18 მაისი 2012 პარასკევი - 09:03
ვალუტის კურსი
18/05/2012
TRY
1
TRY
0.8906
EUR
1
EUR
2.0669
RON
10
RON
4.6515
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:50 / 20-01-2010
რისთვის ემზადება ჰოლივუდის ქართველი ვარსკვლავი
ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავთა შორის ქართველი გოგონაცაა,  რომელსაც უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი ფილმოგრაფია და დიდი წარმატებებიც აქვს,  მომავალში კი მეტ დიდებას უწინასწარმეტყველებენ. კინოსა და თეატრის მსახიობი,  მომღერალი,  საკუთარი სიმღერების ავტორი,  მშვენიერი გარეგნობის მოდელი და ტელეწამყვანი ელენა სატინი სინამდვილეში ელენე სხირტლაძეა,  რომლის ცხოვრება და კარიერაც საქართველოში დაიწყო. ელენე სხირტლაძე 1987 წლის 24 ნოემბერს თბილისში დაიბადა. მოგვიანებით სოჭში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაამთავრა საშუალო და მუსიკალური სკოლები.


ბავშვობიდან ვოკალით იყო გატაცებული, ასევე პროფესიონალურად ეუფლებოდა ფორტეპიანოს. მონაწილეობდა საესტრადო-სპორტული ცეკვის კოლექტივში “იმპერიალი”. საკონცერტო კარიერა 6 წლისამ დაიწყო. ამავე ასაკში მოხვდა მაშინდელ პოპულარულ საბავშვო რუსულ პროექტში “უტრენნაია ზვეზდა”. 11 წლის უკვე აქტიურად დადიოდა გასტროლებზე, როგორც მოცეკვავე. 9 წლიდან კი კინოშიც თამაშობს. ამ ასაკში ის საერთაშორისო ფილმების ფესტივალ “კინოტავრის” ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეც კი იყო.


მოგვიანებით დედასთან - მწერალ მარინა სილაგაძესთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. იქვე დაამთავრა პროფესიონალური სამსახიობო სკოლა, ასევე გაიარა სამსახიობო კურსები დიდ ბრიტანეთსა და მოსკოვში. ამის შემდეგ ლოს-ანჯელესში მოხვდა, სადაც 2003 წელს ითამაშა პირველ ფილმში, სერიალში “დეტექტივი რაში”. დღემდე შვიდ კინოფილმში, ასევე რამდენიმე სერიალსა და თეატრალურ დადგმაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის არის მიუზიკლი “ჩიკაგო”, სადაც მისი მუსიკალური მონაცემები შესანიშნავად გამოჩნდა.



დღესდღეობით ელენა პერსპექტიულ ახალგაზრდა მსახიობებს შორის მოიხსენიება, რომლებსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მცირე ხნის წინ სიმღერა ჩაწერა U2-ს სოლისტ ბონოსთან ერთად, მომავლის გეგმებს შორის კი აქვს დედამისის დაწერილი სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი ფიროსმანზე, სადაც ელენა მარგარიტას როლს შეასრულებს, ფიროსმანი კი, სავარაუდოდ, “პაინისტის” ვარსკვლავი, ოსკაროსანი მსახიობი ედრიან ბროუდი იქნება.
ელენა ბუნებრივად შავთმიანია, თუმცა ბოლო დროს წითური გახდა და სწორედ ამ სახით იღებს ფოტოსესიებს. გარდა ძირითადი სამუშაოსი, გატაცებულია ჩოგბურთით, ფიგურული სრიალით, აერობიკით. როგორც თვითონ ამბობს, მისი წარმატების მთავარი მიზეზი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობაა.

ლელა ზურებიანი

ჟურნალი "რეიტინგი"

...სამაგიეროდ ჯენიფერ ენისტონი გვყავს როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის პრეს-სამსახური და ნაციონალური "ტელე-სამება" ნათელაშვილთან ერთად დადიოდნენ...
მოვალეთა რეესტრის სია...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1ოთახი ერთ გოგონაზე 70 კვ.მ. ვარკეთილში კორპუსის ბინაში. ფასი: 150...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 30 კვ.მ. სუფთა იპოთეკით, მესამე მასივში....
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 70 კვ.მ. სუფთა გარაჟით და ავეჯით....
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 7(14), 200 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
მაღაზიის ფართი 60 კვ.მ. გათბობა, გისოსები, ვიტრინები, კონდიციონერი, სველი წერტილი,...
სასწრაფოდ! 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ.შინდისში. საუკეთესო ადგილას. ფასი: 20000...
17:00 / 17-05-2012  Image "პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დაყადაღებით მხოლოდ სამი ”კოლეგა” დაინტერესდა
უკვე წინასწარ, შეუმცდარად შეიძლება თქმა, სად მივლენ "საზმაუ" და "სამთავრობოები" და სად - არა
09:37 / 17-05-2012  Image კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა
ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი"
12:15 / 17-05-2012  Image აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა
მსოფლიოს ულამაზესი ქალი მშობიარობის შემდეგ წონაში ვერ იკლებს
14:37 / 17-05-2012  Image Forbes-მა ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
შარშანდელ რეიტინგში ჯენიფერ ლოპესი 50-ე ადგილს იკავებდა
14:40 / 17-05-2012  Image ჯოლიმ და პიტმა საქორწილო ფოტოსესია მოაწყვეს
რეალური ქორწილის ფოტოების მინიმალური ფასი 10 მლნ დოლარი იქნება