ნიკოლ კიდმანს თავისუფლად შეუძლია, მსოფლიოში ყველაზე ულამაზო ხელების კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. ერთ-ერთ ულამაზეს ქალს რატომღაც გლეხი ქალივით დაწითლებული და დაკუნთული ხელები აქვს.
თუმცა "საუკეთესოთა" შორის უპირველესი მაინც შავკანიანი მსახიობი მონიკია - ასეთი ბანჯგვლიანი ფეხებით ქალს მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის ქუჩაშიც კი იშვიათად შეხვდებით.
თურმე მკერდზე ბეწვები შეიძლება ისეთი მაღალი დონის ვარსკვლავსაც კი ჰქონდეს, როგორიც ალიშა კისია.
სელმა ჰაიეკსა და მადონას ეპილაციის ეშინიათ ალბათ, აბა, რას დავაბრალოთ მათი "აბიბინებული" ულვაშები?
ბიონსე მსოფლიო დონის მომღერალია და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარიც, მაგრამ ნორმალური სამართებლის ყიდვა მაინც ვერ მოუხერხებია. ასეთი ნახევრად გაპარსული იღლიებით ის არაერთხელ გამოჩენილა ფოტოკამერების წინ.
მსოფლიოში ცნობილი მოდელი მირანდა კერიც არ უჩივის უფულობას, მაგრამ, როგორც ჩანს, მის ყურამდე ჯერ არ მიუღწევია იმ ამბავს, რომ ოფლის საწინააღმდეგო დეზოდორანტები უკვე გამოიგონეს.
ბრიტნი რომ დაუდევარი და მოუვლელია, ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ მთლად ასეთი დამუწუკებული სახე თუ ჰქონდა, ვინ იფიქრებდა?
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

























