18 მაისი 2012 პარასკევი - 09:10
ვალუტის კურსი
18/05/2012
TRY
1
TRY
0.8906
EUR
1
EUR
2.0669
RON
10
RON
4.6515
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:45 / 08-03-2010
ქეთა თოფურიამ ვანკუვერში კინაღამ ხმა დაკარგა
2010 წლის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც ვანკუვერში გაიმართა და ქართველებისთვის ტრაგიკული მოვლენით დაიწყო, თითქმის მთელი რუსული შოუბიზნესი ესწრებოდა, თუმცა რუს სპორტსმენებს ამანაც ვერ უშველა - გუნდურ ასპარეზობაში მედლების რაოდენობით რუსეთი ათეულშიც ვერ მოხვდა და რუსების ტოტალურ მარცხს სპორტის მინისტრიც "გადააყოლეს". თუმცა დავუბრუნდეთ შოუბიზნესს, რომლის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი ქართველი ქეთა თოფურია ასევე ესტუმრა ვანკუვერს.

"ა-სტუდიოს" სოლისტი ოლიმპიური სოფლის რუსულ სახლში გამართულ კონცერტში მონაწილეობდა, მეორე დღეს კი მთელმა შოუბიზნესურმა "სასტავმა", რომელშიც დიმა ბილანიდან დაწყებული, ვალერიათი დამთავრებული, ლამის მთელი რუსული ესტრადა იყო, ფიგურული სრიალის ფინალზე მოიყარა თავი. ქეთაც იქ იყო, წინა ღამეს საკუთარი ხელით დამზადებული პლაკატით ხელში და ევგენი პლუშჩენკოს იმდენად მონდომებით გულშემატკივრობდა, მეორე დღეს ხმის ამოღებაც ვერ შეძლო და ძლივს აღიდგინა სახმო იოგები.

"კარგია, რომ კონცერტი უფრო ადრე ჩატარდა, ვიდრე ტრიბუნებზე მოვხვდებოდით, თორემ ამხელა ძალებს ვეღარ მოვიკრებდით. დარბაზის ჩვენს მხარეს მხოლოდ ჩვენ ვგულშემატკივრობდით რუსეთს! - ამბობს ქეთა, - იაპონელი და ჩინელი გულშემატკივრების ხმის გადაფარვა პრინციპის საქმედ იქცა. ამიტომაც ჩამიწყდა ხმა. სამწუხაროა, რომ შეჯიბრების მსაჯამდე არ მიაღწია ჩემმა ხმამ, თორემ ჟენია ოქროს დაიმსახურებდა".

ჟურნალისტებთან ქეთამ პირადი ცხოვრების შესახებაც გააკეთა კომენტარი. შეყვარებულის ვინაობა კვლავაც არ გაამხილა, თუმცა აღნიშნა, რომ შეძლებული, მხიარული ქმარი უნდა ჰყავდეს, რომელთანაც თავს დაცულად იგრძნობს.

- ნებისმიერი ქალი თავისუფალი და იმავდროულად დაცული უნდა იყოს, არ იფიქროს, რით და როგორ იცხოვროს, - ამბობს ქეთა, - სანამ სერიოზულ ურთიერთობებს გააბამ, რჩეულის ოჯახი უნდა გაიცნო, აუცილებლად უნდა უყვარდეს და პატივს სცემდეს თავის მშობლებს. სავსებით მშვიდი დამოკიდებულება მაქვს ეროვნებათშორის ქორწინებებთან. ერთი ის ვიცი, რომ რწმენას არასდროს შევიცვლი, მუხლებზე დამხობილმაც რომ მთხოვოს ბიჭმა.

საერთოდაც ვერ ვიტან ზეწოლას. თუ რამე ასეთს ვიგრძნობ, დიდხანს აღარ ვიფიქრებ, საყვარელ მამაკაცს მაშინვე დავემშვიდობები. ბავშვობაში ხშირად ვოცნებობდი დიდ ქორწილზე, უამრავი სტუმრით, ახლა კი არც ვიცი, ვის მოვიწვევ ჩემს ქორწილში. არ მინდა ბევრი ხალხის დაპატიჟება მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა საჭირო. ამის გამო მშობლებთან ბევრჯერ მიკამათია, ისინი დარწმუნებული არიან, რომ ქორწილი სტუმრების ზეიმია, მე კი მიმაჩნია, რომ ეს ორი მოსიყვარულე ადამიანის ზეიმია!

ქეთას შემოქმედებითი სიახლეებიც აქვს. სანამ ვანკუვერში წავიდოდა, ჯგუფმა "ა-სტუდიომ" და დიჯეი ლეონიდ რუდენკომ ახალი სიმღერა ჩაწერ­ეს. ამ სიმღერაზე გადაღებულ კლიპს რუსეთში უკვე უწოდეს "ყველაზე მასობრივი სოციალური ვიდეო". სიუჟეტის მიხედვით, მუსიკოსებთან ერთად უამრავი ადამიანია ფიზკულტურით დაკავებული წითელ მოედანზე. სიუჟეტის ცენტრში, რასაკვირველია, ქეთაა, რომელიც აქტიური სპორტული ცხოვრების პროპაგანდას ეწევა და საზოგადოებას მოუწოდებს, მას შეუერთდნენ.


ლელა ზურებიანი
ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

...სამაგიეროდ ჯენიფერ ენისტონი გვყავს როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის პრეს-სამსახური და ნაციონალური "ტელე-სამება" ნათელაშვილთან ერთად დადიოდნენ...
მოვალეთა რეესტრის სია...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1ოთახი ერთ გოგონაზე 70 კვ.მ. ვარკეთილში კორპუსის ბინაში. ფასი: 150...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 30 კვ.მ. სუფთა იპოთეკით, მესამე მასივში....
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 70 კვ.მ. სუფთა გარაჟით და ავეჯით....
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 7(14), 200 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
მაღაზიის ფართი 60 კვ.მ. გათბობა, გისოსები, ვიტრინები, კონდიციონერი, სველი წერტილი,...
სასწრაფოდ! 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ.შინდისში. საუკეთესო ადგილას. ფასი: 20000...
17:00 / 17-05-2012  Image "პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დაყადაღებით მხოლოდ სამი ”კოლეგა” დაინტერესდა
უკვე წინასწარ, შეუმცდარად შეიძლება თქმა, სად მივლენ "საზმაუ" და "სამთავრობოები" და სად - არა
09:37 / 17-05-2012  Image კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა
ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი"
12:15 / 17-05-2012  Image აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა
მსოფლიოს ულამაზესი ქალი მშობიარობის შემდეგ წონაში ვერ იკლებს
14:37 / 17-05-2012  Image Forbes-მა ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
შარშანდელ რეიტინგში ჯენიფერ ლოპესი 50-ე ადგილს იკავებდა
14:40 / 17-05-2012  Image ჯოლიმ და პიტმა საქორწილო ფოტოსესია მოაწყვეს
რეალური ქორწილის ფოტოების მინიმალური ფასი 10 მლნ დოლარი იქნება