21 მაისი 2012 ორშაბათი - 19:11
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:04 / 08-09-2010
ბიძინა ბარათაშვილი ერთდროულად სამ საქმეს შეეჭიდა
მას მერე, რაც "იმედიდან" წამოვიდა, ბიძინა ბარათაშვილი უფრო გააქტიურდა. რამდენიმე საქმეს ერთდროულად მოჰკიდა ხელი და მადლობელიც კი არის "იმედის" ახალი გუნდის, რომ წასვლის საშუალება მისცეს. მართალია, ფინანსურად "იმედში" უფრო კარგად გრძნობდა თავს, სამაგიეროდ, ახლა რამდენიმე ადგილას უწევს იმ საქმის კეთება, რაც ძალიან უყვარს.

- ბატონო ბიძინა, ხომ არ მოგენატრათ "იმედი"?
- ცხოვრებაში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. 49 წლის ვარ. ჩემი ცხოვრების რვა წელი გავატარე "იმედში". რა თქმა უნდა, ამ წლებს უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩემს მოგონებებში დარჩება როგორც კარგი პერიოდები, ისე - ცუდი. თუმცა ვერ ვიტყვი, "იმედი" ისე მენატრება, თითებს ვიჭამ-მეთქი.

- თანამდებობის დატოვების შემდეგ ბევრი მიდის სასწავლებლად. თქვენც მათ ხომ არ შეუერთდებით?
- ძალიან კარგი განათლება მაქვს მიღებული. წითელ დიპლომზე დავამთავრე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იმ პერიოდში უნივერსიტეტი გაცილებით ჯობდა დღევანდელს. თან დამთავრებული მაქვს იმავე უნივერსიტეტის ასპირანტურა და ახლა, 50 წლის ასაკში სადმე სასწავლებლად წასვლა სასაცილო იქნებოდა.

- ამჟამად რას საქმიანობთ?
- მამუკა გამყრელიძისგან მივიღე წინადადება, გავმხდარიყავი ახალი კომპანიის გენერალური პროდიუსერი (GMG), რომელიც შემოდგომიდან დაიწყებს ექვსარხიანი პაკეტის გავრცელებას საკაბელო საშუალებებით. თავიდან თბილისის მასშტაბით გვექნება მაუწყებლობა და მერე საქართველოს მასშტაბითაც გავალთ. იქნება ორი სპორტული არხი, ორი კინო, საბავშვო და ერთი სასერიალო არხი. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ასეთი მასშტაბური საკაბელო პროექტი კეთდება.

ეს არის დაახლოებით "ნტვ პლუსის" ანალოგი. ყველაფერი ქართულენოვანი და ლიცენზირებული იქნება. გვაქვს ძალიან ამბიციური, მაგრამ საინტერესო პროექტი. ახლა მიმდინარეობს ტექნიკური ბაზის მომზადება. საფეხბურთო ჩემპიონატების ჩვენების უფლებები უკვე ნაყიდი გვაქვს. გადავწყვიტეთ, ქართველი მაყურებლისთვის მიგვეცა საშუალება, ენახა მაღალი დონის ფეხბურთი. ჩემი ახლანდელი საქმიანობა ამით არ ამოიწურება. მეგობრებმა გადაწყვიტეს, შეგვექმნა ორგანიზაცია, რომელიც დაამზადებს სატელევიზიო პროექტებს. კარგი ურთიერთობები მაქვს უცხოეთში. უკვე შეთანხმებულია, რომ ოქტომბერში ორ სატელევიზიო პროექტს წავიღებთ სატელევიზიო ბაზრობაზე, რომელიც კანში ჩატარდება.

- რა პროექტებია?
- თამაშებია. ორივე მთლიანად ქართული პროექტია. მათით უკვე დაინტერესდნენ რუსული არხები. ჩვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა, ბეჭდურ მედიაშიც ჩავერთოთ.

- სპორტულ გაზეთს გამოუშვებთ?
- არა მარტო. ჩემი კარიერა უნივერსიტეტში დავიწყე. 15 წლის განმავლობაში ლექციებს ვკითხულობდი და ამის პარალელურად გამოვუშვი გაზეთი "რვა-ნახევარი", რომელიც იყო კულტურაზეც, სპორტზეც. ახლა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, მსგავსი ჟურნალი გავაკეთოთ. ეს კიდევ მესამე საქმიანობაა, რითაც ვარ დაკავებული.

- ძალიან აქტიურად ცხოვრობთ.
- ნამდვილად ასეა. ჩემს მეგობარ გიორგი ისაკაძესთან და ჩვენს მეგობარ უცხოელ პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტეთ, სამენეჯმენტო კომპანია გავაკეთოთ. ეს საქმე პერსპექტიული მგონია. გიორგი ძალიან გამოცდილია ამ საქმეში და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ურთიერთობებს გამოვიყენებთ და საქმეს კარგად ავაწყობთ.

- დღევანდელ ქართულ ტელევიზიაზე რა აზრის ხართ?
- მე ძალიან მიყვარს ქართული ტელევიზია და ხალხი, რომლებიც იქ მუშაობენ. იქ ბევრი ნიჭიერი ადამიანია. არხიდან არხზე ყოველთვის გადადიოდნენ ჟურნალისტები. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

- ოდესმე გიფიქრიათ, ოპოზიციურად განწყობილ არხებზე დაგეწყოთ მუშაობა, "კავკასიაზე" ან "მაესტროზე"?
- მე არ ვარ პოლიტიკურად აქტიური ადამიანი. არც განაწყენებული ვარ ვინმეზე. "იმედში" მოსული ახალი გუნდის ნაწილობრივ მადლობელიც ვარ, რომ ტელევიზიიდან წამოვედი და მომცეს საშუალება, სამ-ოთხ ახალ საქმეში ჩავრთულიყავი. დავიწყე წერა "ლელოში", რომელიც თავის დროზე ჩემი და ჩემი მეგობრების დაარსებულია, ოღონდ თავიდან მას "საქართველოს სპორტი" ერქვა. ჟურნალშიც ვწერ. ოპოზიციურ ტელევიზიებშიც ბევრი მეგობარი მყავს. როგორ შეიძლება, არ სცე პატივი ადამიანებს, რომლებმაც ნულიდან შექმნეს ყველაფერი და აკეთებენ იმას, რისი საშუალებაც აქვთ. როგორ შეიძლება, არ დააფასო დათო აქუბარდია ან მამუკა ღლონტი.

- ერთ-ერთ საიტზე თქვენი ძალიან სახალისო ფოტოები ვნახე. როგორც ჩანს, ზაფხულში კარგად დაისვენეთ...
- ფოტოები გაზაფხულზეა გადაღებული, როდესაც ამერიკაში ვიყავი. ლოს-ანჯელესში ყოველწლიურად იწვევენ ადამიანებს, სადაც გვაცნობენ, რა სერიალები იქნება ნაჩვენები და შოუს სახით უკეთებენ რეკლამას თავიანთ ფილმებს. იქ ყოველ წელს სიამოვნებით დავდივარ და მომავალ წელსაც ვაპირებ წასვლას. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, სად ვიმუშავებ. ფინანსური საშუალება თუ მექნება, სიამოვნებით წავალ.

- როგორც ჩანს, ლამაზ გოგონებს ადვილად ითანხმებთ თქვენთან ფოტოს გადაღებაზე...
- ეს შოუს შემადგენელი ნაწილია. ვიღაცას ეცნობი და ფოტოს იღებ, რომ მერე მეგობრებს აჩვენო და იხალისო. ეს შოუ იმიტომ კეთდება, რომ მადლიერი კაცის პოზიციიდან მერე მათი პროდუქცია შეიძინო.

- მადლიერი კაცის პოზიციიდან რომელი სერიალი შეიძინეთ?
- ვერ მოვასწარი რამის შეძენა, ჩამოვედი თუ არა, მაშინვე წამოვედი "იმედიდან". იმედი მაქვს, მომავალ წელს რომ ჩავალ, მაშინ შევიძენ.

- ზაფხული როგორ გაატარეთ?
- ზაფხული ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. მამა გარდამეცვალა. თან უმუშევარი კაცისთვის ცოტა რთულია დასვენებაზე ფიქრი. იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემი მომავალი რამენაირად დამეგეგმა. ის ფინანსური მდგომარეობა არ მაქვს, რომ ჩემს ვილაზე წამოვგორებულიყავი და პრობლემები დამევიწყებინა. კარგია, ვილები და აგარაკები რომ მქონდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთ ფუფუნებას მიჩვეული არ ვარ.


მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

საცოდავები... ჩემი კეთილი გული რა ვთქვი - შემეცოდა და დამავიწყდა, 10 ათასი ლარი მხოლოდ მანქანის ნომერში რომ ჰქონდა მიცემული და თავისი "მზერით დამუხტულ" ერთ ჭიქა წყალში რომ 300 ლარს ფეხს არ უცვლიდა
 
"აღდგომა და ხვალეო..." ერთმანეთში ხომ სიამტკბილობით არიან -არც აეროპორტებში ჩხუბობენ და არც დედას აგინებენ ერთმანეთს. რაც მთავარია, საბოლოოდ ამოიკვეთეს ფეხი მოსკოვიდან!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში