მინისტრის თქმით, დაახლოებით 50-100 დასახელების წამლის ექსკლუზიური შემოტანის უფლება არც ერთ კომპანიას აღარ ექნება და მათ რამდენიმე კომპანია შემოიტანს, მედიკამენტების ფასებით თამაში რომ არ მოხდეს.
კოკა ფრუიძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე:
- ვიცით, როგორ უჭირს მოსახლეობის დიდ ნაწილს წამლების შეძენა სიძვირის გამო. ამიტომ ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ამ კუთხით მიმართავს, სწორედ წამლების ფასების დარეგულირებას ითვალისწინებს.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

























