21 მაისი 2012 ორშაბათი - 19:17
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:00 / 01-03-2010
რძის შრატის საოცრებები
რთული პრობლემების მარტივი გადაწყვეტა

ერთი ჭიქა რძის შრატი მშვენიერი საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად. შრატში არსებული ნივთიერებები ხელს უწყობს ნაწლავებში არსებული ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებას, აფერხებს პათოლოგიური მიკრობების ზრდას. გარდა ამისა, მიიჩნევენ, რომ რძის შრატის სისტემატურად გამოყენება ხელს უშლის ათეროსკლეროზისა და ოსტეოპოროზის განვითარებას.

ბუნებრივი რძის შრატი

რძის შრატი მრავალი კოსმეტიკური პრეპარატის - კრემების, ლოსიონების, შამპუნების - წარმოებაში გამოიყენება. უცხოელი სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაადასტურა ჩვენი ბებიების დაკვირვების სისწორე - მათ მიაჩნდათ, რომ რძის შრატი ყველაზე ეფექტური ნატურალური კოსმეტიკური საშუალებაა. ეს პროდუქტი აძლიერებს კანის უჯრედების დამცავ ეფექტს, ხელს უწყობს მათ სწრაფ განახლებას და აქვს ანტიმიკრობული აქტივობაც. სახლის პირობებში შრატის გამოყენებით საკმაოდ იოლად შეგიძლიათ დაამზადოთ ეფექტური გამაახალგაზრდავებელი და მათეთრებელი სახის ნიღაბი, თმის გამამაგრებელი ლოსიონი და სხვა.

თუ მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ხელები დაგეღალათ და დაგიბუჟდათ, აქაც შრატი დაგეხმარებათ. ოდნავ შეათბეთ ერთი ლიტრი ახალი შრატი, ჩაასხით თასში და ხელები 5-10 წუთით ჩაყავით.

ასევე საუკეთესო საშუალებაა შრატიანი მკვებავ-რეგენერაციული ნიღაბი სახისთვის: რძის შრატი აურიეთ უცხიმო ხაჭოში ისე, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. დაიდეთ სახეზე 20 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თუ გადაწყვეტთ, რომ განტვირთვის დღე მოაწყოთ, სასარგებლოა რაციონში რძის შრატიც ჩართოთ. ის ორგანიზმს ჭარბი ქოლესტერინისა და ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფაში ეხმარება. თუ მთელი დღის განმავლობაში რძის ამ პროდუქტს ერთ ლიტრს მაინც მიიღებთ, მალე იგრძნობთ ენერგიის მნიშვნელოვან მომატებას.

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში