18 მაისი 2012 პარასკევი - 09:05
ვალუტის კურსი
18/05/2012
TRY
1
TRY
0.8906
EUR
1
EUR
2.0669
RON
10
RON
4.6515
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:23 / 06-03-2010
ცეკვა შუშის ნატეხებზე, გაჭიმული ყირა და საოცნებო როლი
"თეატრალურ უნივერსიტეტში მაგისტრატურის კურსს გავდივარ. შემდეგ კი როგორც ყველა მსახიობს, კარგი როლი მინდა, ვითამაშო", - ამბობს ეკატერინე აბშილავა, რომელმაც ჯერჯერობით საზოგადოებას თავი იუმორისტული შოუთი გააცნო და დაამახსოვრა. ის დღეს "ქლაბ შოუს" მსახიობი გახლავთ. - მე და ჩემმა მეგობარმა მაშომ - გავიგეთ, რომ "ქლაბ შოუში" ახალი იუმორისტების შერჩევა მიმდინარეობდა და 2 გოგონას აყვანას აპირებდნენ. გადავწყვიტეთ, რომ მონაწილეობა მიგვეღო კასტინგში. სანამ გასაუბრებაზე შევიდოდით, ასე მოვილაპარაკეთ: თუ რომელიმეს დაგვიწუნებდნენ, იქ არც მეორე დარჩებოდა (იცინის). კასტინგზეც ერთად შევედით, ყველგან წყვილად დავდიოდით და ალბათ ამანაც იქონია გავლენა და ორივე აგვიყვანეს.

- გაგწურეს კონკურსზე?
- არა. პატარ-პატარა ეტიუდები უნდა შეგვესრულებინა, რომელსაც მეც და მაშოც იოლად გავუმკლავდით.

- იუმორისტების გუნდს იოლად შეეწყვეთ?
- კი, ყველა ძალიან მეგობრული და მშრომელია! მათგან თითოეულს თავისი საქმე აქვს და ერთიმეორის კომპეტენციაში არავინ ერევა. ყოველთვის ზუსტად აქვთ განსაზღვრული დროც... სიმართლე გითხრა, სანამ მათთან დავიწყებდი მუშაობას, მეგონა, რომ სულ სიცილ-ხარხარსა და მხიარულებაში იქნებოდნენ, მაგრამ - შევცდი...

- ამდენი მამაკაცის გარემოცვაში თავს როგორ გრძნობთ?
- (იცინის) ძალიან კარგად! თავიდანვე რომ მივედით, ისე მოგვეპყრნენ, რომ უხერხულობა არ  გვიგრძნია; როცა საქმე არ გვაქვს, ერთად კარგად ვერთობით, მოკლედ, ხან მე ვაბრაზებ ბიჭებს, ხანაც - ისინი და ვართ ასე (იცინის)...

- ეკა, შენ და მაშო სკეტჩებსაც წერთ?
- არა, და ბიჭებმა გვითხრეს, თუ შეგიძლიათ, თავადაც დაწერეთ და მოგვეხმარეთ ამ საქმეშიო... სიმართლე გითხრა, სკეტჩების მოფიქრება არც მიცდია, არ ვიცი, ჩემს იუმორზე საზოგადოებას გაეცინება თუ არა, ხომ ხედავ, როგორი თავმდაბალი ვარ (იცინის)? ბიჭების დაწერილ ტექსტს დაახლოებით 2 საათში ვიზეპირებთ და მაშინვე სცენაზე გავდივართ, რომ არაფერი დაგვავიწყდეს. პირველ ჩაწერაზე ისე ვინერვიულე, კინაღამ სცენაზევე მოვკვდი, ალბათ, მეტყობოდა კიდეც... ერთხელ კი ისე ავურიეთ ტექსტი, რომ ჩვენი სკეტჩი გადაცემიდან საერთოდ ამოიღეს (იცინის).

- რომელ გადაცემაში გირჩევნია მონაწილეობა - "კომედი შოუსა" თუ "ქლაბ შოუში"?

- თავიდანვე "კომედი შოუ" მომწონდა, პროფესიით მსახიობი ვარ და ჩემთვის რომელიმე პერსონაჟის გასახიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახუმარო ტექსტის წაკითხვა; თანაც, ისეთი პირი უჩანს, რომ სულ მალე, მეც და მაშოც "კომედი შოუში" გადმოვინაცვლებთ, რადგანაც "ქლაბ შოუმ" თავისი დრო მოჭამა (იღიმება)...

- როგორც ვიცი, "ქლაბ შოუ" აღარ გავა ეთერში და მას სხვა იუმორისტული გადაცემა ჩაანაცვლებს...

- კი, ჩვენი გუნდი ახალ იუმორისტულ გადაცემას აკეთებს "ქლაბ შოუს" მაგივრად, რომელიც საკმაოდ საინტერესო და კარგი პროექტი იქნება. იგი არც ერთ ნაცნობ იუმორისტულ გადაცემას არ ემსგავსება (იცინის).

- ვიცი, რომ კარგად ცეკვავ...
- 10 წელი დავდიოდი ქართულ ცეკვებზე, თავიდან, ანსამბლ "გორდაში" ვცეკვავდი, შემდეგ კი "ერისიონში" გადავედი და როდესაც უკვე ძირითად ანსამბლში უნდა გადავსულიყავი, ზუსტად მაშინ ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში, 2 საქმის ერთდროულად კეთება ვეღარ მოვახერხე და გადავწყვიტე, რომ ცეკვისათვის თავი დამენებებინა, რასაც ძალიან ვნანობ... რაც შეეხება ყირაზე გადასვლებსა და მოქნილობას, ეს "მოძრაობის თეატრის" დამსახურებაა. იქ 1 წელიწადი ვიყავი და პლასტიკა იქ დავხვეწე.

- აღარ აპირებ, რომ ცეკვას დაუბრუნდე?

- ძალიან მინდა! სექტემბერში "სუხიშვილებში" მივედი, მეორე სემესტრი თებერვლიდან იწყებაო, მითხრეს და ვაპირებ, რომ ცეკვაში მეცადინეობა ისევ დავიწყო. ისე, დროში კი ვარ შეზღუდული და როგორ მოვახერხებ - არ ვიცი...

- მითხარი, რომ მე და მაშო ვმეგობრობთო...
- მე და მაშომ ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გავიცანით, მაგრამ ერთმანეთი დანახვისთანავე არ მოგვეწონა (იცინის). ერთ დღესაც, სასადილოში ყავის დასალევად ერთად ჩავედით და ერთმანეთს გამოველაპარაკეთ, იმ დღიდან მე და მაშო განუყრელი დაქალები გავხდით, ჩვენი ანტიპათია მეგობრობაში გადაიზარდა. ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. ჩხუბი არასოდეს მოგვდის და ვართ სიამტკბილობაში (იცინის).

- ეკა, ცოტა ხნის წინ "კომედი შოუში" ვნახე, რომ დამტვრეულ შუშებზე ცეკვავდი...

- კი (იღიმება), საიდუმლო უნდა გამამხელინო, არა?! ის შუშა კი არა, პლასტმასის ნატეხები იყო, რომელიც ძალიან ჰგავდა შუშას. სხვათა შორის, რეპეტიციის გარეშე ვიცეკვე, ადრე მსგავსი "გმირობა" არ ჩამიდენია, ყველა მეკითხება, - ცეკვისას ფეხები არ გტკიოდაო? როლში რომ შევიჭერი, არც კი გამხსენებია, რომ შეიძლებოდა, ფეხები მტკენოდა.

- სამომავლოდ რას აპირებ?
- ჯერ, თეატრალურ უნივერსიტეტში მაგისტრატურის კურსს გავდივარ. შემდეგ კი როგორც ყველა მსახიობს, კარგი როლი მინდა, რომ ვითამაშო (იცინის).

- კინოში თუ თეატრში?
- თეატრი ძალიან მიყვარს, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთ სერიალში პატარა, ეპიზოდური როლის შესრულებამ მომიწია და კინომაც გამიტაცა... ასე რომ, გამორიცხული არაფერია. წინასწარ ვერ ვიტყვი, სად და როგორ ვიქნები მომავალში.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
...სამაგიეროდ ჯენიფერ ენისტონი გვყავს როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის პრეს-სამსახური და ნაციონალური "ტელე-სამება" ნათელაშვილთან ერთად დადიოდნენ...
მოვალეთა რეესტრის სია...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1ოთახი ერთ გოგონაზე 70 კვ.მ. ვარკეთილში კორპუსის ბინაში. ფასი: 150...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 30 კვ.მ. სუფთა იპოთეკით, მესამე მასივში....
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 70 კვ.მ. სუფთა გარაჟით და ავეჯით....
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 7(14), 200 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
მაღაზიის ფართი 60 კვ.მ. გათბობა, გისოსები, ვიტრინები, კონდიციონერი, სველი წერტილი,...
სასწრაფოდ! 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ.შინდისში. საუკეთესო ადგილას. ფასი: 20000...
17:00 / 17-05-2012  Image "პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დაყადაღებით მხოლოდ სამი ”კოლეგა” დაინტერესდა
უკვე წინასწარ, შეუმცდარად შეიძლება თქმა, სად მივლენ "საზმაუ" და "სამთავრობოები" და სად - არა
09:37 / 17-05-2012  Image კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა
ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი"
12:15 / 17-05-2012  Image აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა
მსოფლიოს ულამაზესი ქალი მშობიარობის შემდეგ წონაში ვერ იკლებს
14:37 / 17-05-2012  Image Forbes-მა ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
შარშანდელ რეიტინგში ჯენიფერ ლოპესი 50-ე ადგილს იკავებდა
14:40 / 17-05-2012  Image ჯოლიმ და პიტმა საქორწილო ფოტოსესია მოაწყვეს
რეალური ქორწილის ფოტოების მინიმალური ფასი 10 მლნ დოლარი იქნება