21 მაისი 2012 ორშაბათი - 19:16
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:15 / 27-02-2010
რა უნდა გაითვალისწინოს მომავალმა დედამ?
ბოლოდროინდელი სტატისტიკის თანახმად, დღენაკლულ ჩვილთა რაოდენობამ იმატა. იზრდება თანდაყოლილი ანომალიებით დაბადებულთა რიცხვიც. ასეთი ბავშვები ხშირად დაბადებისთანავე საფრთხის წინაშე დგანან, მათ გადასარჩენად კი საკმარისი მედიკამენტები არ მოიპოვება.

ასეა არა მარტო რეგიონებში, არამედ თბილისის საავადმყოფოებშიც. ჯანდაცვის სამინისტრო ამ შეფასებას არ უარყოფს და გვპირდება, რომ პრობლემას მოაგვარებს - სასუნთქი აპარატისა თუ აუცილებელი პრეპარატების უქონლობის გამო ბავშვი არ უნდა კვდებოდეს.

ჯანდაცვის სამინისტროში ისიც გვითხრეს, რომ ბავშვთა სიკვდილიანობის მატება არ აღინიშნება. ჯანდაცვის სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, 2008 წელს სამშობიარო სახლებიდან 2147 ჩვილი გაეწერა, 77 გარდაიცვალა. თუმცა ვიდრე ჩვილების დაღუპვამ საზოგადოების აღშფოთება არ გამოიწვია, ბავშვების გადასარჩენად საჭირო ზომებზე რატომღაც არავინ ფიქრობდა...

კითხვით - როგორ უნდა მოიქცეს მომავალი დედა, ჩვილის სიცოცხლეს დაბადებისთანავე საფრთხე რომ არ შეექმნას, ექიმ-ნეონატოლოგ ირინა მიმინოშვილს მივმართეთ.

- ჯანმრთელი ბავშვის დაბადებისთვის, პირველ რიგში, დედამ უნდა იზრუნოს. მან უნდა იცოდეს, რომ ადამიანის, როგორც ინდივიდის ჩამოყალიბება, მუცლადყოფნის პერიოდში იწყება. ანომალიების განვითარებისთვის მნიშვნელობა აქვს როგორც მემკვიდრეობით, ისე ეგზოგენურ (გარეშე) ფაქტორებს. ჯანმრთელი დედის პლაცენტა საუკეთესო ბარიერია ნაყოფის დასაცავად.

პლაცენტის საშუალებით ხდება ნაყოფის კვება და ჟანგბადით მომარაგება. დედის დაავადებები, მაგალითად, მძიმე ტოქსიკოზი, გულის მანკი, ენდოკრინოპათია, ხელს უშლის ემბრიონისა და ნაყოფის ნორმალურ ჩამოყალიბებას. ნაყოფის პათოლოგიების განვითარებაში კი ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამკურნალო პრეპარატები: ნარკოტიკული ნივთიერებები, ბარბიტურატები, სალიცილატები, ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატები. მეტად სახიფათოა ნაყოფზე ალკოჰოლის, თამბაქოს, საწარმოო შხამის, რადიაციის ზემოქმედება.

მართალია, გენეტიკურ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სათანადო რეჟიმის დაცვა და სიფრთხილე ყველა მომავალი დედის მოვალეობაა.

- რა პრევენციული ზომების მიღება შეიძლება თანამედროვე დიაგნოსტიკური საშუალებებისა  და ორსულთათვის აუცილებელი ტესტების ჩატარებით?
- ყველა მომავალ დედას აღელვებს ჯერ კიდევ მუცლად მყოფი ბავშვის ჯანმრთელობა, აინტერესებს, შეიძლება თუ არა ორსულობის ადრეულ სტადიაში იმის შეტყობა, ჯანმრთელი დაიბადება თუ არა ბავშვი. თანამედროვე მედიცინა ამაზე დადებით პასუხს გვაძლევს. ექიმების, გინეკოლოგებისა და გენეტიკოსების ხელთ უკვე საკმაოდ ბევრი დიაგნოსტიკური საშუალებაა, რომლებიც ნაყოფის განვითარებასა და ჯანმრთელობაზე თითქმის სრულყოფილ ინფორმაციას გვაწვდის. ბოლო წლების განმავლობაში პრენატალურ დიაგნოსტიკაში დიდი და წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა. თანამედროვე ულტრაბგერითი გამოკვლევა და შესაბამისი ტესტები საშუალებას გვაძლევს, ორსულობის ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ ნაყოფის ესა თუ ის ანომალია, ისეთი მძიმე დაავადებაც კი, როგორიც არის დაუნის სინდრომი.

მომავალ დედას სიმშვიდე, კარგი კვება, სუფთა ჰაერი და ცხოვრების ჯანსაღი წესი სჭირდება. თქვენ წარმოიდგინეთ, 30-35 წელს გადაცილებული ქალების უმრავლესობა გაცილებით ჯანმრთელ შვილებს აჩენს, ვიდრე 18, 20, 22 წლის გოგონები.

- ეს რით აიხსნება?
- შესაძლოა იმითაც, რომ მოწიფულ ასაკში ადამიანი უკეთ აცნობიერებს თავის მოვალეობას და მეტ სიფრთხილესა და მზრუნველობას იჩენს მომავალი შვილის მიმართ, ახალგაზრდა თაობას კი უჭირს გართობასა და მავნე ჩვევებზე უარის თქმა. ამიტომ ყველა მომავალ დედას მოვუწოდებ: თუ სურთ ისეთი პასუხისმგებლობა იკისრონ, როგორიც ახალი სიცოცხლის მოვლინებაა, ყველაფერი უნდა იღონონ იმისთვის, რომ ჩვილს დაბადებისთანავე პრობლემა არ შეუქმნან. მართალია, ბავშვის ავადმყოფობისგან არავინ არის დაზღვეული და მედპერსონალმა თუ ჯანდაცვის სისტემამ ახალი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი უნდა იღონონ, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ, მუცლადყოფნის პერიოდში პატარა ყოველგვარი მავნე ზემოქმედებისგან დავიცვათ, რადგან მუცლადყოფნის დროს ნაყოფი თავისი ცხოვრების პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს გადის.

ცნობისათვის

ნაყოფის ნორმალურ განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ანტიბიოტიკები, სტრესები. არა მარტო ორსულობისას და არა მარტო ქალმა, არამედ ნებისმიერმა ახალგაზრდამ ოჯახის შექმნამდე უარი უნდა თქვას მავნე ჩვევებზე, მით უმეტეს სპირტიან სასმელსა და ნარკოტიკებზე, ასევე - შემთხვევით სქესობრივ კავშირებზე, მომავალმა დედამ კი ორსულობის განმავლობაში ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიოს, რაც მთავარია, ის ექიმ-გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს, სამ-ოთხ თვეში ერთხელ მაინც გაიაროს საჭირო კონსულტაცია და შესაბამისი გამოკვლევებიც ჩაიტაროს.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)


ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში