას და ისრუტავს ორგანიზმში არსებულ მავნე ნივთიერებებს. მიუხედავად ამისა, დიდი რაოდენობით უჯრედისის მიღება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ქალის რეპროდუქციული სისტემისთვის. როგორც აღმოჩნდა, მდედრის ორგანიზმში უჯრედისის მაღალი დონე, საგრძნობლად აქვეითებს ჩასახვისთვის აუცილებელი ჰორმონების გამომუშავების პროცესს.

მარადიული ახალგაზრდობისკენ სწრაფვა ინფარქტით სრულდება


ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ანტიოქსიდანტები, რომლებიც, სპეციალისტთა აზრით, ახალგაზრდობას ახანგრძლივებს და ორგანიზმს ასაკობრივი პრობლემებისგან იცავს, ჭარბი რაოდენობით მავნებელია. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ორგანიზმს ესაჭიროება არა მარტო "ანტი", - არამედ პროოქსიდანტებიც. ეს უკანასკნელი ისე სასარგებლო არ არის, როგორც პირველი, თუ ანტიოქსიდანტები ჟანგვის, ანუ ორგანიზმის ნგრევის პროცესს ანელებს, პროოქსიდანტები - აჩქარებს.

მიუხედავად ამისა, მათ შორის ბალანსის დაცვა აუცილებელია და ოდნავი გადახრაც კი, თუნდაც "სასარგებლო" მხარეს, ორგანიზმისთვის არაბუნებრივი და სახიფათოა. ხანგრძლივმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ დისბალანსის, ანუ ანტიოქსიდანტების სიჭარბის დროს, ორგანიზმი "იბნევა", ირღვევა ჟანგბადის მიწოდების პროცესი, ვითარდება კუნთების საერთო სისუსტე და სუნთქვის პრობლემები.
ანტიოქსიდანტები უხვად მოიპოვება ხილსა და ბოსტნეულში, წითელ ღვინოსა და მწვანე ჩაიში. ასე რომ, მიირთვით ზომიერად და იყავით ჯანმრთელი.

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)


ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში