18 მაისი 2012 პარასკევი - 09:16
ვალუტის კურსი
18/05/2012
TRY
1
TRY
0.8906
EUR
1
EUR
2.0669
RON
10
RON
4.6515
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:50 / 10-03-2010
ნიკა ქავთარაძისთვის ყველაზე დიდი წარმატება ოჯახია
ხშირად ადამიანები საკუთარი ბედით უკმაყოფილოები ვართ, რადგან სამსახურებრივ სფეროში ყოველთვის ყველაფერი ისე არ გამოგვდის, როგორც ჩვენ გვინდა. გადავწყვიტეთ, ახალ რუბრიკაში წარმატების ფორმულის საიდუმლოზე ცნობილ ადამიანებთან ერთად გესაუბროთ. ნიკა ქავთარაძე ბავშვობაში სავსე დარბაზში გამოსვლაზე ოცნებობდა, ჯერ დათვის როლი შეასრულა, თუმცა მაინც ჩრდილში დარჩა, ბავშვობის ოცნება კი "კავეენმა" აუხდინა, საინტერესო ადამიანებიც გაიცნო და სულ სხვა სამყაროში გადაინაცვლა...


- არავინ მყავდა მსახიობი, მაგრამ ყოველთვის სავსე დარბაზში გამოსვლა მინდოდა, სკოლის პერიოდშიც მიწევდა სცენაზე დგომა, მეხუთე კლასში ვიყავი, ოპერაში დათვის როლი რომ მარგუნა რეჟისორმა, მიუხედავად იმისა, რომ პიესა დათვის დაბადების დღეზე იყო, მთავარი როლის შემსრულებელი ყველაზე უფუნქციოდ ვიყავი. ამის მერე გავიდა რამდენიმე წელი, უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ეს ფაკულტეტი იმ დროს ყველაზე მოდური იყო და მეც ოჯახის გულის მოსაგებად მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. სწავლის პროცესში მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. იმ პერიოდში დავიწყე მუშაობა გაზეთში, თუმცა არა შემოქმედებითად, ტექნიკურ სამუშაოს ვასრულებდი. იქ გავიცანი გოჩა თანდარაშვილი და ბაკურ სვანიძე. ამ ადამიანების გაცნობამ სხვა სამყაროში გადამიყვანა, ჩემნაირი ტიპები იყვნენ.

- პირველად "კავეენი" მათთან ერთად ითამაშე?

- კი, ამ "კავეენმა" ბავშვობის ოცნება ამისრულა. ამ ყველაფერს მაშინ მივხვდი, სცენაზე გასულს ტაში რომ დამიკრეს. ამის შემდეგ მოვხვდი უნივერსიტეტის ნაკრებში და დაიწყო ჩემი ცხოვრების სულ სხვა ეტაპი, კონცერტები და გასტროლები. იცით, როგორ პატარა და უფანჯრო ოთახში გვიხდებოდა სცენარების წერა ბიჭებს? დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ეს არა გართობა, არამედ ჩვენთვის სასურველი სამუშაო იყო. იმ პერიოდში იუმორის დეფიციტი იყო საქართველოში და ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა "ახალი ხილის" შეთავაზება მაყურებლისთვის.

- რა იყო თქვენი წარმატების ფორმულა?

- წარმატების ფორმულის პირველი პუნქტი არის გულწრფელობა და თავისუფლების დემონსტრირება. შენი თავისუფლებით სხვაც უნდა გახადო იძულებული, მანაც განიცადოს ეს გრძნობა, რათა ქვეყანა ერთ დიდ ჭაობად არ გადაიქცეს და პროგრესირების საშუალება მიეცეს. ჩემი ზოგიერთი მეგობარი თავისუფლებას ყურში საყურის გაყრით, ზოგი ჩაცმით, ზოგი სიტყვით გამოხატავდა.

- მხოლოდ თავისუფლებაა იმისთვის საჭირო, რომ წარმატებული გახდე?

- ასევე მნიშვნელოვანია საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნა. როდესაც დიდი ბრძოლის შემდეგ წარმატების გზის სათავეს იპოვი, აღარ უნდა გადაუხვიო. საჭირო ადგილის პოვნაში პრინციპულობა ეხმარება ადამიანს, მთავარი ის კი არ არის, რამდენად მიაღწევ წარმატებას, არამედ ის, როგორ მიაღწევ მას.

- რას გულისხმობთ?
- ადამიანმა წარმატების გამო ყველაფერს არ უნდა მოაწეროს ხელი. ამ ბრძოლაში პატიოსნებაც, სინდისიც თან უნდა სდევდეს. ასევე საჭიროა ალღო და ნიჭი, რათა სწორ გზას დაადგე. როცა ყველაფერს მოიპოვებ, მერე უკვე ბევრი შრომაა საჭირო. საქართველოში ბევრი მუშაობა არ უყვართ, ჩვენ კი მრავალი ღამე გაგვითენებია, მცირე იდეაც რომ მოგვსვლოდა თავში.

- წარმატებისთვის გამართლებას მნიშვნელობა არ აქვს?
- კი, ბედნიერ ვარსკვლავზეც უნდა იყო გაჩენილი (იცინის). ჩემი ბედნიერება ისეთი ხალხის შეხვედრა იყო, როგორებიც არიან მიშა მშვილდაძე, შონზო, ზვიად ბლიაძე, არ მინდა ჩამოვთვალო, თორემ ვინმე გამომრჩება.

- თქვენი პროფესიით ხალხი კმაყოფილი იყო?

- ჩვენ უფულო სტუდენტები და არასასურველი სასიძოები ვიყავით, ჩვენს პროფესიას მამაჩემიც კი არ აღიქვამდა სერიოზულად. ყველაზე უცნაურები ვიყავით, შეგვეძლო ისეთების დაცინვა, ვინც საზოგადოებაში კარგ ტიპად აღიქმებოდა.

- როგორ მოხვდით რადიო "105"-ში?

- შალვა რამიშვილის შემოთავაზებით, ბევრმა მხარი დაგვიჭირა რადიოში მუშაობისას, ჩვენს ხუმრობებზე მთელი ქალაქი ლაპარაკობდა, მერე და მერე ვხვდებოდით, როგორ უნდა მოგვეხიბლა ხალხი, თან ხუმრობებსაც ვხვეწდით. მერე დაიწყო ტელევიზიის ეტაპი. "202"-ში ხალხმა იმდენად აგვიტაცა, დღეში შვიდი გადაცემის გაკეთება გვიწევდა.

- მერე დადგა "იმედის" დრო თქვენს ცხოვრებაში...

- "ენ-შოუმ" ბევრი მომიტანა, მისი მეშვეობით უცნობი ადამიანები ქუჩაში მესალმებიან. თუმცა იმის გამო, რომ ბევრ კარგ ტიპს ვაკრიტიკებდი, დიდი აგრესია გაჩნდა ჩემ მიმართ, გადაცემის რეიტინგმა დაიკლო და მალე დაიხურა კიდეც. დეპრესიის საშუალებაც არ მომეცა, მაშინვე "მზეზე" გადავედი. გადაცემა "ტელევიზორი" შევქმენით, რომელმაც თავი მალე ამოწურა და გადავედით სერიალების გადაღებაზე, რომელიც "მზეზე" დაიწყო და "რუსთავი 2"-ზე გაგრძელდა.

- ამ სერიალებით რისი თქმა გინდათ?
- სერიალში ჩვენი გმირები ამაზრზენად წარმოვაჩინეთ, რათა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, როგორი ცუდია ისეთ ადამიანად ყოფნა, როგორიც მყუდრო და დოლჩეა. სერიალის საშუალებით ჩვენი გმირები ჩვენს სათქმელს ამბობენ.

- ბოლო დროს სერიალის რეიტინგმა ხომ არ დაიკლო?

- ყოველდღიურად ვნახულობთ რეიტინგს და სერიალი ყველა გადაცემას უსწრებს.

- ყველაზე დიდ ცხოვრებისეულ წარმატებად რა მიგაჩნიათ?
- ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება მაქვს. ყველაზე დიდ წარმატებად ოჯახი მიმაჩნია, ყველაზე წარმატებულად კი 70 წლის თმაჭაღარა ადამიანი, რომელიც შვილიშვილებს ბუხრის წინ დაისვამს და განვლილი ცხოვრების გამოცდილებით მათ რჩევებს მისცემს.   


ნონა ვაშაყმაძე
ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

...სამაგიეროდ ჯენიფერ ენისტონი გვყავს როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის პრეს-სამსახური და ნაციონალური "ტელე-სამება" ნათელაშვილთან ერთად დადიოდნენ...
მოვალეთა რეესტრის სია...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1ოთახი ერთ გოგონაზე 70 კვ.მ. ვარკეთილში კორპუსის ბინაში. ფასი: 150...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 30 კვ.მ. სუფთა იპოთეკით, მესამე მასივში....
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 70 კვ.მ. სუფთა გარაჟით და ავეჯით....
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 7(14), 200 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
მაღაზიის ფართი 60 კვ.მ. გათბობა, გისოსები, ვიტრინები, კონდიციონერი, სველი წერტილი,...
სასწრაფოდ! 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ.შინდისში. საუკეთესო ადგილას. ფასი: 20000...
17:00 / 17-05-2012  Image "პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დაყადაღებით მხოლოდ სამი ”კოლეგა” დაინტერესდა
უკვე წინასწარ, შეუმცდარად შეიძლება თქმა, სად მივლენ "საზმაუ" და "სამთავრობოები" და სად - არა
09:37 / 17-05-2012  Image კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა
ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი"
12:15 / 17-05-2012  Image აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა
მსოფლიოს ულამაზესი ქალი მშობიარობის შემდეგ წონაში ვერ იკლებს
14:37 / 17-05-2012  Image Forbes-მა ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
შარშანდელ რეიტინგში ჯენიფერ ლოპესი 50-ე ადგილს იკავებდა
14:40 / 17-05-2012  Image ჯოლიმ და პიტმა საქორწილო ფოტოსესია მოაწყვეს
რეალური ქორწილის ფოტოების მინიმალური ფასი 10 მლნ დოლარი იქნება