18 მაისი 2012 პარასკევი - 08:57
ვალუტის კურსი
18/05/2012
TRY
1
TRY
0.8906
EUR
1
EUR
2.0669
RON
10
RON
4.6515
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:42 / 04-06-2010
დიეტა
სამკურნალო და წონის კორექციისთვის განსაზღვრულ დიეტებზე თქვენს კითხვებს ენდოკრინოლოგი, დიეტოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო დოლიძე პასუხობს.


მკითხველი: ინგა

მაინტერესებს როგორ უნდა მოვიხმარო მწვანე ჩაი გახდომის მიზნით? წინასწარ გიხდით მადლობას!


მწვანე ჩაის მართლაც მრავალი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ მხოლოდ მწვანე ჩაის იმედად წონაში კლება შეუძლებელია. მწვანე ჩაი კარგი ანტიოქსიდანტია და ენერგეტიკული ბალანსის მოწესრიგებაში გვეხმარება, აგრეთვე ეს ის სასმელია, რომელშიც არის დიდი რაოდენობით კოფეინი, შესაბამისად  მატონიზებელი მოქმედება აქვს. თუ ბალანსირებული კვების დროს სასმელად მწვანე ჩაის გამოიყენებთ, რასაკვირველია ეს ძალიან სასარგებლო და ხელშემწყობი კომპონენტი იქნება წონის კორექციისათვის.


მკითხველი: მაკა

ვარ  50  წლის, წონაში  მოვიმატე  ბოლო  3  წელია,  დაახლოებით  მომატებული  მაქვს  10  კგ.  ძალიან  განვიცდი.  ფიზიკურად  ვცდილობ  ვიყო  აქტიური.  ტკბილეულს  და  პურს  ნაკლებად  ვიღებ.  6  საათის  შემდეგ  ვცდილობ  არ   ვიკვებო.  ძალიან  მიყვარს  ხილი  და  ბოსტნეული. ძალიან  ნელ  ტემპში  ვიკლებ. გთხოვთ  მირჩიოთ,  კიდევ  რა  არის  საჭირო, რომ მომატებული  წონა  დავიკლო. გწერთ  ამერიკიდან.  წინასწარ  დიდი  მადლობა.


მაკა, თქვენ ისეთ ასაკში ხართ, როდესაც ხდება ჰორმონალური მდგომარეობის გადაწყობა და კვებითი ქცევის შეცვლა. ის ძირითადი ღერძი, რომელსაც თქვენ წონის შემცირებისათვის აღწერთ აბსოლუტურად გამართლებულია - ანუ შეზღუდული ნახშირწყლები, საღამოს კვებისაგან თავის შეკავება და ფიზიკური აქტივობა. ნელ ტემპში კლება არ ნიშნავს იმას, რომ იმედი გაგიცრუვდეთ, თუ წონაში იკლებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ წონის მატება მეორადი მიზეზებით არ არის განპირობებული; უკეთესი შედეგის მისაღწევად გირჩევთ ექიმთან კონსულტაციას, რათა მან შეგიმუშაოთ ინდივიდუალური, ბალანსირებული კვების რაციონი; ან  ექიმის რჩევით, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეარჩიოთ რომელიმე კარგად შესწავლილი მედიკამენტი, რომელიც ჭარბ წონასთან საბრძოლველად დაგეხმარებათ.


მკითხველი: ეკა

ვარ 34 წლის, წონის პრობლემა მაქვს. ახლა ვიცავ დიეტას - 12 საათიდან 6 საათამდე ვჭამ მარტო და მაინტერესებს ეს დიეტა თუ არის შედეგიანი და საზიანო ხომ არ არის?



ეკა, ჩვენი ორგანიზმი იღებს ენერგიას კალორაჟის სახით; მას ამ ენერგიის მიღება ფიზილოგიური რეჟიმის პირობებში ესაჭიროება. თქვენ ამგვარი რეჟიმით, რომელსაც – “18 საათიანი შიმშილის დიეტა” ჰქვია, ამცირებთ 24 საათში მიღებული კალორიების რაოდენობას, მაგრამ ამავე დროს ორგანიზმს ხელის შეწყობის და მისი ფიზიოლოგიური პროცესების რეჟიმის მორგების ნაცვლად, აიძულებთ თქვენს მიერ შეთავაზებული ბიორიტმით იმოქმედოს. ჩემი აზრით, ხანგრძლივად ამგვარი დიეტის დაცვა სასურველი არ არის.
უფრო ადვილი რომ იყოს თქვენთვის ამის აღქმა, წარმოიდგინეთ, რომ თქვენთვის განკუთვნილ ყოველთვიურ ხელფასს იღებდეთ მხოლოდ წელიწადში ერთხელ – შეამცირებდით თუ არა თქვენ ბიუჯეტს? ზუსტად ამგვარადვე, ჩვენი ორგანიზმი და ენერგეტიკული ცვლა დამზოგავ რეჟიმზე გადადის.

მკითხველი: გიგა

მაინტერესებს, მინერალური და ე.წ. ”ლაითი” გაზიანი სასმელები ასუქებს თუ არა? ასევე ნატურალური წვენები, რომლებიც გაყიდვაშია. ისინი როგორ მოქმედებენ ჯანმრთელობაზე? რომელი ხილის წვენის მიღებაა სასარგებლო გახდომისთვის?

მინერალური წყალი და გაზიანი სასმელი, რომელიც შაქრის ნაცვლად დაბალკალორიულ ან უკალორიო შაქრის შემცვლელი დამატკბობლით არის დამზადებული წონას არ მატებს, ამიტომ მათი მიღება შეიძლება; რაც შეეხება ნატურალურ, ახლადგამოწურულ ხილის წვენს, ის დიდი რაოდენობით შეიცავს გლუკოზას და შესაბამისად კალორიულია, ხოლო ქარხნული წესით დამზადებული ხილის წვენს თითქმის ყოველთვის ემატება შაქარი – საგემოვნო თვისებების გასაუმჯობესებლად. ასე, რომ თუ წაიკითხავთ პროდუქტის შეფუთვას, ყურადღება მიაქციეთ რამდენ შაქარს, ან ნახშიწყალს შეიცავს თქვენს მიერ შერჩეული სასმელი პროდუქტი.

მკითხველი: ნინო

მაინტერესებს 18 საათიანი დიეტა თუ არის შედეგიანი (მაგალითად, 12 საათიდან 6 საათამდე) და ჯამრთელობისთვის საზიანო ხომ არ არის?


ზემოთ უკვე დეტალურად აღვწერე როგორ დამზოგავ რეჟიმზე გადადის ჩვენი ორგანიზმის ენერგეტიკული ცვლა, ამიტომ არ გირჩევთ არაფიზიოლოგიური დიეტის დაცვას, რომელსაც გარწმუნებთ – მოკლევადიანი შედეგი აქვს.

მკითხველი: თეა

დაახლოებით ერთ თვეში მოვიმატე 20კგ, ვიყავი ბორმენტალშიც და გიორგაძის კლინიკაშიც, არაფერმა მიშველა.
გიორგაძის კლინიკაში მითხრეს, რომ ინსულინი მაქვს გაორმაგებული (თან შემაშინეს თუ ასე გააგრძელე 5 წელიწადში შაქარი გაგიჩდებაო). მაინტერესებს რამდენად სწორია ეს და რა ვქნა, ვის მივაკითხო, რომ მეშველოს. რა ანალიზების ჩატარებაა საჭირო და ა.შ. წინასწარ გიხდით მადლობას.


შემხვედრ კითხვას დაგისვამთ – რატომ იცვლით კლინიკებს და ექიმებს? ხომ არ არის ეს არასაკმარისი მოტივაციის ბრალი? დასავლეთში, როდესაც პაციენტი წონის კორექციის პროგრამაში ჩართვის სურვილს გამოთქვამს, პირველ რიგში ამოწმებენ მის მოტივაციას.

თუ ლაბორატორიული კვევის შედეგად ინსულინის კონცენტრაცია უზომოდ მომატებული გაქვთ - ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენი ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბემ მწყობრიდან გამოიყვანა ფიზიოლოგიური პროცესები, ანუ ეს უკვე არა კოსმეტიკური პრობლემაა, არამედ მას უკვე სამედიცინო ხასიათი აქვს, თანაც ქრონიკული. ასე, რომ, გირჩევთ გაერკვეთ თქვენს მოტივაციაში, შეარჩიოთ კლინიკა და ბოლომდე მისდიოთ ექიმის მიერ თქვენთვის მოცემულ დანიშნულებას.


მკითხველი:ანი

ვარ 22 წლის, ცოტათი მინდა, რომ წონაში დავიკლო და ამიტომ ვჭამ ლიტვურ შავ პურს - 0% იანს და მაინტერესებს ეს ცუდი ხომ არ არის ორგანიზმისთვის. ზოგი ამბობს, რომ შიგნით საღებავს ურევენ, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?


პური -  ფერის, ფორმის და დამამზადებელი საცხობის მიუხედავად  პურია, ანუ ცომეული, პროდუქტი, რომელიც შეიცავს ნახშირყწლებს, კალორიულად ერთ-ერთ ყველაზე “დამამძიმებელ” კომპონენტს. 0% გულისხმობს ( მე რამდენჯერმე დაკვირვებით წავიკითხე წარწერა ლიტვური პურის შეფუთვაზე) საფუარის არ არსებობას მასში. უკალორიო პური არ არსებობს! შესაბამისად საფუარით თუ მის გარეშე გამომცხვარი პური - ერთნაირად კალორიულია. ვერაფერს გეტყვით ტექნოლოგიურ ნიუანსებზე, საღებავის არსებობაზე მასში.

ზოგადად, საკვებ პროდუქტს უნდა გააჩნდეს შეფუთვაზე წარწერა მისი ენერგეტიკული ღირებულების (კალორაჟის, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების), საღებავის, კონსერვანტის %-ის შემცველობის შესახებ, რათა ასეთი კითხვები არ გაჩნდეს და მათზე არა მითქმა-მოთქმით, არამედ მარტივი წარწერით მივიღოთ პასუხები.

მკითხველი: ქეთი

ვარ ორსული - 5 თვის, მაინტერესებს ორსულობის პერიოდში რა სახის დიეტა შეიძლება იყოს დასაშვები, რომ არ მოვიმატო? გამომდინარე იქედან რომ უკვე მაქვს ჭარბი წონა.


დაბალკალორიული დიეტა ორსულებისათვის მიზანშეწონილი არ არის. თქვენ გესაჭიროებათ ექიმის მიერ შერჩეული ბალანსირებული რაციონი. ძალიან მომეწონა თქვენს მიერ დასმული კითხვა, რომელიც ძალიან სწორადაა ფორმულირებული თქვენს შემთხვევაში. თქვენ ორიენტირებული ხართ არა გახდომაზე, არამედ იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად არ მოიმატოთ წონაში.


მკითხველი: თამარი

მაინტერესებს, შაქრის შემცვლელი მავნეა თუ არა ორგანიზმისთვის? რა რაოდენობით შეიძლება მისი მიღება და რა სახის შაქარი უფრო მიზანშეწონილია მივიღოთ დიეტის დროს?


შაქრის შემცვლელები მრავალნაირი სახის არსებობს, თუმცა FDA-ს (ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და გავლენიანი წამლის სააგენტო) თუ დავესესხებით, მათგან ყველაზე კარგად შესწავლილი არის საქარინი და ასპარტამი. კარგად შესწავლა იმას ნიშნავს, რომ კვლევების საფუძველზე დადასტურებულია მათი უვნებელი გამოყენება.

ისინი საგემოვნო თვისებებითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ამიტომ მათი შერჩევა ამ ნიშნით, უფრო გემოვნების საკითხია.

კვების წარმოებაში ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი შაქრის შემცვლელი ასპარტამია და მეც, ჩემს პაციენტებს რეკომენდაციას ვუწევ, აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენონ ეს დამატკბობელი. დადებითი გამოძახილი აქვს მცენარე სტევიასაც, რომელიც საკმაოდ წარმატებულად გამოიყენება.

მკითხველი: ლიკა

თუ შეიძლება მოკლედ რომ გვითხრათ სისხლის ჯგუფების მიხედვით რომელი საკვები ასუქებს? ასევე ვინც ცვლაში მუშაობს, ანუ ღამის თევა უწევს 3-4 დღეში ერთხელ, როგორი კვების რეჟიმი უნდა დაიცვას?

სისხლის ჯგუფების მიხედვით კვება მხოლოდ დიეტის ერთ-ერთი ნაირფეროვნებაა და მას სამედიცინო საფუძველი არ გააჩნია. თითოეული სისხლის ჯგუფისათვის განკუთვნილი პროდუქტები ისეა შერჩეული, რომ დღიურად მიღებული კალორაჟი არ აღმოჩნდეს იმაზე მეტი, ვიდრე ორგანიზმი გახარჯავს. მაგალითად, თუ ერთი ჯგუფისათვის ნახშირწყლებია რეკომენდებული ( ცილისა და ცხიმის გარეშე), მეორე ჯგუფისათვის - ცილოვანი კვება ( ნახშირყალისა და ცხიმის გარეშე) დ.ა.შ.

თუ თქვენთვის ცნობილია კვების პირამიდის პრინციპი, მაშინ უფრო მარტივად მოგახსენებთ, რომ სისხლის ჯგუფების მიხედვით კვება პირამიდის პრინციპია, მხოლოდ “ლამაზი შეფუთვით”.

რეჟიმის არევა და ღამის ტეხვა დადებითად არ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, მაგრამ კვება, მიუხედავად მისი ურეჟიმობისა უნდა იყოს რაციონალური და ბალანსირებული. და რაც მთავარია, ღამის ტეხვისას გაუძელით ცდუნებას და მოცულობით ვახშამს აარიდეთ თავი.

მკითხველი: ირმა

მიზანშეწონილია თუ არა დიეტა წონის დასაკლებ ვარჯიშებთან ერთად?

ვარჯიში ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია წონის მენეჯმენტის კომპლექსურ პროგრამაში. წონის დასაკლები დიეტით თქვენ ამცირებთ დღიურად მიღებული კალორაჟის რაოდენობას, ხოლო ვარჯიშით და ფიზიკური აქტივობით ზრდით ენერგეტიკულ დანახარჯს, ანუ ბალანსი მიღებულ და გაცემულ ენერგიას შორის იხრება გაცემული ენერგიისაკენ, რასაც თან ახლავს წონის კლება.





































მოვალეთა რეესტრის სია...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1ოთახი ერთ გოგონაზე 70 კვ.მ. ვარკეთილში კორპუსის ბინაში. ფასი: 150...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 30 კვ.მ. სუფთა იპოთეკით, მესამე მასივში....
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 70 კვ.მ. სუფთა გარაჟით და ავეჯით....
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 7(14), 200 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
მაღაზიის ფართი 60 კვ.მ. გათბობა, გისოსები, ვიტრინები, კონდიციონერი, სველი წერტილი,...
სასწრაფოდ! 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ.შინდისში. საუკეთესო ადგილას. ფასი: 20000...
დასვით კითხვა

მიიღეთ მონაწილეობა
პრეს-კონფერენციაში

 
AMBEBI.GE-ზე შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ რესპოდენტს.
ამისათვის უნდა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია, გამოაგზავნოთ თქვენი კითხვა და დაელოდოთ წინასწარ განსაზღვრულ დროს.

ყურადღება: ყველა კითხვა შემოწმდება მოდერატორის მიერ და შემდეგ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე. AMBEBI.GE უფლებას იტოვებს არ გამოაქვეყნოს დათქმული თემის გარეშე დასმული, ერთმანეთის მსგავსი, უცენზურო ან არაკორექტული კითხვები. რესპოდენტი თავისი სურვილის მიხედვით უპასუხებს დასმულ კითხვებს რის შემდეგაც პუბლიკაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე, პრეს-კონფერენციის რუბრიკაში

17:00 / 17-05-2012  Image "პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დაყადაღებით მხოლოდ სამი ”კოლეგა” დაინტერესდა
უკვე წინასწარ, შეუმცდარად შეიძლება თქმა, სად მივლენ "საზმაუ" და "სამთავრობოები" და სად - არა
09:37 / 17-05-2012  Image კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა
ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი"
12:15 / 17-05-2012  Image აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა
მსოფლიოს ულამაზესი ქალი მშობიარობის შემდეგ წონაში ვერ იკლებს
14:37 / 17-05-2012  Image Forbes-მა ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
შარშანდელ რეიტინგში ჯენიფერ ლოპესი 50-ე ადგილს იკავებდა
14:40 / 17-05-2012  Image ჯოლიმ და პიტმა საქორწილო ფოტოსესია მოაწყვეს
რეალური ქორწილის ფოტოების მინიმალური ფასი 10 მლნ დოლარი იქნება