ტელეკომპანია ”იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნანა ინწკირველმა ტელეკომპანია დატოვა.
როგორც ამბები.გე-სთვის გახდა ცნობილი, "იმედიდან" ნანა ინწკირველის წასვლის მიზეზი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკა წამალაშვილთან დაპირისპირება გახდა.
ნანა ინწკირველმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ტელევიზიიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო.
”მივიჩნევ, რომ ”იმედში” ჩემი შრომა არ ფასდებოდა. სადაც არ გაფასებენ, იქ დარჩენა არ ღირს”, - აღნიშნა ინწკირველმა.
მისივე თქმით, უკვე აქვს რამდენიმე შეთავაზება, თუმცა კონკრეტულ წინადადებებზე ჯერ არ საუბრობს.
"ინტერპრესნიუსი"
15:22 / 03-03-2010
ნანა ინწკირველმა ტელეკომპანია ”იმედი” დატოვა

























