18 მაისი 2012 პარასკევი - 09:14
ვალუტის კურსი
18/05/2012
TRY
1
TRY
0.8906
EUR
1
EUR
2.0669
RON
10
RON
4.6515
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:14 / 09-03-2010
კრისტენ ბელი - "არ მეშინია შავი კატებისა და ორშაბათების"
ახლახან გაქირავებაში გამოვიდა მარკ სტივენ ჯონსონის ახალი კომედია "ერთხელ რომში", რომელშიც მთავარი როლი ჰოლივუდის ამომავალმა ვარსკვლავმა კრისტენ ბელმა შეასრულა. რამდენიმე დღის წინ კრისტენმა და ამავე ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა დექს შეპარდმა ნიშნობის შესახებ გამოაცხადეს.

დოსიე

კრისტენი 1980 წლის 18 ივლისს დაიბადა აშშ-ის ქალაქ ჰანტინგტონ ვუდსში. ნიუ-იორკში პრესტიჟული ხელოვნების სკოლა დაამთავრა 2001 წელს. მონაწილეობდა თეატრალურ და მუსიკალურ დადგმებში. ბროდვეიზე დებიუტი ჰქონდა ბეკი ტეტჩერის როლში "ტომ სოიერის თავგადასავლიდან". კინოში კი პირველი როლი იყო ფილმში "პოლონური ქორწილი". სახელი გაითქვა მთავარი როლით სერიალში "ვერონიკა მარსი". ბოლო ნამუშევრებია სერიალი "გმირი", ფილმები "ჭორიკანა" და "სიყვარულის ფორმულა ქორწინების ტყვეებისთვის".


"ჩემი გმირივით მოუქნელი ვარ"

- ისეთივე შრომისმოყვარე ხართ, როგორიც თქვენი გმირი ახალ ფილმში?

- ვფიქრობ, რომ პირადი ცხოვრება სამსახურზე მნიშვნელოვანია. მიყვარს მუშაობა, მაგრამ დასვენებაც მიყვარს. თანაც, მირჩევნია, ორივეში მაქსიმალურად დავიხარჯო (იცინის). ამიტომ ვფიქრობ, რომ ალბათ ვარ შრომისმოყვარე. ბედის მადლიერი ვარ, რომ ახლა ბევრი სამუშაო მაქვს.

- თქვენი ახალი გმირი რა პროფესიისაა?
- გალერისტია, მანჰეტენზე გუგენჰაიმის მუზეუმს კურირებს. რომში დის ქორწილზე ჩავიდა და მეტისმეტად ბევრი დალია. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ შადრევნიდან მონეტების ამოღება სცადა, რომლებიც ტურისტებმა ისროლეს. საქმე ის არის, რომ თუ ჩვეულებრივ შადრევანში მონეტებს ყრიან, რომ იმ ადგილას დაბრუნდნენ, ამ შადრევანში იმისთვის ყრიდნენ, რომ სიყვარული ეპოვათ.

- ეს ხომ ცრურწმენაა. თქვენ თუ ხართ ცრუმორწმუნე?
- არა. მე არ მეშინია ორშაბათის, შავი კატისა და 13 რიცხვის.

- ადვილი იყო ამ ფილმზე მუშაობა?
- ისეთ გარემოცვაში, რომელშიც აღმოვჩნდი, ადვილი არ იყო - ხანდახან მთელი დღე სიცილი მიწევდა.

- ეს თქვენი სამსახიობო ილეთია - ითამაშოთ კომიკური სცენები სახის სერიოზული გამომეტყველებით?

- თან კი და თან არა. პირველ რიგში, ვცდილობ ჩემი პერსონაჟების ხასიათის შესაბამისად ვიმოქმედო. საბედნიეროდ, ჩემი გმირი ბეტი სცენარის მიხედვით მოუქნელი იყო. მეც საკმაოდ მოუქნელი ვარ ცხოვრებაში, რაც ეკრანზე გადავიტანე. არ დამჭირდა დიდი ვარჯიში ან რამე გამოკვლევის ჩატარება როლისთვის - საკუთარი თავი ვითამაშე.

- გინდათ თქვათ, რომ ხშირად ეცემით ან რამეს ეჯახებით?

- კი, მე ნამდვილად არ ვარ ამქვეყნად ყველაზე კარგი კოორდინაციის მქონე ადამიანი.

- რომმა როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?
- შესანიშნავი! თუმცა სამწუხაროა, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს ჯერ რატომღაც არ აღმოუჩენიათ კონდიციონერები. ჩვენ მეტისმეტად განებივრებულები ვართ იმით, რომ ლამის ყველა ოთახში კონდიციონერი გვაქვს. ეს მცირე დისკომფორტს მიქმნიდა.

- ფილმში თქვენმა გმირმა ჯოშ დიუმელის გმირი აირჩია. იმ ბიჭებიდან, ვისაც თქვენი პერსონაჟი შეუყვარდა, რეალურ ცხოვრებაში რომელს აირჩევდით?
- (იცინის) ალბათ მაინც ჯოშს ავირჩევდი.


ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)


...სამაგიეროდ ჯენიფერ ენისტონი გვყავს როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის პრეს-სამსახური და ნაციონალური "ტელე-სამება" ნათელაშვილთან ერთად დადიოდნენ...
მოვალეთა რეესტრის სია...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1ოთახი ერთ გოგონაზე 70 კვ.მ. ვარკეთილში კორპუსის ბინაში. ფასი: 150...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 30 კვ.მ. სუფთა იპოთეკით, მესამე მასივში....
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 70 კვ.მ. სუფთა გარაჟით და ავეჯით....
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 7(14), 200 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
მაღაზიის ფართი 60 კვ.მ. გათბობა, გისოსები, ვიტრინები, კონდიციონერი, სველი წერტილი,...
სასწრაფოდ! 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ.შინდისში. საუკეთესო ადგილას. ფასი: 20000...
17:00 / 17-05-2012  Image "პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დაყადაღებით მხოლოდ სამი ”კოლეგა” დაინტერესდა
უკვე წინასწარ, შეუმცდარად შეიძლება თქმა, სად მივლენ "საზმაუ" და "სამთავრობოები" და სად - არა
09:37 / 17-05-2012  Image კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა
ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი"
12:15 / 17-05-2012  Image აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა
მსოფლიოს ულამაზესი ქალი მშობიარობის შემდეგ წონაში ვერ იკლებს
14:37 / 17-05-2012  Image Forbes-მა ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
შარშანდელ რეიტინგში ჯენიფერ ლოპესი 50-ე ადგილს იკავებდა
14:40 / 17-05-2012  Image ჯოლიმ და პიტმა საქორწილო ფოტოსესია მოაწყვეს
რეალური ქორწილის ფოტოების მინიმალური ფასი 10 მლნ დოლარი იქნება