21 მაისი 2012 ორშაბათი - 18:37
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:13 / 06-09-2010
რობერტ დე ნირო - "ჩემი შვილების გამო მშვიდად ვარ"
მალე კინოთეატრების ეკრანებზე გამოვა რობერტ როდრიგესის ახალი ფილმი "მაჩეტე", რომელიც ყოფილი მკვლელის საინტერესო ამბავზეა აგებული. ერთ-ერთ მთავარ როლს - სენატორ მაკლფალინის - დიდებული რობერტ დე ნირო ასრულებს. ფილმზე მუშაობის შესახებ მან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ისაუბრა.


"ერთი სული მაქვს ვნახო, რა გამოვიდა"

- რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ გადასაღები პროცესიდან?
- რობერტ როდრიგესი ძალიან სწრაფად მუშაობს, რაც ასი პროცენტით მაკმაყოფილებს. ეს ძალიან დადებითი მომენტია. მთელი პროცესიდან მხოლოდ დადებითი ემოციები მივიღე. ეს ჩემთვის საკმაოდ იოლი იყო, რადგან გაცილებით ნელა მუშაობას ვარ მიჩვეული და შეიძლება უფრო ჩაფიქრებულადაც. მაგრამ ეს ფილმი და ის სტილი, რომლითაც ის გაკეთდა, მუშაობის მსგავს ტემპს გულისხმობს, რაც მხოლოდ დადებითი მომენტია. განსაკუთრებულად არ ღელავ წვრილმანების გამო და უბრალოდ აკეთებ იმას, რაც გევალება, ეს კი ბოლოს კარგი გამოდის.

- სენატორის როლი პროექტში თქვენი გამოჩენის შემდეგ განავრცეს. გაგიჭირდათ თქვენი პერსონაჟის ხასიათის გახსნა?
- რაც მომეწონა ჩემს პერსონაჟში, ეს მისი გადამეტებული ირონიულობაა და ამიტომაც, სენატორის განსახიერება საკმაოდ სახალისო საქმიანობა გამოდგა. მით უმეტეს, რაღაც კუთხით ის საკმარისად სერიოზულად არ აღიქმებოდა, რაც გარკვეულ თავისუფლებას მანიჭებდა მოედანზე. იმის გამოც არ ვღელავდი, რომ როლის ჩემებური გაგება საბოლოოდ სცენარის თავდაპირველ ჩანაფიქრს დაშორდებოდა. სიხარულით დავთანხმდი რობერტთან მუშაობას. მაშინვე ვიფიქრე: "მშვენიერია! სახალისო იქნება!" თანაც, ვისთანაც ამ თემაზე მილაპარაკია, ყველა დადებითად ლაპარაკობდა როდრიგესზე, მე კი ადამიანების აზრს პატივს ვცემ.

- როგორ ფიქრობთ, დიდად გამოირჩევა "მაჩეტე" სხვა ექშენ-ფილმებისგან?
- ჯერ ერთი, არასდროს იცი, საბოლოოდ რა გამოვა... მაგრამ როდრიგესის იუმორის გრძნობა უკვე კარგი შედეგის წინაპირობაა... ან თუ გნებავთ, ირონიის გრძნობა და სტილის შეგრძნება, ფილმის სტილის გაგება. ერთი სული მაქვს ვნახო, რა გამოვიდა. ჩემი შვილების გამო მშვიდად ვარ, მათ ფილმი ნამდვილად მოეწონებათ. ეს ნიუანსებია, რომლებსაც თანამედროვე ახალგაზრდობა კარგად აღიქვამს. ეს ყველაფერი არის ფილმში.

ცოლები და შვილები

რაც შეეხება მსახიობის ოჯახს. დე ნიროს პირველი ცოლი დაიენ ებოტი გახლდათ, აფროამერიკული წარმომავლობის მომღერალი და მსახიობი. საერთოდაც, ცნობილი მსახიობი შავკანიანი ქალების მოყვარულია. დე ნირომ დაიენის ქალიშვილი დრენა იშვილა. მოგვიანებით დრენამ მის რამდენიმე ფილმში ითამაშა. პირველი ქორწინებიდან მსახიობს ჰყავს ასევე ვაჟი რაფაელი, რომელიც მამის კვალს გაჰყვა, თუმცა მალე გაუცრუა იმედები სამსახიობო პროფესიამ და უძრავი ქონების გაყიდვით დაკავდა. სხვათა შორის, ამაშიც მამის ნიჭი გამოავლინა, დე ნირო ხომ წარმატებულ მსახიობობას ბიზნესმენობასაც უთავსებს.

პირველ ცოლთან განქორწინების შემდეგ დე ნირო კარგა ხანს მოდელ ტუკი სმიტს ხვდებოდა, ასევე აფროამერიკელს. 1995 წელს სუროგატმა დედამ ამ უკვე არც ისე ახალგაზრდა წყვილს ტყუპი ვაჟი გაუჩინა - ჯულიანა ჰენრი და აარონ კენდრიკი. მსახიობი ხშირად ხაზს უსვამს თავის მამობას.
1997 წელს მეორედ იქორწინა. მისი მორიგი რჩეული გრეის ჰაიტაუერია, ყოფილი სტიუარდესა. 1998 წელს მასთანაც შეეძინა შვილი - ელიოტი. ასე რომ, დე ნირო ამჟამად ხუთი შვილის მამაა, მათზე მზრუნველი და მოსიყვარულე.

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

...სამაგიეროდ ჯენიფერ ენისტონი გვყავს როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის პრეს-სამსახური და ნაციონალური "ტელე-სამება" ნათელაშვილთან ერთად დადიოდნენ...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
1-ოთახიანი, ქალაქური პრ. 3(8), 38 კვ.მ. ახალი რემონტი საბურთალოს ქ....
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში