21 მაისი 2012 ორშაბათი - 18:50
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:30 / 27-02-2010
"რომ გამოეწია, ელისაშვილს ცხვირი გაცილებით გრძელი ექნებოდა"
ჩვენი გაზეთის მიმდინარე წლის მე-7 ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილთან ("რატომ გაიწია ალეკო ელისაშვილმა გიორგი კაპანაძის საცემად").

ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ მედიაჰოლდინგ "დრონი.ჯი"-ს დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე დაგვიკავშირდა და გვთხოვა ელისაშვილის ბრალდებებისთვის პასუხი გაეცა:

- როდესაც ეს ინტერვიუ წავიკითხე, ბევრი ვიცინე. ალეკო ამბობს, თითქოს კახა თარგამაძემ ავტომობილი "08" მაჩუქა... რეალურად კი, ეს ავტომობილი 12 წლის წინ 700 (შვიდას) დოლარად ჩემი მეგობრის, ზურაბ მუშკუდიანის ნათესავისგან შევიძინე. ფული ნაწილ-ნაწილ გადავიხადე. მაგრამ მან, ვისგანაც ვიყიდე, მესამე დღეს დამიმტვრია და 300 დოლარად ჩავაბარე "ელიავაზე".

- ელისაშვილმა განაცხადა, რომ "მაესტროზე" გადაცემის დასრულებისთანავე თქვენზე საცემად გამოიწია, მაგრამ თქვენი თავი ხელიდან გამოგლიჯეს...
- შეგიძლიათ ამის შესახებ "უცნობი კავკასიის" წამყვანს, ნათია გამცემლიძეს ჰკითხოთ და სიმართლეს ის გეტყვით. ყველაფერი პირიქით მოხდა. გადაცემის დასრულების შემდეგ მასთან მივედი და ვთხოვე აეხსნა, რატომ მომიწყო პროვოკაცია პირდაპირ ეთერში... როდესაც თქვენს გაზეთში ელისაშვილის აბსურდული ინტერვიუ ვნახე, თავდაპირველად ვინერვიულე, შემდეგ კი გამეცინა, რადგან, რასაც ეს კაცი წერს, სისულელეა. საბაბს არავის ვაძლევ, რომ ვინმემ ჩემკენ გამოიწიოს... რომ გამოეწია, ელისაშვილს დღეს ცხვირი გაცილებით გრძელი ექნებოდა. თუმცა ჩხუბისა და კონფლიქტის მომხრე არ ვარ.

- როგორც ვიცი, თქვენ ალეკოს პირდაპირ ეთერში უთხარით, რომ ნოღაიდელის ფანი ხართ...
- დიახ ვუთხარი. დღეს მედიის წარმომადგენელთა დაპირისპირება ხელს არავის აძლევს, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც რუსეთისგან იმართებიან. ამიტომაც უთითხნიან ერთმანეთს ათას სიბინძურეს, მათ შორის, მეც. ამბობენ, "დრონი. ჯი"-ს უკრაინაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ტარიელ ვასაძე აფინანსებსო, ხანაც ბიძინა ივანიშვილიო. ფრთიანი ანგელოზი არ ვარ, მაგრამ რასაც ელისაშვილი ჩემზე ამბობს, მართლა სისულელეა.

- ტელეკომპანია "რეალ ტვ" ნოღაიდელს - მოღალატეს, ხოლო ირაკლი ალასანიას მკვლელს უწოდებს. მოგწონთ, რასაც ეს ტელევიზია აკეთებს?
- ნოღაიდელის საქციელს (პუტინთან ჩასვლა და მთავარი ოკუპანტისთვის ხელის ჩამორთმევა) საზოგადოების დიდი ნაწილი აფასებს ამგვარად. ალასანიას კრიმინალურ წარსულზეც იწერებოდა პრესაში. თუმცა, მე მხოლოდ გადაცემა "პრესთაიმზე" შემიძლია ვილაპარაკო.

- მიგაჩნიათ, რომ თქვენი გადაცემა ობიექტურია?
- რა თქმა უნდა.

- მაშინ რატომ იღებთ საგაზეთო ინტერვიუებიდან მხოლოდ იმ ამონარიდებს, სადაც მხოლოდ ოპოზიციას აკრიტიკებენ?
- რაც პრესაში იწერება, იმასვე ვიღებთ. გადმომიგზავნეთ თქვენი გაზეთის ნებისმიერი ციტატა და ჩემს გადაცემაში აუცილებლად წავიკითხავ.

- სხვა გამოცემები გიგზავნიან ციტატებს?

- არა, მაგრამ...

- თქვენ მუშაობთ "რეალ ტვ"-ში. გვითხარით, ვინ არის ამ ტელევიზიის მფლობელი?

- მე ურთიერთობა მაქვს ამ ტელეკომპანიის დირექტორთან, ქალბატონ ია პაიჭაძესთან.

- ამბობენ, გურამ დონაძეა ამ ტელეკომპანიის დამფუძნებელიო...

- ეს ჩემი კვლევის საგანი არ არის.

- იქნებ ამ ტელევიზიის მფლობელი ისეთი ადამიანია, რომელიც თქვენთვის მიუღებელია?
- არ ვიცი, მხოლოდ ჩემს გადაცემა "პრესთაიმზე" შემიძლია საუბარი. მეტს ვერაფერს გეტყვით.

- არც ამის შემდეგ დაგაინტერესებთ "რეალ ტვ"-ის მფლობელის ვინაობა?
- შეიძლება დავინტერესდე... თუმცა არის სხვა ტელეკომპანიებიც, რომელთა მისამართითაც შესაძლებელია იმავე სახის პრეტენზია გაჩნდეს. მაგალითად, ტელეკომპანია "მაესტროს" სათავეში ჩაუდგა პოლიტიკურად ანგაჟირებული ეროსი კიწმარიშვილი. ამ ტელევიზიის მიმართ არსებობს  ეჭვები, რომ მას აფინანსებენ ნოღაიდელი, ბურჯანაძე და ა.შ.

- გიორგი, არცთუ შორეულ წარსულში საკმაოდ კრიტიკულად იყავით განწყობილი ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი, ბოლო ხანს კი რადიკალურად შეიცვალეთ პოზიცია...
- ასე არ ვიტყოდი. ვარ ჟურნალისტი და იმ თემებს ვაშუქებ, რომლებიც აქტუალურია. შესაძლოა, ვინმეს მიმართ იყოთ კრიტიკული, მაგრამ მოხდეს ისე, რომ სხვაზე უფრო კრიტიკული აზრი ჩამოგიყალიბდეთ...

- კი, მაგრამ, ჟურნალისტი ობიექტური ხომ უნდა იყოს?

- კი.

- მიგაჩნიათ, რომ ობიექტური ხართ?
- დიახ.

"ჩხუბის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ"


ამ საგაზეთო პოლემიკისთვის წერტილი რომ დაგვესვა, კომენტარისთვის ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილსაც მივმართეთ:


- ისედაც უამრავი სადარდებელი და საფიქრალი მაქვს, ამიტომ არ ვაპირებ დარჩენილი ცხოვრების გიორგი კაპანაძესთან საგაზეთო პოლემიკაში გატარებას და მის გამო ნერვების აშლას. თუ ვინმეს აინტერესებს მისი კაიკაცობის ამბები, შეუძლია გაზეთ "რეზონანსის" სარედაქციო კოლექტივს დაუკავშირდეს და მის პორტრეტს უფრო კარგად დაუხატავენ. ვეთანხმები გამოთქმას და მეც მიმაჩნია, რომ ჩხუბის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ. კაპანაძეს თუ რამის თავი ჰქონდა და რამის თქმა სურდა, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში წინ ვეჯექი და ეთქვა ან ექნა. ვურჩევ, დაწყნარდეს და ნერვები დაიოკოს. თუ კიდევ დარჩა სათქმელი, იცის, სადაც უნდა მნახოს და მესტუმროს.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)


საცოდავები... ჩემი კეთილი გული რა ვთქვი - შემეცოდა და დამავიწყდა, 10 ათასი ლარი მხოლოდ მანქანის ნომერში რომ ჰქონდა მიცემული და თავისი "მზერით დამუხტულ" ერთ ჭიქა წყალში რომ 300 ლარს ფეხს არ უცვლიდა
 
"აღდგომა და ხვალეო..." ერთმანეთში ხომ სიამტკბილობით არიან -არც აეროპორტებში ჩხუბობენ და არც დედას აგინებენ ერთმანეთს. რაც მთავარია, საბოლოოდ ამოიკვეთეს ფეხი მოსკოვიდან!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
1-ოთახიანი, ქალაქური პრ. 3(8), 38 კვ.მ. ახალი რემონტი საბურთალოს ქ....
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში