21 მაისი 2012 ორშაბათი - 18:54
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:34 / 04-03-2010
"ის, რაც ქართულ მედიასაშუალებებში ხდება, პირველ რიგში, ჟურნალისტებმა უნდა გააპროტესტონ"
ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტი ნათია გამცემლიძე ქართული მედიის პრობლემებზე საუბრობს.

- სამწუხაროდ, ქართულ მედიაში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. პირიქით, ყველაფერი უარესობისკენ მიდის. ე.წ. ნაციონალური ტელეკომპანიები ტენდენციურად აშუქებენ მოვლენებს, რაზეც არავინ რეაგირებს.

- ვინ უნდა ამოიღოს ხმა?
- ის, რაც ქართულ მედიაში ხდება, პირველ რიგში, ჟურნალისტებმა უნდა გააპროტესტონ. სამწუხაროდ, ისინი ამ პრობლემებზე მხოლოდ ვიწრო წრეში საუბრობენ, საჯაროდ, ღია ეთერში კი ხმას არავინ იღებს. ვინც იტყვის, რომ მასზე ზემოქმედებენ, ასრულებინებენ დაკვეთებს და ა.შ. ის გახსნის ამ კვანძს. შემდეგ მას აჰყვება მეორე, მესამე და საქმე უკეთესობისკენ წავა.

როდესაც ვახტანგ კომახიძემ თქვა, ჩემზე ზეწოლას ახდენენო, ტელეკომპანია "მაესტრომ" და რადიო "უცნობმა" გადაცემების მთელი სერია მიუძღვნეს ამ პრობლემას. სამწუხაროდ, კომახიძის განცხადება ჩემი კოლეგების ნაწილისთვის მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა. არადა, ამ ჟურნალისტის წინააღმდეგ აგორებული სიბინძურე, არა მგონია, ვინმეს დაეჯერებინა.

- ზოგმა დაიჯერა...
- სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემა. დღეს "მაესტროსა" და "კავკასიას" ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილ ტელევიზიებად მიიჩნევენ, რაც არაერთხელ აღუნიშნავს მიხეილ სააკაშვილსაც. მას შევეკითხებოდი, რატომ ვართ ჩვენ მტრულად განწყობილი სატელევიზიო არხები, იმიტომ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ვუსვამთ მწვავე კითხვებს? თვალნათლივ რომ ვაჩვენებთ, საქართველოში ორ მილიონზე მეტი ადამიანი როგორ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ? რომ არ ვმალავთ "ჰუმან რაითს ვოთჩისა" და სხვა საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაციების საკმაოდ კრიტიკულ დასკვნებს ადამიანთა უფლებების დარღვევის შესახებ საქართველოში? იმიტომ, რომ გივი თარგამაძისა და ვინმე კონსტანტინეს საუბრის ფარული ჩანაწერი გამოვაქვეყნეთ? თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო ხანს ოპოზიციის ნაწილიც მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "მაესტრო" მათდამი მტრულად არის განწყობილი.

- რატომ?
- არ ვიცი. რატომღაც ამ ხალხს ეშლება, რომ კრიტიკული და მტრული განწყობა ერთმანეთისგან განსხვავდება. არ ვამბობ, რომ ჩვენს მუშაობაში ხარვეზები არ არის, მაგრამ ნაკლის აღმოფხვრაზე მთელი კოლექტივი ვმუშაობთ. სამწუხაროდ, ჩემთვის საყვარელმა რესპონდენტმა ლევან ბერძენიშვილმა ტელეკომპანია "მაესტრო", ზურაბ ნოღაიდელი და კრემლი ერთ კონტექსტში განიხილა უარგუმენტოდ. არადა, ისეთ პირობებში გვიხდება მუშაობა, რომ უსაფუძვლო ბრალდებები და კრიტიკა პოლიტიკოსებისგან უკვე მეტისმეტია...

- მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ უცხოურ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, ჩემდამი მტრულად განწყობილ ტელევიზიასაც კი მივეცი ლიცენზიაო...

- ეს ლიცენზია კანონით გვეკუთვნოდა და ნურავინ დაიბრალებს, რომ ეს მისი დამსახურებაა.

- ტელეკომპანია "რეალ ტივის" გადაცემებს როგორ შეაფასებდით?
- რასაც ეს ტელეკომპანია აკეთებს, მიუღებელია. როგორ შეიძლება პოლიტიკოსი შეადარო ცხოველს? - თინა ხიდაშელი მელიას შეადარეს, ეკა ბესელია - გველს და ა.შ. მუშაობის ასეთი სტილი სცდება ჟურნალისტის ეთიკას. როდესაც ამას ვამბობ, მიპასუხებენ, თქვენს არხზეც ხომ გადიოდა გადაცემა "საკანი #5", სადაც წამყვანი პოლიტიკოსებს უხამსად მოიხსენიებდაო. ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი გია გაჩეჩილაძე მსახიობია და არა ჟურნალისტი. აქედან გამომდინარე, მას ვერავინ მოსთხოვს ჟურნალისტური ეთიკის დაცვას. მაგრამ როდესაც იმავეს აკეთებს ჟურნალისტი, მას პასუხი მოეთხოვება.

- ბევრი  მიიჩნევს, რომ მამუკა ღლონტმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ეროსი კიწმარიშვილს "მაესტროს" მენეჯმენტი ჩააბარა.

- ასეთი განცხადებები ნაადრევია, რადგან ჯერ არ ვიცით, ეროსი კიწმარიშვილი რას გააკეთებს.

- თქვენი კოლეგები ამბობენ, კიწმარიშვილმა თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ტელეკომპანია "რუსთავი 2" გამოიყენა და არ არის გამორიცხული, ანალოგიური რამ "მაესტროსაც" დაუპიროსო...

- კი ბატონო, მეც დავინახე, რომ "ვარდების რევოლუციას" ხელი "რუსთავი 2"-მა შეუწყო, მაგრამ დღეს ვერც კიწმარიშვილი და ვერც მამუკა ღლონტი "მაესტროს" პოლიტიკური მიზნებისთვის ვერ გამოიყენებენ, რადგან  ამ არხზე მუშაობენ პროფესიონალი ჟურნალისტები და ისინი არავის მისცემენ ამის საშუალებას, ხოლო ეროსი კიწმარიშვილი რომ კარგი მენეჯერია, ეს ყველამ კარგად იცის.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიწმარიშვილის მიერ მოყვანილ კადრებსა და "მაესტროში" მომუშავე ჟურნალისტებს შორის უთანხმოებაა.

- ერთ-ერთი გოგონა, რომელმაც დატოვა ტელეკომპანია "მაესტრო", დღემდე დადის და ამბობს, "მაესტროს" ხელმძღვანელობა ჩემზე ზეწოლას ახორციელებდაო... ასეთი ჭორი კიდევ ბევრი იქნება. ასე რომ, ვისაც უხარია "მაესტროს" ცუდი, ასეთ რაღაცას დაიჯერებს. სამწუხაროდ, ბევრი უყურებს "მაესტროს" ჩასაფრებულის პოზიციიდან.

- გადაცემაში, რომელიც თქვენ მიგყავდათ, ჟურნალისტები - ალეკო ელისაშვილი და გიორგი კაპანაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ...
- ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ რამდენიმე წუთით ადრე დავასრულე ეთერი. არ მსურდა, ჩემს გადაცემაში ხელჩართული ბრძოლა გამართულიყო. ალეკოც და გიორგიც ამბიციური ახალგაზრდები არიან და ნერვები ვერ მოთოკეს. იქ მყოფმა ჟურნალისტებმა შევძელით დაძაბულობის განმუხტვა.

- როდის დასრულდება "მაესტროში" რეორგანიზაციის პროცესი?
- ტელეკომპანია "მაესტრო" მარტის შუა რიცხვებში განახლებული ფორმატით გავა ეთერში.

ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

საცოდავები... ჩემი კეთილი გული რა ვთქვი - შემეცოდა და დამავიწყდა, 10 ათასი ლარი მხოლოდ მანქანის ნომერში რომ ჰქონდა მიცემული და თავისი "მზერით დამუხტულ" ერთ ჭიქა წყალში რომ 300 ლარს ფეხს არ უცვლიდა
 
"აღდგომა და ხვალეო..." ერთმანეთში ხომ სიამტკბილობით არიან -არც აეროპორტებში ჩხუბობენ და არც დედას აგინებენ ერთმანეთს. რაც მთავარია, საბოლოოდ ამოიკვეთეს ფეხი მოსკოვიდან!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
1-ოთახიანი, ქალაქური პრ. 3(8), 38 კვ.მ. ახალი რემონტი საბურთალოს ქ....
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში