ნუკა გვალია - "მა­მა არა­სო­დეს მომ­ნატ­რე­ბი­ა"

ნუკა გვალია - "მა­მა არა­სო­დეს მომ­ნატ­რე­ბი­ა"

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტი­ტუ­ლის­თვის ბრძო­ლა წა­ა­გო, ბევ­რის­თვის ის მა­ინც "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი­ა". შო­უს ბევ­რი მო­ნა­წი­ლე ვერ და­იკ­ვეხ­ნის, რომ ყვე­ლა ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის მსმე­ნე­ლი ჰყავს. მან ეს მო­ა­ხერ­ხა. ნუ­კა გვა­ლია ხომ მომ­ღე­რალ ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის შვი­ლი, კომ­პო­ზი­ტორ მა­რი­კა კვა­ლი­აშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი და მა­რო თარ­ხნიშ­ვი­ლის შვილ­თაშ­ვი­ლი­ა... "ვი­ცი, რა­საც მკითხ­ავთ, უკ­ვე ისე გა­ვი­წა­ფე, ვინც მო­ვი­და, ყვე­ლა ერ­თსა და იმა­ვეს მე­კითხ­ე­ბა" - ასე შე­მე­გე­ბა ნუ­კა. თუმ­ცა ინ­ტერ­ვიუ საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და გუ­ლახ­დი­ლი გა­მოგ­ვი­ვი­და.

- ნუ­კა, რო­გორ ფიქ­რობ, რა და­გაკ­ლდა სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბამ­დე, რა შეც­დო­მა და­უშ­ვი?

- არა მგო­ნი­ა, რა­მე შე­მშლოდეს. პრო­ექ­ტში სტა­ტუ­სის გა­მო არ მივ­სულ­ვარ. ვი­საც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ­სკვლა­ვებს ეძა­ხი­ან, ისი­ნი ვარ­სკვლა­ვე­ბი არი­ან? მათ გვერ­დით რომ ვარ­სკვლა­ვი მერ­ქვას, არც მინ­და. ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი მინ­დო­და და მო­ვი­პო­ვე, დი­დი მად­ლო­ბა ყვე­ლას! მო­გე­ბა არ მეწყ­ი­ნე­ბო­და, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ბევრ რა­მეს გა­ვალ­დე­ბუ­ლებს, მი­ხა­რი­ა, ამ ყვე­ლაფ­რის შეს­რუ­ლე­ბა რომ არ მო­მი­წევს.

- ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ ეკა ძლი­ე­რი ვო­კა­ლის­ტი­ა, გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­შემ­სრუ­ლებ­ლო მა­ნე­რით. რა­ტომ არ არის დღეს, ასე ვთქვათ, მოთხ­ოვ­ნა­დი?

- ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ ხალხს სა­ო­ცა­რი გე­მოვ­ნე­ბა აქვს. დღეს პო­პუ­ლა­რუ­ლი რომ იყო, უნ­და იმ­ღე­რო რეს­ტორ­ნის სიმ­ღე­რე­ბი, გა­იხ­სე­ნეთ, რამ­დე­ნი მომ­ღე­რა­ლი იყო, ნორ­მა­ლურ სიმ­ღე­რებს მღე­რო­და და მე­რე ტა­ში-­ტუშ­ზე გა­და­ერ­თო... არ ვარ მში­შა­რა, რა­საც მინ­და, იმას გა­ვა­კე­თებ, ბევრს ჩე­მი ჩაც­მის სტი­ლი აღი­ზი­ა­ნებს, ბევრს - სა­უბ­რის მა­ნე­რა, ზოგს კი ჩე­მი მა­კი­ა­ჟი, ეს ჩე­მი ცხოვ­რე­ბა­ა, თუ მინ­და "ნასკს" ჩა­მო­ვი­კი­დებ კი­სერ­ზე და ისე ვივ­ლი. არ იფიქ­როთ, რომ ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს ხა­ზი გა­და­ვუს­ვი. სა­ქარ­თვე­ლო, უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ა, უფ­რო ბევ­რი პრობ­ლე­მით, ვიდ­რე მას ამის ატა­ნა შე­ეძ­ლო. უცხ­ო­ეთ­ში ქუ­ჩა­ში უცხო ხალ­ხი მი­ღი­მო­და, აქ კი მა­სა გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი­ა, და­ბოღ­მი­ლი­ა.

- უახ­ლო­ეს გეგ­მებ­ში რა გაქვს?

- ახ­ლა ორ­სუ­ლად ვარ, ჯერ დე­და გავ­ხდე­ბი და მე­რე მი­ვუბ­რუნ­დე­ბი სიმ­ღე­რე­ბის ჩა­წე­რას. უკ­ვე მზად მაქვს 20 სიმ­ღე­რა დის­კის­თვის. არენ ბის სტი­ლი­ა, ეკას ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი­ა, არან­ჟი­რე­ბაა სა­ჭი­რო. არის რო­გორც ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი, ისე ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სიმ­ღე­რე­ბი. სხვა­თა შო­რის მე­ტალ­ჯგუფ­ში ვმღე­რო­დი და რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ მომ­წყინ­და, ერ­თფე­როვ­ნე­ბა სა­შინ­ლად მბეზ­რდე­ბა.

- ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვი, რა­ღაც პე­რი­ო­დი მე­გობ­რებ­მა გამ­ზარ­დე­სო, რა იგუ­ლის­ხმე?

- ყვე­ლა­ზე ცუ­დი პე­რი­ო­დი რო­ცა მქონ­და, არ ვუს­მენ­დი არც დე­დას და არც არა­ვის, გვერ­დით ჩე­მი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი ბი­ჭე­ბი და­მიდ­გნენ, მო­მა­შო­რეს ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ას, იმ უც­ნა­უ­რო­ბებს, რაც მომ­წონ­და. რი­თაც, ვფიქ­რობ, ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი არ უნ­და ინ­ტე­რეს­დე­ბო­დეს. დი­დი მად­ლო­ბა მათ ამის­თვის!

- მა­მის გა­რე­შე რომ გა­ი­ზარ­დე, ეს ხომ არ იყო ეკას­თან გა­უცხ­ო­ე­ბის მი­ზე­ზი?

- არა, მა­მის სით­ბო არა­სო­დეს მიგ­რძნი­ა და რატომ უნდა მომნატ­რე­ბო­და?! ჩე­მი მე­გობ­რე­ბი რომ იტყ­ოდ­ნენ, მა­მა­ჩემს და­ვუ­რე­კავ, აბა, მა­მა­ჩე­მი რას მირ­ჩევ­სო, სულ მიკ­ვირ­და, ასე­თი სიტყ­ვე­ბი არა­სო­დეს მით­ქვამს... რა­ტომ­ღაც პრო­ექ­ტის შემ­დეგ ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა. იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ეუბ­ნე­ბი­ან, უი­მე, თე­მურ, რო­გო­რი შვი­ლი გყავ­სო, ნუ და­ა­ვიწყ­დე­ბათ, რომ მე ვარ ეკას შვი­ლი! სხვა მშო­ბე­ლი და ნა­თე­სა­ვი არ მყავს - მხო­ლოდ ეკა! მა­შინ, რო­ცა უნ­და ჩა­ე­ნერ­გათ ჩემ­თვის მე­გობ­რო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, პა­ტი­ვის­ცე­მა - ისი­ნი ჩემ­თან არ იყ­ვნენ. ეკა ამას არა­ვის უშ­ლი­და. ახ­ლა შე­იძ­ლე­ბა და­უ­შა­ლოს და მეც და­ვუშ­ლი, არ მინ­და. ათას შანსს რომ მოგ­ცემს ადა­მი­ა­ნი, მე­რე რომ გა­გაფ­რთხი­ლებს, ეს ბო­ლო შან­სი­ა, გა­მო­ი­ყე­ნეო და ისევ იმე­დე­ბი გიც­რუვ­დე­ბა, ისევ გატყ­უ­ე­ბენ, ფე­ხებ­ზე გი­კი­დე­ბენ, აღა­რა­ფე­რი გინ­და. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასეთ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს. ახ­ლა, რაც უფ­რო ვიზ­რდე­ბი, უფ­რო კარ­გად ვხვდე­ბი, რა­ტომ გა­შორ­და მამაჩემს ეკა. სხვა მი­ზე­ზე­ბიც იყო, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ეს არის და თან, შორ­დე­ბი­ან მე­უღ­ლე­ებს და არა შვი­ლებს. რა მე­ტე­ო­რი უნ­და და­გე­ცეს, რომ შვი­ლი გყავს და ვერ ნა­ხო, და­ბა­დე­ბის დღე ვერ მი­უ­ლო­ცო?

- ეკას კლა­ნი... ეს ფრა­ზა ხში­რად გა­ის­მო­და, ნუ­კას დე­და და­ეხ­მა­რე­ბა...

