21 მაისი 2012 ორშაბათი - 18:53
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:13 / 02-03-2010
ღამე "ტელეიმედის" შორენასთან, ანუ XXI საუკუნის სექსის გაკვეთილები?!
"ბორჯომი". ვიდრე "ტელეიმედის" შაბათის ღამის გადაცემის წამყვანზე - შორენა ბეგაშვილზე ვისაუბრებთ, ჩვენი გაზეთის მკითხველს შევახსენებთ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსის ალენ დალესის დოქტრინის ამონარიდს: "ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანების გასარყვნელად ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან.

ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისგან ჩვენ შევქმნით ჯაშუშებსა და კოსმოპოლიტებს. ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ და შევაქებთ ე.წ. მხატვრებს, ხელოვანთ, რომლებიც დანერგავენ ადამიანის შეგნებაში სექსის, ძალადობის, სადიზმის, გამცემლობის კულტს - ერთი სიტყვით, ყველაფერ ამორალურს"...

ამ დოქტრინის პრაქტიკული ხორცშესხმისათვის ახლა საქართველოში ბევრი რამ კეთდება... ყოველ შაბათს, შუაღამისას, ნახევრად შიშველი შორენა გვიწვევს ტელეეკრანთან და სექსუალური პოზებით სექსის გაკვეთილებს გვიტარებს. ტელემაყურებელმა განსაჯოს შორენას გაკვეთილების ხარისხი და მნიშვნელობა.

როგორც ჩანს, შორენა ახალგაზრდებს თეორიულად უტარებს სექსის გაკვეთილებს, გვინდა ვკითხოთ შორენას, პრაქტიკულ გაკვეთილებს ვინ ჩაატარებს?

ჩვენ თავს ვიკავებთ მისი უხამსობის, უზნეობის პროპაგანდისაგან და სათქმელს სხვაგვარად ვიტყვით: ვის სჭირდება ასეთი სატელევიზიო გადაცემა? ჩვენი აზრით, ალბათ, მხოლოდ მათ, ვისაც "ტელეიმედის" ახალი სერვისით, ანუ "კაცი გამოძახებით", მომსახურება სურს. სხვაგვარ ახსნას ვერ ვპოულობთ.

შორენას გადაცემის მხარდასაჭერად "ტელეიმედმა" 29 იანვრის საღამოს 8 საათზე გაშვებულ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მეძავი კაცების პროპაგანდაზე გაამახვილა ყურადღება და როგორც სიახლე - გვაუწყა: "თბილისში უკვე ფუნქციონირებს სერვისი - "კაცი გამოძახებით!" ეს სიახლე გადაცემის წამყვანმა ჟურნალისტმა თავისი მჭერმეტყველობით დააგვირგვინა: "უძველესი პროფესია, როგორც ჩანს, ქართველმა მამაკაცებმა საკუთარი სურვილით აირჩიეს. გენდერული ბალანსი აქაც ბალანსდება. უცვლელი და არალეგალური - სხეულით ვაჭრობა რჩება, რომელიც, როგორც წესი, არ იბეგრება და ძნელად კონტროლდება"...

შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ აღნიშნული საინფორმაციო გამოშვების შემდეგ მოგვარდება მამაკაცების დასაქმების პრობლემა, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავთ, თუ ზოგიერთები სერვისის ოფისში თავიანთი საკონტაქტო ტელეფონის და მომხიბლავი მამაკაცური იმუნიტეტის მონაცემებს წარადგენენ... მაცდურია დაუბეგრავი შემოსავლით გამდიდრების შესაძლებლობა, როცა მის კანონიერებაზე ტელევიზია ყურადღებას ამახვილებს!..

დაგვეთანხმებით, ალბათ, ძვირფასო მკითხველო და ტელემაყურებლებო, რომ  შორენა ბეგაშვილის ღამის უხამსი გაკვეთილები და სერვისი - "კაცი გამოძახებით", შალვა რამიშვილის მიერ "ტელეიმედში" დანერგილმა ამაზრზენმა გადაცემამ "სიმართლის დრომ" დაბადა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე ვფიქრობთ, უხამსობის სერიალის გაგრძელებად მიგვაჩნია.

მართალია, შალვა რამიშვილი "სიმართლის დროს" ჩამოაშორეს და ის ნანკა კალატოზიშვილმა შეცვალა, მაგრამ "სიმართლის დროში" დასმული წაბილწული კითხვები უცვლელი დარჩა, პირიქით, კიდევ უფრო უხამსობით გამძაფრდა. ამის ნიმუშად, თუმდაც ორი გადაცემაც კმარა: სოფო ჩიკვილაძესთან და ყოფილ ბესო, ახლა კესო აბრამიძესთან დიალოგი. შეგნებულად ვერიდებით ნანკა კალატოზიშვილის მიერ დასმული კითხვებისა და გადაცემაში მონაწილეთა პასუხების გამეორებას. ვინც აღნიშნული გადაცემა იხილა, ჩვენს უხერხულობას გაიზიარებს.

აღშფოთებას ვერ ვმალავთ "ტელეიმედის" ბოლო პერიოდის აღნიშნული გადაცემების გამო. ნუთუ ტელევიზიის ხელმძღვანელებს დამოუკიდებლობა და თავისუფლება უზნეობის, უხამსობის, გარყვნილობის პროპაგანდის უფლებას ანიჭებს? ამასთან ერთად, მიუღებლად მიგვაჩნია მთავარი საინფორმაციო გამოშვების (ხშირ შემთხვევაში) დაწყება მომხდარი შემზარავი მკვლელობების, შენობების ჩამონგრევის, ხანძრების ინფორმაციით. ნუთუ საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელი ვერ ხვდება, რომ ეს ცუდად მოქმედებს ტელემაყურებელზე. რატომ არ სურს საინფორმაციო გამოშვება სიახლის, სასიხარულო ამბების გაშუქებით დაიწყოს და გამოშვების შუა ან ბოლო ნაწილში აუწყოს ტელემაყურებელს შემზარავი მოვლენების შესახებ?..

გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იმ ტელესერიალებზეც, რომლებიც გარყვნილობის, ძალადობის, სადიზმის, ბინძური სექსის დემონსტრირებით გამოირჩევიან. გვრჩება შთაბეჭდილება, ალენ დალესის დოქტრინის მხარდამჭერნი, ჩვენს ტელეკომპანიებს, მეორადი ტანსაცმლის მსგავსად, საჩუქრად უგზავნიან სამხრეთამერიკული ქვეყნების იმ ტელესერიალებს, რომლებიც ახალგაზრდა თაობას გარყვნილობისაკენ, ძალადობისაკენ, მკვლელობისაკენ, უზნეობისაკენ უბიძგებენ.. სამწუხაროდ, ასეთ ტელესერიალებს თითქმის 24 საათის მანძილზე გვთავაზობენ ქართული ტელეკომპანიები...

ჩვენი გულწრფელი გულისტკივილის გადმოსაცემად გენიალური ვაჟა-ფშაველას სიტყვებს მოვიშველიებთ:
"ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ,
არ გეკადრება, არ გეკადრება!"


ვალერიან ლომიძე, რობერტ ცუცქირიძე
regions.ge
საცოდავები... ჩემი კეთილი გული რა ვთქვი - შემეცოდა და დამავიწყდა, 10 ათასი ლარი მხოლოდ მანქანის ნომერში რომ ჰქონდა მიცემული და თავისი "მზერით დამუხტულ" ერთ ჭიქა წყალში რომ 300 ლარს ფეხს არ უცვლიდა
 
"აღდგომა და ხვალეო..." ერთმანეთში ხომ სიამტკბილობით არიან -არც აეროპორტებში ჩხუბობენ და არც დედას აგინებენ ერთმანეთს. რაც მთავარია, საბოლოოდ ამოიკვეთეს ფეხი მოსკოვიდან!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
1-ოთახიანი, ქალაქური პრ. 3(8), 38 კვ.მ. ახალი რემონტი საბურთალოს ქ....
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში