21 მაისი 2012 ორშაბათი - 18:48
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:57 / 23-02-2010
საქართველოს დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება
Telegraph.co.uk

ანგარიში, რომელიც საქართველოს მთავრობას საინფორმაციო მედიით ქრონიკულ მანიპულირებაში სდებს ბრალს, მისი დემოკრატიული რეფორმების რეპუტაციას ზიანს აყენებს

საქართველოს მთვარობას მედიით, განსაკუთრებით კი სატელევიზიო საინფორმაციო მედიით მანიპულირებაში დასდეს ბრალი, რაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, როგორც რეფორმატორის, რეპუტაციას ზიანს აყენებს.

პრესის თავისუფლების დამცველი ჯგუფებისა და ქვეყნის ოპოზიციის ბრალდებები იმ დროს გაისმა, როდესაც საქართველო ევროპაში სასამართლო და პი-არ ომს აწარმოებს იმის წინააღმდეგ, რასაც თავად მის ერთ-ერთ არხზე რუსეთის მიერ დაწესებულ ცენზურას უწოდებს.

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული აზრის თანახმად, პრესის თავისუფლების ხარისხი საქართველოში უფრო მაღალი იყო, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა უმეტეს ქვეყნებში, ზოგიერთი კრიტიკოსის თქმით, ქვეყნის მედია ახლა ნაკლებად თავისუფალია, ვიდრე ეს 2003 წლის  პრო-დასავლურ ”ვარდების რევოლუცია”-მდე იყო.

საქართველოს ხელისუფალნი დამნაშავენი არიან ”საინფორმაციო მედიის ქრონიკულ მანიპულირებაში, განსაკუთრებით ეს სატელევიზიო მაუწყებლობას ეხება” – ნათქვამია ამ კვირას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის(CPJ) ანგარიშში.

სააკაშვილის მიერ ”მედიის უწყვეტი მანიპულაცია ანგრევს, მისი როგორც დემოკრატიის მშენებლის რეპუტაციას” – აღნიშნულია ანგარიშში.

ორშაბათს ფრანგულმა სასამართლომ უნდა განიხილოს საქართველოს რუსულენოვანი ”პირველი კავკასიური” არხის ბრალდებები, რომელთა თანახმადაც პარიზულმა სატელიტურმა ოპერატორმა Eutelsat-მა დაუთმო რუსულ ზეწოლას და არხის მაუწყებლობა საერთაშორისო მასშტაბით დაბლოკა.

სააკაშვილმა Eutelsat-ს ”საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის პირველი სახიფათო პრეცედენტის” შექმნაში დასდო ბრალი, ხოლო ლონდონში თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ მისი მთავრობა ”ერთგულია მედიის თავისუფლების”.

მაგრამ Transparency International-ის ნოემბრის  ანგარიშში ნათქვამია, რომ – ”დღეს ქართული მედია ნაკლებად თავისუფალი და პლურალისტულია, ვიდრე ეს ”ვარდების” იმ რევოლუციამდე იყო”,  რომელმაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა.

ქართული ნაციონალური ტელეარხების გარშემო შექმნილი შეშფოთების ცენტრალურ მომენტს მათი მფლობელების საკითხი შეადგენს.  ქართველების უმეტესობისთვის სწორედ ტელეარხები წარმოადგენენ ინფორმაციის ძირითად წყაროს.
Transparency International-მა განაცხადა, რომ ქართველები პოლიტიკური ინფორმაციის 96%-ს სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებების მეშვეობით იღებენ.

”ორ კერძო კომპანიას, ”რუსთავი 2”-ს და ”იმედ”-ს ერთად მაყურებელთა ორი-მესამედი უყურებს” – აღნიშნულია ანგარიშში.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ორივე არხი ძალიან პრო-სახელისუფლებოა, სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების მორჩილი, ხოლო მთავრობის ოპონენტები მარგინალიზებული ჰყავთ.

