18 მაისი 2012 პარასკევი - 09:15
ვალუტის კურსი
18/05/2012
TRY
1
TRY
0.8906
EUR
1
EUR
2.0669
RON
10
RON
4.6515
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:15 / 09-03-2010
ქეთი ფარესაშვილს ბოროტმა ჭორებმა გული ატკინა
ქეთი ფარესაშვილი კარგახნიანი პაუზის შემდეგ ისევ გააქტიურებას გეგმავს. 8 მარტს ის დათო ილურიძის ბენდთან ერთად "მაგთი-კლუბში" კონცერტს გამართავს. ქეთი დიდი ხანი არ ჩანდა ტელევიზიით, ჟურნალისტებსაც უარს ეუბნებოდა ინტერვიუზე, რადგან უამრავი საშინელი ჭორი გაიგო საკუთარ თავზე და დროებით პაუზის აღება გადაწყვიტა. თავს ძლიერ ადამიანად მიიჩნევს, თუმცა როდესაც შეიტყო ჭორი მეუღლის გარდაცვალების შესახებ, ჩათვალა, რომ ეს უკვე მეტისმეტი იყო. დღეს ახალი შემართება აქვს და ამბობს, რომ ყველაფრისთვის მზად არის, რაც მთავარია, ხალხის სიყვარულს კვლავაც გრძნობს...

- შემოქმედებითი პაუზა არასდროს მქონია, რადგან ერთ-ერთ ბარში სულ ვმღერი, უბრალოდ, ჟურნალისტებთან, ტელევიზიებში ნაკლებად ვჩანდი. პერიოდი მქონდა ასეთი, არ მინდოდა არსად გამოჩენა. გადავიღე კლიპი "თუთები" და მას შემდეგ ვთქვი, თავი დამანებეთ-მეთქი.

პოპულარობა საქართველოში შემაწუხებელი გახდა - ბევრი ლაპარაკით, აბსურდული ჭორებით, რომელიც საკუთარ თავზე მესმოდა. არ მიღირდა ამ ფასად საკუთარი პოპულარობა. არც იმდენი ფული მიკეთებია, რომ ამ ყველაფრისთვის ყურადღება არ მიმექცია. უცხოეთში მილიონები აქვთ და შეიძლება, უღირთ. ყველგან გამიგია პოპულარულ ადამიანებზე ჭორები, მაგრამ იმ სიბოროტემ, რაც ჩემზე გავიგე, შემზარა. ბევრს უთქვამს, შენი სისუსტეა, რომ ამ ყველაფერს ყურადღებას აქცევო.

მგონი, ამ პაუზით სიტუაცია გავანეიტრალე, ახლა ვფიქრობ, რომ მზად ვარ და ჭორებთან ბრძოლაც შემიძლია. ადრე რომ ვიგებდი ცუდ ამბებს ჩემ შესახებ, ადვილად ვატარებდი, მაგრამ ჩემს ოჯახზე, ახლობლებზე, გულშემატკივრებზე ძალიან მოქმედებდა. დედაჩემის მეგობარს ერთხელ ისეთი რამ უთხრეს ჩემზე, გული წაუვიდა. ამ ყველაფერს ისიც დაემთხვა, რომ დედაჩემი მძიმედ გახდა ავად და გარდაიცვალა...

იმ დროს ფეხმძიმედ ვიყავი, დედის გარდაცვალება და ბავშვის დაბადება ორი ისეთი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ სხვა რამისთვის ვეღარ მოვიცლიდი და არც მექნებოდა სურვილი. თუმცა მინდა ვთქვა, რომ პერიოდი, როცა არ მიმღერია, მხოლოდ 40 დღეს მოიცავს, სანამ ბავშვი მოვნათლე. შემდეგ ისევ გავაგრძელე ბარში სიმღერა და შემოქმედებითად გავიზარდე.

ჟურნალისტებთან კვლავ არ ვურთიერთობდი, რადგან ხშირად ჩემს ნათქვამს არასწორად გადმოსცემდნენ, რაღაცებს ამატებდნენ. რატომღაც მეკითხებოდნენ, რა ფირმის ტანსაცმელი მეცვა და არც ერთ შეკითხვას არ მისვამდნენ შემოქმედებაზე. იმიტომ ვმღერი, რომ მუსიკა მიყვარს და ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. თუმცა ბოლო დროს გავაცნობიერე, რომ რადგან მომღერალი ხარ და სცენაზე გამოდიხარ, ყურადღების ცენტრშიც თავისთავად იქნები. მაინც არ ვნანობ, რომ პაუზა ავიღე, ახლა თავს უფრო კარგად ვგრძნობ.

- ქეთი, შენ გემოვნებიან მუსიკას მღერი, თუმცა დღეს საქართველოში საკმაოდ მდარე ხარისხის მუსიკაა პოპულარული. არის დღეს შოუბიზნესში ქეთი ფარესაშვილის ადგილი?

- ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მომღერალმა მსმენელის გემოვნების გაზრდაზე უნდა იმუშაოს. ჯაზმენებისგან გამიგია, რომ ისინი, ვინც მდარე ხარისხის მუსიკას ქმნიან და აწვდიან მსმენელს, "მუსიკალური კრიმინალები" არიან. შენ კი არ უნდა დახვიდე მსმენელის დონეზე, მას უნდა შეუწყო გაზრდაში ხელი. შესაძლოა, ვიღაცას არ აქვს მოსმენილი კარგი მუსიკა, ამიტომ მუსიკოსმა უნდა მიაწოდოს ხარისხიანი პროდუქცია, რეაქცია აუცილებლად წამოვა.

ბრაზილურ ენაზე დავიწყე სიმღერა და ხალხი გიჟდებოდა, ყოველთვის არჩევს კარგსა და ცუდს. ხალხს თავისუფლად შეუძლია კარგი მუსიკის მიღება. როცა მე დავიწყე სიმღერა ჯაზკლუბში, არც ტელევიზიით გადიოდა რეკლამა, არც ჟურნალებს ვაძლევდი ინტერვიუებს, თუმცა მთელი თბილისი სტუმრობდა კლუბს. მე პოპულარული გავხდი არა პრომოუშენით, არამედ იმიტომ, რომ მსმენელს მოვწონდი. ეს მეამაყება და ძალიან მომენატრა ის დრო.

- ბოლო დროს კვლავ გააქტიურდი და კონცერტსაც გეგმავ...

- ეს ექსკლუზიური კონცერტია, რომლის ორგანიზებაშიც ჩემი მეგობრები ანა ღონღაძე და ირაკლი ხაჩიძე დამეხმარნენ. კონცერტი სპეციალურად 8 მარტისთვის მომზადდა. ცნობილი თემები შესრულდება ჩემი და ილურიძის ბენდის ინტერპრეტაციით.

- როგორია შენი გეგმები?
- გეგმებს არ დავაკონკრეტებ, თუმცა ვაპირებ, სიახლეები შემოგთავაზოთ. 2009 წელს ჩემი დისკი გამოვიდა, რომელშიც ცნობილი თემები შევიდა. რასაკვირველია, სტილი შენარჩუნებულია, თუმცა იცვლება ინტერპრეტაცია.

- საკუთარი სიმღერა როდის გექნება? ყველას ჰგონია, რომ ქართულად სიმღერებს არ ასრულებ...
- ჩვენთან ძალიან უყვართ იარლიყების მიწებება. რასაკვირველია, ბრაზილიური სიმღერა უფრო მეტად ჩემია და სამბასთან მოიაზრება ჩემი სახელი. როცა ადამიანი ისეთ რეპერტუარს ასრულებს, როგორსაც მე (სამბა, ჯაზი), აუცილებლად შეასრულებს ქართულსაც. შარშან ბაირონის სკოლაში მქონდა კონცერტი, შევასრულე ბიძინა კვერნაძის "ვარდები" ინგლისურად, რომელიც ბაირონოლოგმა, ქალბატონმა ინესა მერაბიშვილმა თარგმნა. საკმაოდ საინტერესო იყო. ქართული სიმღერის შესრულება თავისუფლად შემიძლია, მაგრამ ხალხს ჰგონია, რომ მე აუცილებლად სამბა უნდა შევასრულო. სამბასაც ვიმღერებ, რუმბასაც, ჯაზსაც და შალახოსაც (იცინის).

- გარდა სიმღერისა, რას საქმიანობ?

- ოჯახში ვფუსფუსებ. ეს იარლიყიც მომაკერეს, რომ ოჯახში არაფრის გაკეთება არ შემეძლო. მყავს მეუღლე, ლაშა თურქიაშვილი, ექიმი გახლავთ, ონკოლოგი, ოთხი წლის შვილი, ლევანიკო, რომელსაც თავად ვზრდი. მამაჩემიც ჩემთან ერთად ცხოვრობს და ყველას თავად ვუვლი, სიმღერ-სიმღერით ვაკეთებ სახლში საქმეს, ასე რომ, ეს სტერეოტიპიც უნდა დავამსხვრიო (იცინის).

- მეუღლეს მოსწონს შენი შემოქმედება?

- მოსწონს და ყველანაირად მიწყობს ხელს. მეხვეწება, რომ უფრო აქტიურად გამოვჩნდე. მამა და მისი მეგობრები ჩემი სერიოზული გულშემატკივრები არიან (იცინის). მართლა არ მაქვს უფლება გავჩერდე და არაფერი ვაკეთო. დიდ სიყვარულს ვგრძნობ, მაღაზიებში რომ დავდივარ, გამყიდველები მცნობენ და ტანსაცმელს მჩუქნიან ხოლმე (იცინის). ზოგიერთი პროდიუსერი რომ მეუბნებოდა, ბრაზილიური სიმღერების შესრულებით პოპულარული ვერ გახდებიო, არ არის ასე, რადგან მუსიკა საერთაშორისო და ყველასთვის გასაგები ენაა.


ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

...სამაგიეროდ ჯენიფერ ენისტონი გვყავს როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის პრეს-სამსახური და ნაციონალური "ტელე-სამება" ნათელაშვილთან ერთად დადიოდნენ...
მოვალეთა რეესტრის სია...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1ოთახი ერთ გოგონაზე 70 კვ.მ. ვარკეთილში კორპუსის ბინაში. ფასი: 150...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 30 კვ.მ. სუფთა იპოთეკით, მესამე მასივში....
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 70 კვ.მ. სუფთა გარაჟით და ავეჯით....
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 7(14), 200 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
მაღაზიის ფართი 60 კვ.მ. გათბობა, გისოსები, ვიტრინები, კონდიციონერი, სველი წერტილი,...
სასწრაფოდ! 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ.შინდისში. საუკეთესო ადგილას. ფასი: 20000...
17:00 / 17-05-2012  Image "პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დაყადაღებით მხოლოდ სამი ”კოლეგა” დაინტერესდა
უკვე წინასწარ, შეუმცდარად შეიძლება თქმა, სად მივლენ "საზმაუ" და "სამთავრობოები" და სად - არა
09:37 / 17-05-2012  Image კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა
ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი"
12:15 / 17-05-2012  Image აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა
მსოფლიოს ულამაზესი ქალი მშობიარობის შემდეგ წონაში ვერ იკლებს
14:37 / 17-05-2012  Image Forbes-მა ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
შარშანდელ რეიტინგში ჯენიფერ ლოპესი 50-ე ადგილს იკავებდა
14:40 / 17-05-2012  Image ჯოლიმ და პიტმა საქორწილო ფოტოსესია მოაწყვეს
რეალური ქორწილის ფოტოების მინიმალური ფასი 10 მლნ დოლარი იქნება