21 მაისი 2012 ორშაბათი - 18:46
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:06 / 18-02-2010
"ბაჩო ახალაია ჩემი მეგობარია"
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, სალომე მახარაძე ბავშვობიდან ტელეეკრანზე გამოჩენაზე ოცნებობდა. მიზნის მისაღწევად, სიძნელეებს არ შეუშინდა და დღეს საკმაოდ წარმატებული ადამიანია... კომუნიკაბელური, მიზანსწრაფული და შრომისმოყვარე გოგონა, ბაჩო ახალაიას გუნდში, შემთხვევით, სწორედ მაშინ აღმოჩნდა, როცა ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. საზოგადოებას კარგად ახსოვს ახალაიას მისამართით გაუთავებელი კრიტიკა, ამ დროს სალომე მის პიარს ხელმძღვანელობდა და ადვილი არ იყო ამ შეტევებთან გამკლავება...


- სალომე, როგორ დაიწყო თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა?
- ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი, ხელში სულ მიკროფონი მეჭირა. ჩემი ოცნება ტელევიზორში გამოჩენა იყო, სულ ვიპრანჭებოდი. მამა სახლში რომ ბრუნდებოდა, ტელევიზიით მოსმენილ ახალ ამბებს ვუყვებოდი. ენა ერთი წლის ასაკში ავიდგი, ჩემმა დამ კი - 3 წლისამ. ის ვერ ლაპარაკობდა, ამ მდგომარეობით ვსარგებლობდი და "მუნჯ" დასთან ინტერვიუებს გაუთავებლად ვწერდი. რამდენიმე ცნობილი გვარი ვიცოდი და მათ შესახებ ამბებს ვყვებოდი.

- ოჯახი როგორ უყურებდა თქვენს ამ გატაცებას?
- ჩემი არჩევანისთვის ხელი არავის შეუშლია. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და პირველი კურსის სტუდენტი, პირდაპირ ტელეკომპანია "ევრიკაში" მივედი. რედაქტორს ახალგაზრდულ თემებზე გადაცემის გაკეთებაში ჩემი ჩაბმა ვთხოვე. ძალიან მინდოდა, პრაქტიკა გამევლო, რაც ყველაზე მთავარია ჟურნალისტისთვის, რადგანაც ამ პროფესიას მარტო წიგნებით ვერ ისწავლი. - იცი, რას ნიშნავს პირდაპირ ეთერში მუშაობა? - მკითხა რედაქტორმა.

ამ გადასახედიდან მიმაჩნია, რომ მაშინ ვითავხედე და ვუთხარი: თუ თქვენ გელაპარაკებით, პირდაპირ ეთერში გადაცემას რატომ ვერ წავიყვან, კამერის წინ რატომ ვერ ვილაპარაკებ-მეთქი?! არადა, ჩართული კამერა ნანახიც კი არ მქონდა. სტუდია არ გინდა? - მკითხა მან. სტუდიას თვითონ გავაკეთებ, - ვუპასუხე. ჯერ წარწერა გავაკეთე, მერე დიდ ფორმატებზე ჩემი ხელით რაღაცები დავხატე და სტუდია ასე მოვაწყვე.

ახლა ამას რომ ვიხსენებ, მეცინება. პირველი გადაცემა პირდაპირ ეთერში უნდა გასულიყო, მაგრამ არ გარისკეს და ის გადაცემა ეთერში ჩაწერილი გავიდა. მოკლედ, პირველი გადაცემის შემდეგ მეორე კვირას უკვე პირდაპირ ეთერში ვიყავი... დედა ყოველი გადაცემის შემდეგ შენიშვნებს მაძლევდა ხოლმე და ყველაფერს ერთად ვაანალიზებდით. ჩემი ლექტორების შეფასებებსაც ვისმენდი. ძალიან კრიტიკულად არ უდგებოდნენ ჩემს მუშაობას, ალბათ იმიტომ, რომ ის ენთუზიაზმი და შემართება, რაც მქონდა, ჩემში არ გამქრალიყო. ის პროგრამა ეთერში 7 თვე გადიოდა.

- ახლა, როცა იმ კადრებს უყურებთ, როგორ აფასებთ?

- მეცინება... ერთხელ, ჟურნალისტმა ირაკლი ნატროშვილმა მითხრა: ჟურნალისტი არ გქვია, საინფორმაციოს ნიუსებზე 3-4 წელი მაინც თუ არ გიმუშავიაო. ამ ნათქვამზე თავიდან გავბრაზდი, შემდეგ მივხვდი, რომ ეს მართლაც რომ საჭირო იყო და სწორედ მას ვთხოვე, ტელევიზიაში შუამდგომლობა გაეწია და ასე აღმოვჩნდი ტელეკომპანია "კავკასიაში". 

- პირველი სიუჟეტი გახსოვთ?
- რა დამავიწყებს. ვფიქრობდი, რომ სიუჟეტს პოლიტიკაზე გავაკეთებდი, მთელი შემართებით ვემზადებოდი და საინფორმაციოს ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა მოულოდნელად კატების გამოფენაზე გამიშვა. საერთოდ, ცხოველები მიყვარს, მაგრამ როცა ამდენი კატა ერთად დავინახე, მივხვდი, რომ კატები არ მყვარებია. ოპერატორი ნიკა ლებანიძე იყო. სხვა გზა არ იყო, დავალება უნდა შემესრულებინა და იმ სიუჟეტის მომზადება ჩემი ოპერატორის დამსახურებაა...

საინფორმაციოში მუშაობისას მივხვდი, რომ უკვე კვირაში ერთხელ კი არა, დღეში რამდენჯერმე შეიძლებოდა ეთერში ყოფნა, რაც ძალიან მომეწონა; "კავკასიაში" რამდენიმე თვე ვიმუშავე და იქიდან ჩემი გადაწყვეტილებით (პატარა გაუგებრობა მოხდა) წამოვედი, მაგრამ სახლში რომ მივედი, მივხვდი, რაც გავაკეთე;

მთელი ღამე ვიტირე, მიკროფონი მენატრებოდა... და ქალბატონ ლუბა ელიაშვილს ტელეკომპანია "იბერიაში" დავურეკე. ერთ საათში შეხვედრა დამინიშნა... უცნაურია, მაგრამ იმავე დღესვე გადაღებაზე გამიშვა და მასალა მომამზადებინა... ბატონი დათო აქუბარდია ტელეკომპანია "იბერიის" დახურვის შემდეგაც მთხოვდა "კავკასიაში" დაბრუნებას, მაგრამ აღარ დავბრუნდი.

- ამის შემდეგ იყო ტელეკომპანია "მზე", არა?
- "მზეში" დირექტორს რომ შევხვდი, მითხრა: - შენ პატარა გოგო ხარ, აქ კი გამოცდილი ჟურნალისტები გვჭირდებაო. ვუთხარი, რომ ხელფასი არ მაინტერესებდა და ვთხოვე, შანსი მოეცა. თუ საქმე არ გამომივიდოდა, იქიდან ჩემით წამოვიდოდი. ბატონმა ელდარ მდინარაძემ ასეთი ფრაზა მითხრა: თამამი გურული გოგო ხარ, არ მინდა, იმაზე შორს გადახტე, ვიდრე ეს შეგიძლიაო და მუშაობა დილის გადაცემაში შემომთავაზა. იქ დიდი წინააღმდეგობა დამხვდა. სტუდია ორ საფეხურად იყო გაყოფილი. პროდიუსერმა მითხრა, მაღლა ჩამოყალიბებული ჟურნალისტები სხედან და შენ აქ არ ამოხვიდეო. ამ ნათქვამმა გული მატკინა...

- ამის მიუხედავად, ფარ-ხმალს არ ყრიდით, არა?
- არა, ვფიქრობდი, ნდობა როგორ მომეპოვებინა. როცა ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი გამწვავდა, იქ წასვლაზე ყველამ უარი თქვა, მათ შორის ბიჭებმაც. ვხედავდი, ეს იყო ჩემი შანსი და უნდა გამომეყენებინა. თუმცა ძალიან მეშინოდა, ხანდახან გავივლებდი გულში, - ხომ იცი, ამის თავი შენ არ გაქვს-მეთქი. ვაღიარებ, მშიშარა ვარ, კორპუსთან რომ მივდივარ, დედას ვურეკავ, რომ გადმომხედოს.

ძალიან მეშინოდა, მაგრამ ცხინვალში წავედი და სიცოცხლეც საფრთხეში ბევრჯერ ჩავიგდე. სიკვდილს ერთ-ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა გადამარჩინა, როცა დანაღმულ ადგილას აღმოვჩნდი. როცა შენი საქმე გიყვარს, წინააღმდეგობებს არ უშინდები. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. მაშინ მივხვდი, რამდენი რამ უნდა იცოდეს ჟურნალისტმა, როცა ასეთ ადგილას მიდის. აუცილებლად სათანადოდ მომზადებული უნდა იყო.

ჩემგან განსხვავებით, უცხოელი ჟურნალისტები ცნობდნენ ნაღმს... მოკლედ, ამის შემდეგ "მზეში" საინფორმაციო სამსახურში დავიმკვიდრე ადგილი. იქ შიდა კონკურენციაც იყო და ესეც სტიმულს მაძლევდა... ერთხელაც, ეკა სარიამ მითხრა: შენ და გოდერძი შარაშია სამუშაოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში უნდა წამოხვიდეთ, ქურდების წინააღმდეგ ბრძოლის წელი იწყებაო და ასე აღმოვჩნდი სასჯელასრულების დეპარტამენტში. მოგვიანებით კი ბაჩო ახალაიას პრესსამსახურის უფროსი გავხდი. 

- მანამდე ბაჩო ახალაიას არ იცნობდით?
- არა, იქ გავიცანი... ძალიან მძიმე სიტუაცია გახლდათ, ბატონი ბაჩო და მისი გუნდი გაუთავებელი კრიტიკისა და შემოტევების ობიექტი იყო. მაგრამ დეპარტამენტის თანამშრომლები თავგანწირულად ებრძოდნენ კრიმინალურ სამყაროს და ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ადამიანებს მშვიდად დაგვეძინა, ქუჩაში მშვიდად გაგვევლო.

- თქვენი მოწოდება და ოცნება ხომ ტელევიზიაში მუშაობა იყო?! რატომ გაცვალეთ ეს საქმე პრესსამსახურის უფროსის თანამდებობაზე?
- მივხვდი, რომ ამ საქმის კეთება უფრო საინტერესო იყო. კომენტარების გაკეთებაც მიწევდა და ტელეეკრანზეც ვჩანდი. ბატონი ბაჩო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ყველაზე რთულ პერიოდში იყო, მან კრიმინალური სამყარო დაამარცხა და სისტემა ისე ააწყო, რომ იმის დანგრევა შეუძლებელია.

რა ხდებოდა ძველ ციხეებში, ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ამიტომ მეამაყება, რომ ამ გუნდის წევრი ვარ და მეც შევიტანე წვლილი იმ დიდ საქმეში... პიარის თვალსაზრისით, კარგია, როდესაც  მინისტრი თავის საქმეებზე ეთერში საუბრობს, ხშირად ჩანს ეკრანზე, მაგრამ ამასთან დაკავშირებით სხვა დამოკიდებულება აქვს - ტელევიზორში გამოჩენას ურჩევნია, საქმე აკეთოს.