CPJ ევროკავშირის გასული წლის იმ ანგარიშის გაშუქებაზეც მიუთითებს, რომელიც რუსეთთან საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით  მომზადდა.

ანგარიშში ნათქვამია – ”ტელეარხები ან სდუმდნენ ანგარიშის დასკვნებზე, ან გადასცემდნენ მხოლოდ იმ დასკვნებს, რომლებიც ქართული მხარისთვის სასურველი იყო”.

”რუსთავი 2”-ისა და ”იმედი”-ს მფლობელთა ბუნდოვანი სტრუქტურა შეშფოთების კიდევ ერთ საბაბს იძლევა: კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ორივე არხს ძირითადად მთავრობა აკონტროლებს.

”რუსთავი 2”-ის ძირითადი მფლობელი ოფშორული ფირმა Degson Limited-ია, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და რომლის აქციონერებიც უცნობია.

დანარჩენ 30%-ს ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი, სააკაშვილის მმართველი პარტიის წევრი-პარლამენტარი და საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ძმა  აკონტროლებს.

”იმედი”-ს მფლობელთა ვინაობა კიდევ უფრო ბუნდოვანია.

მაგნატის, ბადრი პატარკაციშვილის პრო-ოპოზიციურად განწყობილი ეს არხი, 2007 წლის ანტი-სამთავრობო გამოსვლების დროს პოლიციამ გათიშა. პატარკაციშვილი საქართველოდან ლონდონში გაიქცა, სადაც მოგვიანებით გულის შეტევით გარდაიცვალა.

არხის ამჟამინდელი მფლობელების იდენტობა დავის საკითხია.

საქართველოს უდიდეს ინვესტორთაგან ერთ-ერთმა, გაერთიანებული არაბული საემიროების საინვესტიციო კომპანიის, Ras al-Khaimah Investment Authority (RAKIA), ხელმძღვანელმა ამ თვეში ინტერვიუში  უარყო ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მისი ადგილობრივი შვილობილი კომპანიებიდან ერთ-ერთმა ეს არხი იყიდა.

მაგრამ ჰოლდინგს, რომელიც ახლა იმედს მართავს, გიორგი არველაძე ხელმძღვანელობს, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი.

სააკაშვილი ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ორ ათეულზე მეტი სამაუწყებლო კომპანია ჰყავს, მათ შორის რამდენიმე ისეთი, რომელიც მთავრობისადმი უკიდურესად კრიტიკულია.

მაგრამ ოპონენტების თქმით, ორი მთავარი ოპოზიციური არხი, ”კავკასია” და ”მაესტრო” მხოლოდ დედაქალაქშია ხელმისაწვდომი და ერთად ბაზრის მარტოოდენ 7%-ს ფლობენ.

”ხელისუფლებას მედიაზე სრული მონოპოლია აქვს და არ არსებობს სარედაქციო დამოუკიდებლობა” – ამბობს დავით გამყრელიძე, ოპოზიციური პარტიის ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი.

”ვარდების რევოლუციამდე” სიტყვა ბევრად უფრო თავისუფალი იყო”.

მაიკლ მაინვილი

ForeignPress
საცოდავები... ჩემი კეთილი გული რა ვთქვი - შემეცოდა და დამავიწყდა, 10 ათასი ლარი მხოლოდ მანქანის ნომერში რომ ჰქონდა მიცემული და თავისი "მზერით დამუხტულ" ერთ ჭიქა წყალში რომ 300 ლარს ფეხს არ უცვლიდა
 
"აღდგომა და ხვალეო..." ერთმანეთში ხომ სიამტკბილობით არიან -არც აეროპორტებში ჩხუბობენ და არც დედას აგინებენ ერთმანეთს. რაც მთავარია, საბოლოოდ ამოიკვეთეს ფეხი მოსკოვიდან!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
1-ოთახიანი, ქალაქური პრ. 3(8), 38 კვ.მ. ახალი რემონტი საბურთალოს ქ....
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში