მანამდე ქეთამ რუს ჟურნალისტებს გაუმხილა, როგორ ხვდება ხოლმე ახალ წელს ტრადიციულად და რა ნიშნების სწამს:
- ყოველ ახალ წელს მაგიდის ქვეშ ვხვდები. წელსაც ასე იყო. ასე მაქვს დაცდილი: სალუტების ხმების დროს, ზუსტად 12 საათზე თუ მაგიდის ქვეშ შევვარდები და სურვილს ჩავუთქვამ, აუცილებლად ამიხდება. არაერთხელ გამოვცადე და მართლა ასეა. ერთხელ ისიც კი მოვახერხე, რომ პირდაპირ კონცერტზე ძალიან პატარა მაგიდის ქვეშ შევძვერი და გავიჭედე კიდეც. სცენაზე გასვლის დრო იყო, არადა, ვერ გამოვდიოდი. კიდევ კარგი, დირექტორი იყო ახლოს და გამომათრია. რაც შეეხება საახალწლო სუფრას, სალათა “ოლივიეს” ჩემს მაგიდაზე ვერ ნახავთ. საცივი და გოზინაყი კი აუცილებელია. ეს ქართული ახალი წელია.
ჟურნალი "რეიტინგი"

