- არა­ვინ ინ­ტე­რეს­დე­ბა, რე­ა­ლუ­რად რო­გორ ვცხოვ­რობთ, არის მი­თი, რომ სა­სახ­ლე გვაქვს, რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა... მითხ­რეს, რომ აჯო­ბებ­და, რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია მოგ­ვე­ყო­ლა და ეს აუ­ცი­ლებ­ლად და­მეხ­მა­რე­ბო­და მო­გე­ბა­ში. ჩვენ მოვ­ყე­ვით ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი­ა, რომ მიყ­ვარს, ვუყ­ვარ­ვარ, ბავშვს ვე­ლო­დე­ბით. ეკას კლა­ნი (ი­ცი­ნის)... რა არ და­აბ­რა­ლეს ეკას, მახ­სოვს შე­ში­ნე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ეკას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ზე მე­გობ­რე­ბი რომ მოჰ­ყავ­დათ, ეკა რომ გი­ჟი და ცუ­დი ეგო­ნათ და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი მი­დიოდ­ნენ ჩვე­ნი სახ­ლი­დან... სად ეკა და სად რთუ­ლი ხა­სი­ა­თი? ამი­ტომ აღა­რაფ­რის მჯე­რა, ვის­ზე რაც უნ­და თქვან.

- შენ რას გა­მო­ყავ­ხარ წყო­ბი­დან?

- ჯერ ისე არ გავბ­რა­ზე­ბულ­ვარ, წყო­ბი­დან რომ გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. თუ ვინ­მეს უხე­ში და უზ­რდე­ლი ვეჩ­ვე­ნე­ბი, რა გა­ვა­კე­თო? ასე ვერ­თო­ბი მათ­ზე, ვინც ცდი­ლობს გა­მა­ღი­ზი­ა­ნოს. იცი, რას და­ვაკ­ვირ­დი? რაც უფ­რო უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვებ, რაც თავს და­უხ­რი, მით უფ­რო ეც­დე­ბი­ან დაგ­ჩაგ­რონ. გითხ­რათ, სი­მარ­თლე რა არის? მე დღეს ძა­ლი­ან მი­ჭირს, ჩვენი სახ­ლი ნა­ხევ­რად ბან­კის სა­კუთ­რე­ბა­ა. არა­სო­დეს მიცხ­ოვ­რია ფუ­ფუ­ნე­ბა­ში, მა­შინ, რო­ცა ეკას წლო­ბით არ აძ­ლევ­დნენ მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, ვცხოვ­რობ­დით ვა­ლე­ბით, მათ შო­რის ბან­კის ვა­ლე­ბი­თაც. იყო პე­რი­ო­დი, თვე­ო­ბით ფუ­ლი არ გვქონ­და და მა­ღა­ზი­ა­ში ნი­სი­ად ვი­ღებ­დით საკ­ვებს. ასე­თია სი­მარ­თლე, რო­მე­ლიც არა­ვის აინ­ტე­რე­სებს. რა თქმა უნ­და, შეგ­ვეძ­ლო ეს თე­მე­ბი გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ არ მინ­და ვინ­მეს ვე­ცო­დე­ბო­დე, ჩვენ ამას მო­ვე­რე­ვით, იმი­ტომ, რომ ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარს, და­ბოღ­მი­ლე­ბი არ ვართ, არა­ვის ვებ­რძვით. არ ვა­პი­რებ, ეკა­სა­ვით ყვე­ლა­ფერ­ზე გავ­ჩუმ­დე და ყვე­ლას თა­ვი და­ვუ­ხა­რო.

- შენს მე­უღ­ლე­ზე მოგ­ვი­ყე­ვი.

- ჩე­მი მე­უღ­ლეა ნი­კუ­შა კო­ბა­ხი­ძე, და­ამ­თავ­რა შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ბიზ­ნე­სის მარ­თვი­სა და მარ­კე­ტო­ლო­გი­ის გან­ხრით. ჩე­მი ყველ­აზე დი­დი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი­ა. ერ­თმა­ნე­თი ინ­ტერ­ნეტ­ში თა­მა­ში­სას გა­ვი­ცა­ნით, დავ­მე­გობ­რდით, ვწერ­დით, ყო­ველდღე ვსა­უბ­რობ­დით ტე­ლე­ფო­ნით, რო­ცა შევ­ხვდი, უკ­ვე მიყ­ვარ­და, მე­რე გა­რეგ­ნუ­ლა­დაც რომ ასე­თი აღ­მო­ჩ­ნდა, ხომ შე­მიყ­ვარ­და და შე­მიყ­ვარ­და...

- ეჭ­ვი­ა­ნობ?

- ვი­ცი, სა­ეჭ­ვი­ა­ნო არა­ფე­რი მაქვს, მაგ­რამ მა­ინც ვეჭ­ვი­ა­ნობ...

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება