ფოტოკონკურს ”World Press Photo”-ს ორგანიზატორებმა წესების დარღევის გამო, უკრაინელი ფოტოგრაფის, სტეფან რუდიკის დისკვალიფიცირების გადაწყვეტილება მიიღეს. სტეფან რუდიკი 2010 წელს პრემიის ლაურეატი გახდა. ამის შესახებ კონკურსის ოფიციალურ საიტზე იტყობინებიან.
რუდიკის მიერ RAW ფორმატში გადაღებული ფოტოების ორიგინალების შესწავლის შემდეგ ჟიური იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კონკურსზე წარდგენილ ფოტოებზე ზოგიერთი დეტალი წაშლილი იყო. ”World Press Photo”-ს წესებით, ფოტოების მხოლოდ უმნიშვნელო რეტუშირება არის დაშვებული, რომელიც მათ შინაარსობრივ მხარეზე გავლენას არ ახდენს. დამუშავების სხვა ხერხები, რომელიც რუდიკმა გამოიყენა - კადრირება და გამოსახულების შავ-თეთრ ფორმატში გადაყვანა - წესებს ეწინააღმდეგება.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
14:13 / 05-03-2010
უკრაინელ ფოტოგრაფს პრემია ”World Press Photo” ჩამოართვეს

























