ტელეარხ CNN-ზე ცნობილ ტელეწამყვან ლარი კინგს საინფორმაციო გამოშვების ყოფილი რედაქტორი პერს მორგანი შეცვლის.
რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლარი კინგს სწორედ მორგანი შეცვლიდა. CNN-ის პრეზიდენტის იონ კელის თქმით, ”ბატონ მორგანს ნებისმიერი სიახლის კოხტა იუმორითა და დამახასიათებელი სტილით გადმოცემა შეუძლია”.
ამერიკული აუდიტორიისთვის პერს მორგანის სახე ტელეშოუ America's Got Talent-იდან გახდა ცნობილი, რომელიც ერთ-ერთ ამერიკულ არხზე გადიოდა.
ჯერჯერობით უცნობია, იანვრიდან ახალი თანამდებობის დაკავების შემდეგ, გააგრძელებს თუ არა მორგანი ამერიკულ და ბრიტანულ ტელეშოუებში მონაწილეობას.
ლარი კინგს CNN-ზე შოუ "Larry King Live" 1885 წლიდან მიჰყავდა. ივნისში მან განაცხადა, რომ მშვიდ ცხოვრებას აპირებდა და საკუთარი ადგილის დათმობა სხვა წამყვანისთვის სურდა.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ლარი კინგის შოუ, როგორც ერთსა და იმავე არხზე ერთი და იგივე წამყვანის ყველაზე ხანგრძლივი საავტორო გადაცემა, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.
ამ შოუში მკაცრად აკირიტიკებდნენ პოლიტიკოსებს, მუსიკოსებს, სპორტსმენებსა და მსახიობებს. ბოლო საიუბილეო გადაცემაში წამყვანს ლედი გაგა, ბილ გეიტსი და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჰყავდა მიწვეული.
ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ლარი კინგის კარიერა 30 000 ინტერვიუს ითვლის.
მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.
15:53 / 09-09-2010
ლარი კინგს პერს მორგანი შეცვლის

























