2010 წლის 7 მარტს გამართულმა ”ოსკარით” დაჯილდოვების 82-ე ცერემონიამ, ბოლო 5 წლის განმავლობაში მაყურებელთა რაოდენობის მიხედვით რეკორდი დაამყარა, იტყობინება სააგენტო ”Associated Press”.
ამერიკის კინოაკადემიის მიერ საუკეთესო ფილმად აღიარებული სურათის დაჯილდოვებას სულ 41,3 მლნ ადამიანი ადევნებდა თვალს. 2009 წელს მაყურებელთა რაოდენობა 36,3 მლნ-ს შეადგენდა, ხოლო 2008 წელს - 32 მლნ-ს.
ამგვარად, ”ოსკარის” აუდიტორია 14%-ით გაიზარდა. ამას საერთო ტელემაყურებელთა რაოდენობის ზრდა უდევს საფუძვლად, აღნიშნავს სააგენტო. 2010 წელს ”ოქროს გლობუსით” დაჯილდოვების ცერემონიის მაყურებელთა რაოდენობაც 14%-ით გაიზარდა, ”გრემის” ცერემონიის მაყურებელთა რაოდენობა კი - 36%-ით.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
14:30 / 09-03-2010
”ოსკარით” დაჯილდოვების ცერემონია წელს მაყურებელთა რეკორდულმა რაოდენობამ ნახა

























