21 მაისი 2012 ორშაბათი - 18:38
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:30 / 06-09-2010
გზა დიდი საოპერო სცენისკენ
ახლახან ავსტრიიდან სამშობლოში რამდენიმე დღით ჩამოვიდა მსოფლიოში სახელგანთქმული საოპერო მომღერალი ქეთი ქემოკლიძე, რომელიც თავის წარსულზე, უცხოეთში მიღწეულ წარმატებასა და ოჯახზე გვესაუბრება:


პატარა ქეთი ირმის რქებით, დედოფლის გვირგვინით და ბაბა-იაგას ფორმაში...

- ბავშვობიდან ვმღერი. მე და ჩემს დას კარგი სმენა და სასიამოვნო ხმები აღმოგვაჩნდა. ეს ნიჭი ბაბუებისგან გამოგვყვა. ბავშვობაში ეზოში კონცერტებს ვმართავდი, სადაც უბრალო მონაწილიდან დაწყებული, "რეჟისორით" დამთავრებული, ყველა მე ვიყავი (იცინის). ნაცნობები იხსენებენ, როგორი ცელქი, მუდამ მომღერალი და ექსტრავაგანტურად ჩაცმული ვიყავი. ვის ან რის როლს არ ვთამაშობდი - ხან ირმის რქები მედგა თავზე, ხან "დედოფლის" გვირგვინი, ხან ბოშა ქალის ჭრელაჭრულა კაბაში ვიყავი გამოწყობილი და ხანაც ბაბა-იაგასი.


პირველი ნაბიჯები

- პირველად ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ჯემალ მდივანმა მითხრა, მეცო-სოპრანოს ტემბრის ხმა გაქვსო. 5 წლის ვიყავი, მამას მეგობრის ოჯახში რომ მნახა და ჩემი ხმა შეაფასა. ამ შეფასებისთვის 10 წლის განმავლობაში ყურადღება არავის მიუქცევია, ვიდრე პედაგოგ გულიკო კარიაულთან არ მოვხვდი.


გზა დიდი სცენისკენ

- კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სკოლაში მისაღებ გამოცდაზე ქუჩიდან აღმოვჩნდი. კომისიის თავმჯდომარე ბატონი ნოდარ ანდღულაძე გახლდათ. ექსპერიმენტული სკოლის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიაში მოვეწყვე. სტუდენტობისას ვმღეროდი საქართველოში არსებულ ყველა ორკესტრთან და დირიჟორთან ერთად. სტუდენტობაშივე გავხდი რესპუბლიკური და ახალგაზრდული კონკურსების ლაურეატი და პრიზიორი.

პეტერბურგში ჩატარებულ ელენე ობრაზცოვას სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში ვმონაწილეობდი, შემდეგ ვენაში - ბელვედერის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში. სწორედ ამას მოჰყვა წარმატება საერთაშორისო არენაზე. შემდეგ გავემგზავრე საფრანგეთში, სადაც ტულუზის პრესტიჟულ კონკურსზე გრან-პრი მოვიპოვე, შემდეგ ბარსელონაში, პლასიდო დომინგოს საერთაშორისო ფესტივალზე გავიმარჯვე.

გამარჯვების მიუხედავად, ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ბელვედერის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებამ, რადგან ლა სკალას სამხატვრო დირექტორმა, ლუკა კარჯეტიმ ლა სკალას აკადემიაში უგამოცდოდ მიმიწვია სასწავლებლად.

სწავლის პერიოდში ლა სკალაში ვმონაწილეობდი როგორც კონცერტებში, ასევე სპექტაკლებში. სხვადასხვა დროს შემოქმედებითი ურთიერთობა მქონდა ბევრ ცნობილ ადამიანთან - პლასიდო დომინგოსთან, კარლოს საურასთან, ვიტორიო სტორაროსთან, ბარბარა ფრიტოლისთან, ლადო ათანელთან და პაატა ბურჭულაძესთან.

ოჯახი

- ჩემი მეუღლე სანდრო შელეგია გახლავთ. სანდროს 2006 წელს ბარსელონაში შევხვდი (ამ ქალაქში ვმღეროდი, ის კი სწავლობდა) და დავმეგობრდით. ერთი წლის შემდეგ ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით.

ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება უცებ მივიღე, რადგან მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომედგინა. უკვე ერთი წელია ოჯახი შევქმენით. ჩემი მეუღლე ეკონომისტია და ვენის უნივერსიტეტში ასწავლის. მეუღლესთან ერთად ვენაში ვცხოვრობ. ურთიერთთანადგომით ვახერხებთ წარმატების მიღწევას როგორც პროფესიაში, ასევე პირად ცხოვრებში.


კარგი დიასახლისი...

- ძალიან მიყვარს შინ ყოფნა, ფუსფუსი, დალაგება. აუცილებლად ვეცნობი იმ ქვეყნის სამზარეულოს, სადაც ვიმყოფები და მერე თვითონ ვამზადებ. მიყვარს გემრიელი კერძების მომზადება, ალბათ, იმიტომ, რომ გურმანი ვარ. უცხოეთში ყოველთვის მიმაქვს ქართული სუნელები, რადგან მეგობრებისთვის ხშირად ვამზადებ ეროვნულ კერძებს. ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, ჩვენი სამზარეულო - განსაკუთრებით მხალეული, ხაჭაპური - არ მოსწონებოდეს.

ქართული კულტურის სფეროში იგრძნობა ცვლილებები, თუმცა ბევრია გასაკეთებელი. მომწონს, უცხოელი მომღერლები ჩვენს ქვეყანაში კონცერტებს რომ მართავენ, ყურადღება რომ ექცევა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მომღერლებს...

ჩემს უცხოელ მეგობრებს კარგი წარმოდგენა აქვს საქართველოზე, უდიდეს პატივს სცემენ ჩვენს ქვეყანას, რადგან მსოფლიო საოპერო სცენაზე ბევრი წარმატებული ქართველი მომღერალი დგას. აღნიშნავენ, რომ საქართველოში ბევრი ძალიან ლამაზი მანდილოსანია.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

...სამაგიეროდ ჯენიფერ ენისტონი გვყავს როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის პრეს-სამსახური და ნაციონალური "ტელე-სამება" ნათელაშვილთან ერთად დადიოდნენ...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
1-ოთახიანი, ქალაქური პრ. 3(8), 38 კვ.მ. ახალი რემონტი საბურთალოს ქ....
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში