რუსეთის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინსიტრმა ანატოლი კულიკოვმა კსენია სობჩაკს სასამართლოში უჩივლა, იტყობინება "Московский комсомолец".
კულიკოვი სობჩაკისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას - 1 მლნ რუბლის ოდენობის კომპენაციას ითხოვს. შესაბამისი სარჩელით მან მოსკოვის ბასმანის სასამართლოს მიმართა. "Московский комсомолец"-ის მონაცემებით, საქმის პირველი მოსმენა 1 სექტემბერს გაიმართა.
ჩივილის საფუძველი "Аргументы и факты"-ში 17 თებერვალს გამოქვეყნებული სტატია გახდა, სათაურით "სობჩაკი სობჩაკის შესახებ: მამაჩემი პუტინსა და მედვედევს ზრდიდა!". სტატიაში სობჩაკი კულიკოვსა და რამდენიმე სხვა პოლიტიკოსს მამამისის "გონების მოწამლვაში" ადანაშაულებს.
"1995 წლის დეკემბერში სობჩაკის დისკრიმინაციის კამპანია დაიწყო, რომელიც მამაჩემის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. დევნის ფორმალური საფუძველი სანკტ-პეტერბურგის ცენტრში გარემონტებულ სახლში ბინების განაწილება გახდა... მამაჩემის "მოწამლვაში" ყველაზე აქტიურად ყოფილი გენერალური პროკურორი იური სკურატოვი, ასევე კორჟაკოვი, სოსკოვეცი, ბარსუკოვი და კულიკოვი მონაწილეობდნენ", - გამომცემლობა ტელეწამყვანის სიტყვებს ციტირებას უკეთებს.
კულიკოვი სობჩაკისგან სტატიაში მოყვანილი ინფორმაციის უარყოფას ითხოვს. ტელეწამყვანის ადვოკატები აპირებენ დაამტკიცონ, რომ "Аргументы и факты"-ში დაბეჭდილი სტატია კულიკოვის შეურაცხმყოფელ ინფორმაციას არ შეიცავს.
მომზადებულია mk.ru-ს მიხედვით.
11:07 / 03-09-2010
რუსეთის ყოფილმა შს მინისტრმა კსენია სობჩაკს სასამართლოში უჩივლა

























