18 მაისი 2012 პარასკევი - 09:02
ვალუტის კურსი
18/05/2012
TRY
1
TRY
0.8906
EUR
1
EUR
2.0669
RON
10
RON
4.6515
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:14 / 06-01-2010
ლიკა ქავჟარაძისა და სკანდალური რეჟისორის სიყვარულის ამბავი
რეჟისორი შოთიკო კალანდაძე ამაყობს, რომ საქართველოში პირველმა მოახერხა ფილმში შიშველი მამაკაცის გადაღება. მან თავის ფილმებს კინოლექსები დაარქვა. ფიქრობს, რომ ახლა არ აფასებენ, მაგრამ მომავალში აუცილებლად იტყვიან, რომ კინოში ახალი მიმდინარეობა შექმნა. მისი თქმით, საქართველოში ერთადერთი თემა დარჩა, რომელსაც არ შეხებიან, ეს ლესბოსელობაა. ამ "ჩამორჩენილობის" გამოსწორებას რეჟისორი მალე აპირებს.


- მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში ჩემი ფილმის პრეზენტაცია უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ლეპტოპი, რომლითაც ფილმი უნდა გაეშვათ, გაუფუჭდათ და პრემიერა ტექნიკური მიზეზის გამო ჩაიშალა. ისევ შემომთავაზეს ფილმის გაშვება ამ თეატრში, მაგრამ აღარ მინდა, გული ამიცრუვდა. მგონია, რომ პრემიერის ჩაშლა ვიღაცის მოწყობილია. დადასტურებით ვერაფერს ვიტყვი. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ორასი პლაკატი თეატრმა თავისი ხარჯით დაბეჭდა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.

- როგორც მითხარი, "ნანუკას შოუ" ჯერ ეთერში გასული არ იყო, რომ შენს იქ სტუმრობას გამოხმაურება მოჰყვა...

- გამოხმაურებას ველოდებოდი. შეჩვეული ვარ კიდეც ამ ყველაფერს. ნანუკას ვეუბნებოდი, ჩემს ფილმში  განსაკუთრებული არაფერი ხდება-მეთქი. რომ ნახა, გადაირია, ესაა არაფერი ხდებაო. მერე მივხვდი, რვა თვის განმავლობაში ფილმზე რომ ვმუშაობდი, უკვე აღარ მიკვირს სიშიშვლის ეკრანზე ნახვა, მაგრამ ფილმი შოკის მომგვრელი ნამდვილად არ არის. საერთოდ, ახალ ხელოვნებას რომ ქმნი, ბევრი მტერი გიჩნდება, მაგრამ დაახლოებით 30 წლის მერე დღეს გადაღებული ფილმები არავის ემახსოვრება ჩემი ფილმების გარდა.

- რატომ არ ემახსოვრებათ?
- იმიტომ, რომ კოპირებულ ფილმებს იღებენ. ჩემი ფილმები კი ინდივიდუალურია. მე მათ კინოლექსები დავარქვი. ეს კინოში ახალი მიმდინარეობაა. ჩემს ფილმებში ბევრი სიშიშვლე კი მაქვს, მაგრამ ეს არ არის ეროტიკა. ეროტიკული ფილმი მოკლებულია ყოველგვარ დრამატულ მომენტებს. არ შეიძლება, სექსი გადაიღო და ჩაცმულები იყვნენ. მაშინვე ჩანს, რომ ვერ გახადა რეჟისორმა. შეიძლება, უნდოდა და ვერ მოახერხა ან მსახიობი დათანხმდა გახდას და რეჟისორს შეეშინდა ადამიანების რეაქციის. ძველ ქართულ ფილმებში ეს ყველაფერი ხომ იგრძნობა?..

- ქართულ ფილმებში ეროტიკა ნამდვილად არ იყო...

- ქალები ჩემამდეც შიშვლდებოდნენ, მაგრამ მთლიანად არა. ზოგს მარტო მკერდი უჩანდა, ზოგს კი მარტო საჯდომი. მე პირველმა გავაშიშვლე მამაკაცი. მანამდე ეს ვერავინ მოახერხა მაგრამ ეს ყველაფერი მთავარი არაა. მთავარი ისაა, რომ ჩემი ფილმები კინოლექსებია.

- შენს ფილმებში მონაწილე მსახიობებიდან ზოგი გაგინაწყენდა კიდეც, მათ შორის იყვნენ რამაზ ნოზაძე და ნანკა კალატოზიშვილი...
- რამაზმა მთხოვა, ამ ფილმის პრემიერამდე ჟურნალისტებმა არ დამირეკონო. არ იცოდა, რა ხდებოდა ფილმში და რა უნდა ელაპარაკა? რამაზის კადრები მართლა ძალიან კარგი გამოვიდა. ყველა გადაირია, ისე მოეწონათ. ნანკა კი ფილმში ძალიან კარგი გამოვიდა. ის შინაგანადაც ლამაზია და გარეგნულადაც. ეს დიდი იშვიათობაა. თან ნანკა ჩემზე ნაწყენი აღარაა.

- შენს ფილმებს შენივე პირადი ცხოვრებისთვის ხელი არ შეუშლია?
- რა თქმა უნდა, რაც ბოლო ფილმებზე მუშაობა დავიწყე, პირადი ცხოვრება აღარ მაქვს.

- ნანუკას გადაცემაში ისიც აღიარე, რომ ლიკა ქავჟარაძე გიყვარდა...
- ლიკა ძალიან სასაცილო სიტუაციაში გავიცანი. 1998 წელს ლაშა ბუღაძემ თუმანიშვილის თეატრში წაგვიყვანა. ფული არ გვქონდა, გია ბუღაძეს იქ მომუშავე ქალისთვის ნახატი ჰქონდა ნაჩუქარი და იმან შეგვიყვანა სპექტაკლზე. მაშინ დავინახე ლიკა პირველად. ძალიან ლამაზი იყო. თეთრი ქურქი ეცვა, მაღალ ქუსლებზე იდგა. ბიჭები გამოვშტერდით.

ვერავინ გაბედა მისვლა. მე ხომ "ნაგლი" ვარ, მივედი, ვუთხარი, ფილმებს ვიღებ-მეთქი და მეორე დღეს გალაკტიონის ძეგლთან პაემანი დავუნიშნე. გალაკტიონის ძეგლთან მისვლამდე გია ბუღაძესთან ვიყავით სახლში. გვეჩხუბებოდა, ეს რა გააკეთეთ, ქალი შეაწუხეთ, სპექტაკლი რომ გენახათ, გეთქვათ და ფულს მე მოგცემდითო. მე ვთქვი მეჩქარება, წავედი-მეთქი. შენც ახლა მარიტასთან არ მიდიოდე შესახვედრადო. გამეცინა, მაგრამ არაფერი მითქვამს. ამასობაში დამაგვიანდა.

გალაკტიონის ძეგლს რომ მივუახლოვდით, სამარშრუტო ტაქსის მძღოლს ვუთხარი, ნელა გაიარე-მეთქი. მეგონა, უკვე წასული იქნებოდა. შორიდან დავინახე ლიკა, იდგა და მელოდებოდა. გადავირიე, ისე გამიხარდა, ქუჩაზე გადავირბინე. არადა, იმ ადგილზე ყოველთვის მიწისქვეშა გადასასვლელით გადავდიოდი... ლიკას მერე დეპრესიის პერიოდი ჰქონდა... ჩვენ დავმეგობრდით... ერთად ვხატავდით... ლიკა ქავჟარაძეზე ვგიჟდებოდი... ახლა კარგი მეგობრები ვართ.

- ახლა შეყვარებული თუ გყავს?
- ფილმის გადაღებამდე ბევრი მომწონდა. სიყვარული მოფრინდება და მალევე მიდის ხოლმე. ფილმის გადაღებამდე სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. ფილმია ჩემი შეყვარებული, სულ მასზე ვფიქრობ. ალბათ ასეთი დაავადება მაქვს. გოგონაზე წინ ყოველთვის ფილმს ვაყენებ.

- მომავალში რა გეგმები გაქვს?
- ცოტა ხანს დავისვენებ და მერე ისევ ფილმზე დავიწყებ მუშაობას. ამჯერად ლესბოსელებზე გადავიღებ კინოს.

- და ვინ იქნებიან ლესბოსელების როლში?
- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი აუცილებლად ლიკა ქავჟარაძე იქნება, მისი პარტნიორი კი ალბათ ჩემი მეგობარი ქეთი ლუბაშვილი. ის მხატვარია. ახლა ამერიკაში წავიდა, არ ვიცი, რამდენად მოახერხებს, რომ ფილმში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა უკვე თანახმაა. ქეთი და ლიკა შევახვედრე კიდეც ერთმანეთს. ეს თემაც ხომ უნდა გადავიღო საქართველოში. ჩემს ბოლო ფილმში მამაკაცების სიყვარული გადავიღე. მაშინ ქალები ვერ ვიშოვე, თუმცა ყველაფერს სიბინძურის გარეშე ვიღებ.


მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
...სამაგიეროდ ჯენიფერ ენისტონი გვყავს როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის პრეს-სამსახური და ნაციონალური "ტელე-სამება" ნათელაშვილთან ერთად დადიოდნენ...
მოვალეთა რეესტრის სია...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1ოთახი ერთ გოგონაზე 70 კვ.მ. ვარკეთილში კორპუსის ბინაში. ფასი: 150...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 30 კვ.მ. სუფთა იპოთეკით, მესამე მასივში....
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 70 კვ.მ. სუფთა გარაჟით და ავეჯით....
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 7(14), 200 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
მაღაზიის ფართი 60 კვ.მ. გათბობა, გისოსები, ვიტრინები, კონდიციონერი, სველი წერტილი,...
სასწრაფოდ! 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ.შინდისში. საუკეთესო ადგილას. ფასი: 20000...
17:00 / 17-05-2012  Image "პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დაყადაღებით მხოლოდ სამი ”კოლეგა” დაინტერესდა
უკვე წინასწარ, შეუმცდარად შეიძლება თქმა, სად მივლენ "საზმაუ" და "სამთავრობოები" და სად - არა
09:37 / 17-05-2012  Image კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა
ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი"
12:15 / 17-05-2012  Image აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა
მსოფლიოს ულამაზესი ქალი მშობიარობის შემდეგ წონაში ვერ იკლებს
14:37 / 17-05-2012  Image Forbes-მა ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
შარშანდელ რეიტინგში ჯენიფერ ლოპესი 50-ე ადგილს იკავებდა
14:40 / 17-05-2012  Image ჯოლიმ და პიტმა საქორწილო ფოტოსესია მოაწყვეს
რეალური ქორწილის ფოტოების მინიმალური ფასი 10 მლნ დოლარი იქნება