21 მაისი 2012 ორშაბათი - 19:15
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:18 / 26-02-2010
უნივერსალური რეცეპტები ძალების აღსადგენად
როგორ მოვახერხოთ ძალების მობილიზება და დაკარგული ენერგიის დროულად აღდგენა? გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც თავის სწრაფად მოწესრიგებაში დაგეხმარებათ:

თუ მთელი ღამე თვალიც ვერ მოხუჭეთ, მხოლოდ დილით ჩაგთვლიმათ, წინ კი დაძაბული სამუშაო დღე გელით, ძალების აღსადგენად:

- მიიღეთ კონტრასტული შხაპი;
- მიირთვით 1 ს/კ თაფლი და დალიეთ ცივი წყალი;
- 3-4 წუთის განმავლობაში ივარცხნეთ თმა;
- იპოვეთ კვირისტავთან პატარა ჩაღრმავება და ცერა თითით 1-2 წუთის განმავლობაში იზილეთ;
- სამსახურში მისვლისთანავე სავარძელში ჩაჯექით, მაგრად დახუჭეთ თვალები, ორივე ხელის თითები გადააჯვარედინეთ და სხეული დაჭიმეთ.

როცა მნიშვნელოვანი სამსახურებრივი შეხვედრა გელით:

- ყინულით ან ცივ წყალში დასველებული ხელსახოცით კარგად დაიზილეთ კისრისა და ყელის მიდამოები - ასეთი ქმედებით, ყურადღების უკეთ კონცენტრირებას შეძლებთ;
- რამდენჯერმე მოხარეთ და გაშალეთ თითები - უკეთ განეწყობით სამუშაოდ;

როცა უსიამოვნო შეხვედრა გელით:

- დაიმახსოვრეთ, რომ ამ დროს ძალზე მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თავდაცვა. საუბრის დროს, ხელები და ფეხები გადააჯვარედინეთ და არავითარ შემთხვევაში არ უყუროთ თანამოსაუბრეს თვალებში.

როდესაც შინაგანად აფორიაქებული ხართ:


- დასამშვიდებლად ცივი წყალი დალიეთ;
- 1-2 წუთის განვალობაში ისრისეთ ჯერ ყურის ბიბილოები, შემდეგ - ნიჟარები; ბოლოს კი კისერი დაიზილეთ.

თუკი სამუშაო დღის ბოლოს თავს გამოფიტულად იგრძნობთ, შინ კი თქვენს ყურადღებას და სითბოს მონატრებული ოჯახის წევრები გელიან:

- ჩამოირეცხეთ მთელი დღის უარყოფითი ემოციები კონტრასტული შხაპის დახმარებით;
- 5 წუთით მაინც წამოწექით, დახუჭეთ თვალები და ეცადეთ, არაფერზე იფიქროთ;
- რამდენჯემე მოხარეთ და გაშალეთ თითები, რაც ყურადღების კონცენტრირებაში დაგეხმარებათ;
- რამდენჯერმე დახუჭეთ და გაახილეთ თვალები.

დაბოლოს: არასდროს დაიძინოთ ვინმეზე ნაწყენმა ან ნაჩხუბარმა. თუ დამნაშავე ხართ, ყოველთვის დროულად მოიხადეთ ბოდიში. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მშვიდად დაძინებას.
საინტერესო ფაქტი: რუსი იმპერატორი ეკატერინე ნერვიულობის დროს, პირში წყალს იგუბებდა და სასახლის ფოიეში მანამ მიდი-მოდიოდა, ვიდრე არ დამშვიდდებოდა.


ეკა გუნთაიშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში