ცნობილმა ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა თავის ბლოგში Audi R8 მარკის ავტომობილის რეკლამა განათავსა. ვიდეორგოლში თინა კანდელაკი ამ ავტომობილს 250 კმ/სთ სიჩქარით მართავს და თან იოსებ ბროდსკის ლექსს "Стихи о принятии мира"-ს კითხულობს.
კანდელაკი რგოლში წარმოდგენილია როგორც "ყველაზე სწრაფად მოლაპარაკე ტელეწამყვანი რუსეთში". ის სამსტროფიან ლექსს 28 წამში კითხულობს. სწორედ ამ დროს ტელეწამყვანი ავტომობილს 250 კმ/სთ სიჩქარით მიაქროლებს.
პორტალი AdMe აღნიშნავს, რომ ვიდეორგოლი სხვა საიტებზეც არის განთავსებული და ის დავირუსებულია. რეკლამის იდეა სააგენტო "აპოსტოლ მედიას" ეკუთვნის, რგოლის რეჟისორი კი ანატოლი შუვალოვია.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
10:21 / 08-09-2010
თინა კანდელაკმა ბროდსკის ლექსი 250 კმ/სთ სიჩქარით წაიკითხა

