- დიმიტრი შაშკინთანაც მოგიწიათ მუშაობამ. როგორ დაახასიათებთ მას?
- ორივე მინისტრთან მუშაობა საინტერესო იყო. თუმცა თითოეულს საქმის მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდა. ბატონი დიმა ამბობდა: მოდი, ერთად გავაკეთოთ, და ვანახვოთ ჟურნალისტებს, რას ვაკეთებთ; ერთად გამოვჩნდეთ ტელეკამერების წინო. ბატონი ბაჩო კი ამბობს: ჯერ საქმე დავამთავროთ და გაკეთებული საქმე მაყურებელს შემდეგ ვაჩვენოთ; მაგრამ კომენტარი შენ გააკეთეო.

- ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დიმიტრი შაშკინის დატოვება მოგიხდათ, რადგანაც თქვენც თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლეთ. როგორ შეხვდა ბატონი დიმა ამას და რატომ გადაწონა ახალაიას წინადადებამ?
- ბაჩომ მინისტრად დანიშვნის შემდეგ მასთან გადასვლა შემომთავაზა. ორივესთან კომფორტულად ვიყავი, მაგრამ ბატონ დიმას ვუთხარი, რომ თავდაცვის სამინისტროში გადავდიოდი. მითხრა: ისეთ მინისტრთან რომ მიდიოდე, რომელთანაც არ გიმუშავია, ძალიან გავბრაზდებოდიო. ორივე ჩემი მეგობარია, მაგრამ ბაჩო უფრო დიდი ხნის მეგობარია. ისიც მომეწონა, რომ ახალ სფეროში მომიწევდა მუშაობა.

- თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებთან იშვიათად ჩანს. მას პრესასთან აქტიურობას არ ურჩევთ?
- მირჩევნია, რაც შეიძლება მეტჯერ გამოჩნდეს ტელეეკრანზე, მაგრამ ხომ გითხარით, მას ამის მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს. ხშირად ვურჩევ, რომ ეკრანზე გამოჩნდეს, მაგრამ მაჩერებს, რაზეც ხანდახან გული მწყდება, თუმცა შემდეგ ვხვდები, რომ მართალია.

- დღის რეჟიმი დატვირთული გაქვთ, პირადი ცხოვრებისთვის იცლით?
- რეჟიმი მართლაც დატვირთული მაქვს, მაგრამ დროს ვანაწილებ და ყველაფერს ვასწრებ. ჩემი მეგობრები ძირითადად ტელევიზიებში მუშაობენ, ან ამა თუ იმ სამსახურის პიარში არიან და მათ მაინც ვნახულობ.

- ალბათ, თქვენზე  ჭორებიც გსმენიათ. როგორ რეაგირებთ ამაზე და რომელმა ჭორმა გაგაღიზიანათ?
- ძალიან ბევრჯერ მსმენია და მათ შორის, საშინელი ჭორებიც. უმეტესად ისეთ ჭორებს ავრცელებენ, რომლებიც პირად ცხოვრებას ეხება. ამაზე ზოგჯერ ვბრაზდები, მაგრამ რა ვქნა, ვისაც მეტი საქმე არა აქვს, იჭორაოს...


თეა ხურცილავა
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
საცოდავები... ჩემი კეთილი გული რა ვთქვი - შემეცოდა და დამავიწყდა, 10 ათასი ლარი მხოლოდ მანქანის ნომერში რომ ჰქონდა მიცემული და თავისი "მზერით დამუხტულ" ერთ ჭიქა წყალში რომ 300 ლარს ფეხს არ უცვლიდა
 
"აღდგომა და ხვალეო..." ერთმანეთში ხომ სიამტკბილობით არიან -არც აეროპორტებში ჩხუბობენ და არც დედას აგინებენ ერთმანეთს. რაც მთავარია, საბოლოოდ ამოიკვეთეს ფეხი მოსკოვიდან!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
1-ოთახიანი, ქალაქური პრ. 3(8), 38 კვ.მ. ახალი რემონტი საბურთალოს ქ....
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში