მხატვარმა და მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა ალექსანდრე დიუმას რომანის "სამი მუშკეტერის" გმირებს გასკონში ძეგლი დაუდგა. როგორც "ინტერფაქსი" იტყობინება, ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონია 4 სექტემბერს გაიმართება.
"მუშკეტერების" 290 სანტიმეტრიანი ბრინჯაოს კომპოზიცია ათოსის, პორთოსის, არამისისა და დ'არტანიანის გამოსახულებებისგან შედგება, რომლებსაც ხელში დაშნები უჭირავთ.
როგორც მოსალოდნელია, ძეგლის გახსნის ცერემონიას თავად წერეთლის გარდა დიპლომატები: იონესკო-ს გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვა, სენატორი და დ'არტანიანების გვარის შთამომავალი - ემერი დე მონტესკიუ და ასევე ცნობილი რუსი მსახიობები დაესწრებიან, რომლებიც სხვადასხვა დროს დიუმას რომანების პერსონაჟებს განასახიერებდნენ.
მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.
12:26 / 01-09-2010
წერეთელმა დიუმას მუშკეტერები ბრინჯაოში უკვდავყო

























