როკ-ჯგუფი ”Pink Floyd” ხმისჩამწერი კომპანია ”EMI”-ის წინააღმდეგ საავტორო უფლებების დარღვევის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
ჯგუფი, რომელიც 1967 წლიდან აღნიშნულ კომპანიაში ჩაწერილ ალბომებს უშვებდა, მიიჩნევს, რომ იმ სიმღერების ჰონორარები, რომლებსაც ხმისჩამწერი კომპანია ინტერნეტით ყიდდა, არასწორად ანგარიშდებოდა.
”Pink Floyd”-ის წევრები ასევე ფიქრობენ, რომ ხმისჩამწერი კომპანია ალბობისგან დამოუკიდებლად სიმღერებს არ უნდა ყიდდეს.
როგორც ჯგუფის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რობერტ ჰოუმ სასამართლოში განაცხადა, ”EMI” ამტკიცებს, რომ ცალკეული სიმღერებიდან საავტორო წილი მათ მომღერლებს იმ შემთხვევაში ეკუთვნით, როდესაც სიმღერები ფიზიკური პროდუქტის სახით იყიდება, მაგრამ თუ სიმღერები ციფრული ფაილების სახით ინტერნეტში იყიდება, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული წესი არ ვრცელდება.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.
16:07 / 10-03-2010
”Pink Floyd” ”EMI”-ს სასამართლოში უჩივის

























