18 მაისი 2012 პარასკევი - 09:18
ვალუტის კურსი
18/05/2012
TRY
1
TRY
0.8906
EUR
1
EUR
2.0669
RON
10
RON
4.6515
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:32 / 11-03-2010
"შავი ავაზის" დარტყმა
სკანდალური ინციდენტი შუაგულ მანჰეტენზე მოხდა. 39 წლის მოდელი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო სასტიკად გაცხარდა და სულ რაღაც ერთი დღით დაქირავებულ Cadillac Escalade-ს მძღოლს უკანა სავარძლიდან თავში ჩაარტყა. მძღოლი თავით საჭეს მიენარცხა და სისხლჩაქცევა განუვითარდა. დაზარალებულმა პოლიცია გამოიძახა, ნაომი ავტომობილიდან გადავიდა და პოლიციის მისვლამდე მიმალვა მოასწრო.

მძღოლმა და მოდელის წარმომადგენელმა პოლიციის განყოფილებაში ახსნა-განმარტება უკვე მისცეს. პოლიცია თავდამსხმელის წინააღმდეგ სანქციების გატარებას არ აპირებს, რადგან ინციდენტს კანონდამცველები არ შესწრებიან. ნაომის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ "დასკვნების გამოტანა არ უნდა იჩქარონ", რადგან საქმე გაცილებით უფრო რთულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ხოლო ტოპმოდელი მზადაა, ჭეშმარიტების დასადგენად პოლიციასთან ითანამშრომლოს.

ნაომი კემპბელის მღელვარე ხასიათი საყოველთაოდ ცნობილია. მოდელს ამის გამო კანონთან პრობლემა არაერთხელ შეჰქმნია. გასულ წელს ლონდონის ჰიტროუს აეროპორტში British Airways-ის ავიალაინერის ბორტზე მოწყობილი სკანდალის გამო, რომელიც პოლიციასთან ხელჩართული ჩხუბით დასრულდა, ნაომის საზოგადოების სასარგებლოდ 200-საათიანი შრომა ჰქონდა მისჯილი. ერთი წლით ადრე კი ნაგავსაზიდი ავტომანქანების სადგომზე 5 დღე იატაკს ხეხავდა...

ეს სასჯელი მანჰეტენის საოლქო სასამართლომ კემპბელს მოახლეზე თავდასხმის გამო მიუსაჯა და სიბრაზის შეტევებით დაავადებულთათვის სპეციალურ მეცადინეობაზე დასწრებაც დაავალა, რადგან ეს ფაქტი მომსახურე პერსონალის მიმართ განხორციელებული ძალადობის პირველი შემთხვევა არ იყო, მსგავსი მიზეზების გამო ნაომი პოლიციას ადრეც არაერთხელ დაუკავებია.

სამაგიეროდ, "მსოფლიოში ყველაზე შმაგი მოდელის" პოპულარობა სკანდალების წყალობით არათუ იკლებს, წლიდან წლამდე იზრდება! შესაძლოა, ნაომი კემპბელისა და რუსი მილიარდერის ვლადიმირ დორონინის გასული წლის აგვისტოსთვის მოსალოდნელი ქორწილიც მორიგი PR-აქცია იყო, რადგან მოდელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ახლახან ბრიტანული გაზეთისთვის Daily Mail მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ნაომი დანიშნული არ არის და გათხოვებას არ აპირებს". მოდელმა და რუსმა მილიარდერმა წლინახევრის წინ კანის კინოფესტივალზე გაიცნეს ერთმანეთი და მას შემდეგ ერთად არიან. ამჟამად ნაომი მოსკოვში ბოიფრენდის აპარტამენტებში ცხოვრობს და რუსულ ენას სწავლობს.

გაზეთისთვის  La stampa მიცემულ ინტერვიუში ნაომი ამბობს, რომ რუსეთში თავს ბედნიერად გრძნობს, გატაცებულია ტანვარჯიშით, იოგასა და კარატეშიც ვარჯიშობს, რუსულ აბანოში დადის და მუშაობს. მისი ძირითადი საქმიანობა ქველმოქმედებაა - ვივიენ ვესტვუდის მაისურებს წარმოადგენს და მიწისძვრით განადგურებული ჰაიტის მცხოვრებთათვის მილიონობით გირვანქა სტერლინგს აგროვებს. ხოლო კარიერის 25 წლისთავის აღსანიშნავად საკუთარი ფოტოსურათების გამოფენის მოწყობა სურს.


ნატო მანჯავიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
...სამაგიეროდ ჯენიფერ ენისტონი გვყავს როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის პრეს-სამსახური და ნაციონალური "ტელე-სამება" ნათელაშვილთან ერთად დადიოდნენ...
მოვალეთა რეესტრის სია...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1ოთახი ერთ გოგონაზე 70 კვ.მ. ვარკეთილში კორპუსის ბინაში. ფასი: 150...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 30 კვ.მ. სუფთა იპოთეკით, მესამე მასივში....
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 70 კვ.მ. სუფთა გარაჟით და ავეჯით....
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 7(14), 200 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
მაღაზიის ფართი 60 კვ.მ. გათბობა, გისოსები, ვიტრინები, კონდიციონერი, სველი წერტილი,...
სასწრაფოდ! 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ.შინდისში. საუკეთესო ადგილას. ფასი: 20000...
17:00 / 17-05-2012  Image "პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დაყადაღებით მხოლოდ სამი ”კოლეგა” დაინტერესდა
უკვე წინასწარ, შეუმცდარად შეიძლება თქმა, სად მივლენ "საზმაუ" და "სამთავრობოები" და სად - არა
09:37 / 17-05-2012  Image კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა
ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი"
12:15 / 17-05-2012  Image აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა
მსოფლიოს ულამაზესი ქალი მშობიარობის შემდეგ წონაში ვერ იკლებს
14:37 / 17-05-2012  Image Forbes-მა ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
შარშანდელ რეიტინგში ჯენიფერ ლოპესი 50-ე ადგილს იკავებდა
14:40 / 17-05-2012  Image ჯოლიმ და პიტმა საქორწილო ფოტოსესია მოაწყვეს
რეალური ქორწილის ფოტოების მინიმალური ფასი 10 მლნ დოლარი იქნება