21 მაისი 2012 ორშაბათი - 18:47
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:24 / 22-02-2010
მეორე არხის ფორმირებასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ფორმირებასთან დაკავშირებით NDI-ს ოფისში პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერა ათმა პოლიტიკურმა პარტიამ. ესენი არიან: “ეროვნულ-დემოკრატები, “ნაციონალური მოძრაობა”, “კონსერვატორები”, მოძრაობა “დაიცავი საქართველო”, პარტია “თავისუფლება”, “ჩვენ თვითონ”, “ქართული დასი”, “ჩვენ საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”, “ხალხის პარტია”, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”.

საზოგადოებრივი მაუწყელის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერეს  მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა, ლევან გახელაძემ და  მეორე არხის გენერალურმა პროდიუსერმა, დოდო შონავამ.
აღნიშნულ მემორანდუმს ხელი არ მოაწერეს  “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველომ” და “ქალთა პარტიამ”.
ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებს ჰქონდათ ორი შენიშვნა შეთანხმებასთან დაკავშირებით და ორივე  შენიშვნა გათვალისწინებულია.

ერთ-ერთი შენიშვნა შეეხებოდა დებატების ფორმატს, ხოლო მეორე – მემორანდუმზე ხელმოწერის ვადას, რომელიც პირველი ივლისის ნაცვლად პირველ აპრილამდე განისაზღვრა. რაც შეეხება დებატებს, დებატები, გარდა კანონპროექტებისა, გაიმართება ყველა აქტუალურ პოლიტიკურ საკითხზე.

მემორანდუმზე ხელმომწერი სუბიექტები თანხმდებიან: პირველი – არხი უზრუნველყოფს პარლამენტის პლენარული სხდომებისა და მნიშვნელოვანი საკომიტეტო განხილვების პირდაპირ ეთერში გაშუქებას;

მეორე – არხი უზრუნველყოფს ოპოზიციური პარტიებისათვის ყოველდღიურად დროის გამოყოფას პირდაპირი ეთერის რეჟიმში ყოველგვარი სარედაქციო ჩარევის გარეშე, პარტიებს დაეთმობათ ერთსაათიანი ზოლი, ანუ “თავისუფალი ტრიბუნა”, რომელსაც გადაინაწილებენ თანმიმდევრობით. გადაცემა ეთერში გავა “პრაიმ-თაიმში” 22.00-დან 23.00 საათამდე;

მესამე – საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკურ პარტიებს აძლევს სრულ თავისუფლებას ერთმანეთში შეთანხმდნენ, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაეთმობათ დრო ახალი პოლიტიკური არხის პირდაპირ ეთერში. ღია ეთერში განკუთვნილი დროის რიგობის განსაზღვრის წესზე თანხმდებიან მემორანდუმზე ხელმომწერი პარტიები. პარტიების რიგითობის შეთანხმებულ სიას საზოგადოებრივ მაუწყებელს აწვდის NDI.

მეოთხე – არხი უზრუნველყოფს დებატებს ყველა აქტუალურ, პოლიტიკურ საკითხზე. დებატები ეთერში გავა კვირაში არანაკლებ ერთხელ და სრული პარიტეტის დაცვით მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

მეხუთე – “თავისუფალი ტრიბუნისა” და დებატების ანონსი გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში წინა დღეს.

მეექვსე – საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს საღამოს ეთერში გასული გადაცემის გამეორებას დილის ეთერში, რამაც ხელი არ უნდა შეუშალოს საქართველოს პარლამენტიდან პლენარული და კომიტეტების სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას.

მეშვიდე – საზოგადოებრივი მაუწყებელი მემორანდუმზე ხელმომწერ პარტიებს სთავაზობს მათი ბრიფინგებისა და პრესკონფერენციების სრული ჩანაწერის იმავდღიურ გადაცემას ახალი პოლიტიკური არხის ეთერში.

მერვე – პარტიები, რომლებიც ხელს არ მოაწერენ მემორანდუმს, არ ისარგებლებენ ახალი პოლიტიკური არხის სრული მომსახურებით.
მეცხრე – პარტიები პირდაპირ ეთერში მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობაში სხვა ნორმატიულ აქტებსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში ასახული ეთიკური ნორმების შესაბამისად.

მეათე – მემორანდუმი ღიაა ხელმოწერისათვის 2010 წლის 1 აპრილამდე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში გადაცემა “თავისუფალი ტრიბუნა” პირველად  25 თებერვალს გავა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
საცოდავები... ჩემი კეთილი გული რა ვთქვი - შემეცოდა და დამავიწყდა, 10 ათასი ლარი მხოლოდ მანქანის ნომერში რომ ჰქონდა მიცემული და თავისი "მზერით დამუხტულ" ერთ ჭიქა წყალში რომ 300 ლარს ფეხს არ უცვლიდა
 
"აღდგომა და ხვალეო..." ერთმანეთში ხომ სიამტკბილობით არიან -არც აეროპორტებში ჩხუბობენ და არც დედას აგინებენ ერთმანეთს. რაც მთავარია, საბოლოოდ ამოიკვეთეს ფეხი მოსკოვიდან!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
1-ოთახიანი, ქალაქური პრ. 3(8), 38 კვ.მ. ახალი რემონტი საბურთალოს ქ....
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში