21 მაისი 2012 ორშაბათი - 19:01
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:30 / 22-08-2010
"ჩვენი დღევანდელობა ორუელის "ცხოველთა ფერმას" მაგონებს"
"წიგნი ყველაზე უპრეტენზიო და ერთგული მეგობარია, რომლის შეტანა ციხეშიც კი შეიძლება", - ამბობს ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი. ინტერვიუდან შეიტყობთ, რატომ ადარებდა ქალბატონი ლუბა საკუთარ თავს ჰოლდენ კოლფილდს და რა საერთოს ხედავს ჩვენს პრეზიდენტსა და დოდო აბაშიძის მიერ განსახიერებულ ყვარყვარე თუთაბერს შორის.

- დღეს მხატვრული ნაწარმოებებისთვის იშვიათად ვიცლი, ძირითადად პროფესიულ ლიტერატურას ვეცნობი. ახლა აგარაკზე ვარ და სიამოვნებით ვკითხულობ ბორის აკუნინის დეტექტივებს.

- დეტექტივები გიყვართ?

- ძალიან. ერთი ხუმრობა მახსენდება - არსებობენ ადამიანები, რომლებიც აღიარებენ, რომ დეტექტივები უყვართ და ადამიანები, რომლებიც ამას არ აღიარებენო... ბულვარული რომანების გარდა, ყველა ჟანრის ლიტერატურას ვკითხულობ.

- ბავშვობაში რას კითხულობდით?
- "სამი გოჭისა" და ასეთი წიგნების შემდეგ პირველი არასაბავშვო წიგნი იყო ლილიან ვოინიჩის "კრაზანა". მახსოვს, ფინალურ ეპიზოდზე ბევრი ვიტირე... შემდეგ ძალიან შემიყვარდა "მობი დიკი", რაც ყველას უკვირდა, რადგან ეს წიგნი ძირითადად ბიჭებს მოსწონთ... მერე დიუმამ და ჰიუგომ გამიტაცა.

თინეიჯერობის პერიოდში ჯერომ სელინჯერი მიყვარდა... მახსოვს, როგორი მძაფრი ემოცია დამიტოვა ოთარ ჩხეიძის ნაწარმოებებმა "ბორიაყი" და "ჩემი სოფლის ეტიუდებიდან"... მიყვარს ვონეგუტი, პრუსტი, კაფკა, ფოლკნერი... თუმცა ბორხესი ჩემთვის მაინც შეუცვლელი ავტორია, რომელიც ყოველთვის თან მაქვს და მეხმარება, განსაკუთრებით - დეპრესიის პერიოდში.

- პოეზია გიყვართ?
- ძალიან მიყვარს ოთარ ჭილაძის პროზაც და პოეზიაც, ასევე - გალაკტიონი, რუსი პოეტები: ცვეტაევა, ახმატოვა, ბლოკი...

- რომელმა წიგნმა მოახდინა თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება?
- ძალიან ბევრია ასეთი. მაგალითად, კურტ ვონეგუტის "კატის აკვანი". ზიუსკინდის "პარფიუმერი". მისი ხათრით ზიუსკინდის ყველა წიგნი ვიყიდე, მაგრამ სხვა ნაწარმოებები იმდენად აღარ მომწონებია. საოცრად მომეწონა უელბეკის "ელემენტარული ნაწილაკები".

- ახალგაზრდა მწერლებს თუ ეცნობით?
- არ ვიცი, კოტე ჯანდიერი ახალგაზრდა თუ არის, მაგრამ ძალიან კარგად წერს. მისი ნაწარმოებებიდან "გლობალიზაცია" ყველაზე მეტად მომწონს, თავდაპირველად აკა მორჩილაძის ნაწარმოებებიც მომეწონა, მაგრამ მერე სულ ერთისა და იმავეს წერა დაიწყო.

- ვიცი, რომ ლექსებს წერთ...
- წერა ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყე. ერთ მეგობარს ჩემი უამრავი ლექსი აქვს შენახული. შემდეგ წერას თავი დავანებე, მერე ისევ დავიწყე და ასე... ახლა აღარ ვაქვეყნებ. ბევრჯერ შემომთავაზეს წიგნად გამოცემა, მაგრამ ვერ მოხერხდა...

- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ახალგაზრდები წიგნს არ კითხულობენ?

- არ ვეთანხმები, რადგან მყავს სტუდენტები, რომლებიც ბევრს კითხულობენ და მთელი ბიბლიოთეკა გამინახევრეს - წიგნებს ვატან და ვერ ვიმახსოვრებ, ვის რა აქვს წაღებული (იცინის)... ის, რომ ჩემს შვილებს კითხვა დიდად არ უყვართ, არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდობა აღარ კითხულობს. ჩემი უმცროსი შვილი ათი წლისაა და მეგობრებთან გამუდმებით კონფლიქტი აქვს.

ძალიან განიცდის და სულ მეკითხება, ბევრი მეგობარი გყავდაო? ვეუბნები, რომ ჩემი მეგობრები წიგნები იყვნენ, მაგრამ მას წიგნებთან მეგობრობა არ გამოსდის, უფრო მულტფილმებთან მეგობრობს.

- საკუთარი თავი რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟისთვის თუ შეგიდარებიათ?

- ბავშვობაში თავს სელინჯერის პერსონაჟს ჰოლდენ კოლფილდს ვადარებდი (იცინის). ყოველთვის თავისუფლებისმოყვარე გმირები მომწონდა.

- დღევანდელი საქართველო რომელ ნაწარმოებს გაგონებთ?

- ორუელის "ცხოველების ფერმას", რომელსაც ღორები მართავენ.

- ჩვენი პოლიტიკოსები რომელ პერსონაჟებს ჰგვანან?
- მიხეილ სააკაშვილი არალიტერატურულ პერსონაჟს, არამედ დოდო აბაშიძის მიერ განსახიერებულ ყვარყვარე თუთაბერს ჰგავს. ზოგჯერ ხმის ტემბრითაც კი ემსგავსება, გაკვირვებული რომ იტყვის ხოლმე - მეტი რაღა გინდათ? იყო ბნელი და უკუნი და ამდენი სიკეთე მოგიტანეთო...

- რის წაკითხვას გვირჩევს ლუბა ელიაშვილი?
- ყველაფრის. ვისაც რა მოსწონს, ის უნდა იკითხოს. როდესაც ჩემი ქალიშვილი პატარა იყო, ერთ წელიწადს მხოლოდ საბავშვო წიგნების კითხვითა და მულტფილმების ყურებით ვიყავი დაკავებული. იმ პერიოდში დაიხურა ტელეკომპანია "იბერია", დავრჩი უმუშევარი და დავიწყე დეტექტივების წერა, რომლებსაც ჟურნალ "გზაში" ვაქვეყნებდი. წიგნი ყველაზე უპრეტენზიო და ერთგული მეგობარია, რომლის შეტანა ციხეშიც კი შეიძლება.

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

საცოდავები... ჩემი კეთილი გული რა ვთქვი - შემეცოდა და დამავიწყდა, 10 ათასი ლარი მხოლოდ მანქანის ნომერში რომ ჰქონდა მიცემული და თავისი "მზერით დამუხტულ" ერთ ჭიქა წყალში რომ 300 ლარს ფეხს არ უცვლიდა
 
"აღდგომა და ხვალეო..." ერთმანეთში ხომ სიამტკბილობით არიან -არც აეროპორტებში ჩხუბობენ და არც დედას აგინებენ ერთმანეთს. რაც მთავარია, საბოლოოდ ამოიკვეთეს ფეხი მოსკოვიდან!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში