18 მაისი 2012 პარასკევი - 08:53
ვალუტის კურსი
18/05/2012
TRY
1
TRY
0.8906
EUR
1
EUR
2.0669
RON
10
RON
4.6515
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:15 / 06-05-2010
ვირჩევთ მერს - პასუხობს გოგი თოფაძე
დედაქალაქში წინასაარჩევნო მარათონი ძალებს იკრებს. რას პირდებიან მერობის კანდიდატები თბილისელებს, ამას თითოეული მათგანისგან პირადად შეიტყობთ. ამბები.ge-ს მკითხველს ”თოფაძე-მრეწველები”-ს მერობის კანდიდატი გოგი თოფაძე პასუხობს

1. მკითხველი: მანუჩარი

ბატონო გოგი,  ჩემი აზრით, ხალხის შეურაცმყოფელი რეკლამა გაქვთ. როდესაც ბატონი ედუარდი ტელევიზიით გამოდის და ამბობს "ყველამ უნდა დაყაჭოთ ფული, მათ შორის თქვენც ჩემო გოგი", აქ ის გულისხმობს, რომ ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი ქვეყნის ხაზინაში და არა პირადად მის ჯიბეში. თქვენ ეს ფრაზა კონტექსტიდან ამოაგდეთ, თან თავის დროზე ნანახი მაქვს ეს გამოსვლა. შემდგომ თქვენ კომენტარს აკეთებთ, რომ "არც ერთი ხელისუფლის დონორი არ ყოფილხართ, ბიზნესმა ქვეყნის სალარო უნდა შეავსოს". რეალურად იგივეს ამბობთ, რასაც მაშინდელი პრეზიდენტი, როგორ ფიქრობთ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი იმდენად სულელი იყო, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან მოგთხოვათ, მისი პირადი დონორი ყოფილიყავით?

შეკითხვის პატივცემული ავტორისაგან განსხვავებით, უამრავი ადამიანი, ვისაც ბოლო 2 ათეული წლის მანძილზე ბიზნესთან შეხება ქონია, კარგად მიხვდება, რას ვგულისხმობ, როდესაც სიამაყით ვამბობ: ”ნამდვილად არც ერთი ხელისუფლების დონორი არ ვყოფილვარ”.

როგორც ჩანს, ავტორი არ არის ინფორმირებული იმ დევნის შესახებ, რასაც პირადად მე და ჩემი კომპანია (ინფორმაციისათვის -”ყაზბეგი” იყო და, სამწუხაროდ, დღესაც რჩება იშვიათ გამონაკლისად ქართულ ბიზნესში, ის 100 %-ით ქართული კაპიტალითაა შექმნილი) განიცდიდა ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის პერიოდში, სპეცნაზის ქარხანაში შემოვარდნით დაწყებული და ჩემი დაპატიმრებით დამთავრებული, რომელი ერთი ჩამოვთვალო: აბსურდული გადასახადების დარიცხა 7,5 მილიონი ლარის ოდენობით, შევარდნაძის  ხელისუფლების მაღალჩინოსნების პირადი ინტერესი დაბალი ხარისხის  ლუდის იმპორტში, სქემა ასეთი იყო: მინისტრები იმპორტს მფარველობდნენ, შევარდნაძე - მინისტრებს.

მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა, შევარდნაძის ხელისუფლების ტრადიცია მისმა მოწაფეებმა უფრო დახვეწეს: იმდენად აბსურდულია დღევანდელი საგადასახადო სისტემა, იმდენად დამანგრეველია ჩვენი ეკონომიკისათვის, მეწარმე ვერ მოახერხებს თავის ბიზნესის განვითარებას, ან შენარჩუნებას, თუ არ არის გარიგებაში კორუმპირებულ ხელისუფლებასთან. ამის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ცოტა ვინმე ბედავს ხმის ამოღებას.

ჩემი პრინციპია, ბოლომდე ვიბრძოლო ბიზნესის დასაცავად. მხოლოდ საკუთარ ბიზნესს არ ვგულისხმობ, ქართული ინვესტიციით შექმნილ ყველა ბიზნესზე ვსაუბრობ, რაც ჩვენი ქვეყნის ისეთივე სიმდიდრეა, როგორც ჩვენი წყალი, ტყე ან სხვა ბუნებრივი რესურსი.
პირადად მე არც შევარდნაძის ხელისუფლების დარიცხული 7,5 მილიონი ლარი გადამიხდია, და არც სააკაშვილის მაკონტროლებლების  დარიცხული ასეთივე აბსურდული 8 მილიონი ლარის ჯარიმა – მარტო მუშების უფასო კვების გამო რომ  მილიონების გადახდას დაგაკისრებენ, ხომ გასაგებია, ამ გადაწყვეტილების ავტორის მიზანი ბიზნესის განადგურებაა.

ისევ რომ შევარდნაძეს და საერთოდ პრეზიდენტებს მივუბრუნდეთ,  არ მგონია მათი ლექსიკის დამახასიათებელი ტერმინები : ”დაყაჭე”, ”ჩარეცხილები”, ”გაჩმახება”, დიდად მოსაწონი იყოს.


2. მკითხველი: ბესო

ბატონო გოგი, მაინტერესებს, ეს თქვენი "სლოგანი" თქვენივე ფანტაზიის  ნაყოფია თუ ვინმე დაგეხმარათ? თუ პიარ-კომპანიამ მოიგონა ასეთი რამ, მინდა  გითხრათ, რომ ძალიან უსუსურ ხალხის ჯგუფთან გაქვთ საქმე. ვთქვათ, მე ვცდები, მაგრამ თუკი ვინმე ჩემთან ერთად თქვენს სლოგანს მოისმენს, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ რაღაც ძალიან "უღიმღამო და არაეფექტური" სლოგანია! ბოდიშით, თუ გულს გტკენთ, რადგანაც ვიცი რომ არ ბრძანდებით "უარყოფითი"ადამიანი და ვიცი ქვეყნისთვისაც კარგი გინდათ, მაგრამ ასეთი სლოგანებით და საერთოდ საარჩევნო კამპანიით, როგორ ფიქრობთ: "გაფრინდებით შოორს"? ღმერთმა ქნას ვცდებოდე...


ჩვენ არასოდეს ვკეკლუცობთ. ჩვენ ხალხს გასაგებ ენაზე გულახდილად ველაპარაკებით, აქედან გამომდინარეობს ჩვენი სლოგანიც და მთელი კამპანიის სტრატეგია.

ისიცაა, რომ თავს არ ვაძლევთ ფუფუნების უფლებას, პიარკომპანიების ძვირადღირებული მომსახურებით ვისარგებლოთ. ვფიქრობ, დიდად არც გვჭირდება. ჩვენ ვლაპარაკობთ რიგითი მოქალაქეებისათვის გასაგებ ენაზე, ხალხს ვესაუბრებით მათ ყოველდღიურ სატკივარზე და ამ უბედურებიდან გამოსავალს ვთავაზობთ. ვთავაზობთ კონკრეტულ საქმეებს ჩვენი პირადი გამოცდილების და ცოდნის საფუძველზე.

ადამიანები ჩვენ გვისმენენ, გვეთანხმებიან და გვენდობიან.

სლოგანი - ”მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს” - ზუსტად ასახავს ჩვენს გზავნილს ამომრჩევლებისადმი. ჩვენ და ჩვენს ამომრჩევლებს გვგონია, რომ სლოგანი ეფექტური კი არა, რეალური შინაარსის და შედეგიანი უნდა იყოს, ისე , კაცია და გუნება.
რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენმა გუნდმა უკვე გაიმარჯვა, მთავარი წარმატება უკვე მოვიპოვეთ - ის თემები, რაზეც გამუდმებით ვიბრძოდით 15 წლის განმავლობაში და რასაც ყურადღებას სხვა არავინ აქცევდა,  დღეს უკვე ყველა კანდიდატის და პარტიის პროგრამის განუყოფელი ნაწილია.

გვახარებს, რომ ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და დღეს ყველა აცხადებს, რომ წარმოებისა და სოფლის მეურნეობის გაჩაღების (ნიკო ნიკოლაძის ტერმინია) გარეშე ქვეყანა ვერ აღორძინდება, სხვაგვარად ვერ იზრუნებ საზოგადოების დაცვაზე, ღარიბ ქვეყანაში ვერც ადამიანის და ვერც სოციალური უფლებები იქნება დაცული. ქვეყანა რომ გაძლიერდეს, ამისათვის ადექვატური და განვითარებაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც პირველ რიგში ქართველ მეწარმეს და ქართველ ფერმერს შეუწყობს ხელს განვითარებაში.

ჩვენ, ვლაპარაკობთ  იმაზე, რაც გაგვიკეთებია, ხალხს ვპირდებით მხოლოდ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. დღემდე ჩვენი სიტყვა რეალური საქმეებით დავამტკიცეთ, მომავალშიც ამომრჩეველს საქმით დავუდასტურებთ, რა შეგვიძლია და თბილისელების წინაშე თავს არ შევირცხვენთ.

დღეს მთავარი დაპირება არაა, დაპირებას და იმედგაცრუებას ქართველი ამომრჩეველი მიჩვეულია, ლოზუნგები და სლოგანები ყველას ერთნაირი აქვს, მაგრამ არჩევნები გვაჩვენებს, ვის ენდობა ხალხი.



3. მკითხველი: გიგა

მოგესალმებით, ბატონო გოგი! გამარჯვების შემთხვევაში დაახლოებით რამდენ ხანში მოახერხებთ მთელი თბილისის 24 საათიან წყალმომარაგებას? როგორ უყურებთ ავტობუსებში გადახდის სისტემას? (დღეს ადამიანი ვალდებულია წინასწარ დაახურდავოს ფული, ან ბარათი შეიძინოს) ვინც სისტემატურად არ მგზავრობს მისთვის მოუხერხებელია ეს სისტემა. და კიდევ, თქვენ ადრე ეწინაამდეგებოდით "თბილწყალკანალის" გაყიდვას. გამარჯვების შემთხვევაში როგორ მოიქცევით? თქვენ დასაქმებას გვპირდებით და მაინტერესებს, დღევადნდელ შრომის კოდექსს როგორ შეფასებას მისცემთ? ძალა რომ გქონდეთ, რას შეცვლიდით მასში? გისურვებთ წარმატებას!

საქართველო წყლის რესურსებით უმდიდრესი ქვეყანაა, აბსურდია, რომ საქართველოს დედაქალაქში 21-ე საუკუნეში მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალმომარაგების პრობლემა აქვს.

ასეთივე აბსურდულია წყლის ხარჯვის ნორმა - თურმე ნებისმიერი თბილისელი, ახალშობილიც, ახალგაზრდაც და ხანდაზმულიც დღე-ღამეში 800 ლ წყალს ხარჯავს. თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიოს ქალაქებში ეს ნორმა 100 ლიტრს არ აღემატება, მაშინ როცა თითოეული თბილისელი  თვეში 24 ტონა წყალს მოიხმარს, ეს ხომ დაუჯერებელი ციფრია.

როდესაც ჩვენ მერიის შესაბამის სამსახურს ამ საკითხზე ვედავებით, გვპასუხობენ, წყალმომარაგების კომუნიკაციები მძიმე მდგომარეობაშია და ბევრი წყალი იღვრებაო. გასაგებია, მაგრამ ამ ინფრასტრუქტურის აღდგენა მოქალაქეების ჯიბიდან კი არ უნდა დაფინანსებულიყო, მერიის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხა უნდა გამოყოფილიყო.

საიდუმლოებითაა მოცული ”თბილწყალკანალის” პრივატიზაციასთან დაკავშირებული ისტორია, ვინ არის რეალური მფლობელი, რომელი ქვეყნის კომპანიამ შეიძინა, რა პირობებით გასხვისდა და რა ვალდებულებები აქვს ინვესტორს?

ერთადერთი, რაც ვიცით  ამ გარიგების შესახებ, არის ის, რომ წყლის ფასი ასე უზომოდ გაიზარდა.

წყლის ნორმალური მოხმარების (თუ შადრევნებში უაზროს არ გავხარჯავთ) და რეალური ტარიფის შემთხვევაში თბილისის მოსახლეობის მიერ მოხმარებული წყლის ღირებულება 5 მილიონი ლარი იქნებოდა, თბილისის მერიას შეუძლია ეს თანხა უპრობლემოდ გამოყოს ქალაქის ბიუჯეტიდან და ქალაქელები ამ ხარკისაგან გაათავისუფლოს.  თუ ქალაქის მმართველობაში მოვალთ, დღევანდელ ინკოგნიტო ინვესტორს მოვთხოვთ ხელშეკრულების პირობების გადახედვას, ჩვენ დაანგარიშებული გვაქვს, როგორ უნდა მოხდეს 20-25%-იან რენტაბელობაზე წყლის ფასი დღევანდელზე 8-ჯერ ნაკლები იყოს.

4. მკითხველი: დათო

ბატონო გოგი, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ პატივს გცემთ, განსაკუთრებით როგორც პოლიტიკოსს. მინდა გკითხოთ, ნუთუ ფიქრობთ რომ გამარჯვების შანსი გაქვთ? მე კი ვისურვებდი ამას, მაგრამ რეალურად თქვენ ართმევთ ხმებს ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციონერს. მით უმეტეს, რომ ალასანიას საკმაოდ კარგი სოციალური, დასაქმების და სხვა პროექტები აქვს. მათთან ერთად რომ გააერთიანოთ თქვენი გეგემები, საწარმოთა ამუშავების შესახებ? მართალია უკვე აწარმოებთ ცალკე საარჩევნო კამპანიას, მაგრამ თქვენის მხრიდან კანდიდატურის მოხსნა მომგებიანი იქნება, როგორც თქვენთვის, ისე მთლიანად ოპოზიციისთვის!

გაერთიანების მომხრე თავიდანვე ვიყავი, ეს ლოგიკური იქნებოდა და, ცხადია, უფრო შედეგის მომტანი. მეტიც, ახლაც კი ვიქნებოდი ამის მომხრე, მაგრამ ვერავის ულტიმატუმს ვერ მივიღებ და ვერც ვერავის თავსმოხვეულ თამაშს ვითამაშებ. 

ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, საეჭვო რეპუტაციის და მიზნების ამერიკული კომპანიების ჩატარებული კვლევის საეჭვო შედეგებით მანიპულირება, აბსურდული პროცენტებით ზეწოლა, როგორც საზოგადოებრივ აზრზე, ისე ოპოზიციურ სპექტრზე.

ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოვლენა ამ საეჭვო კვლევების შედეგების მიხედვით კი არ უნდა მომხდარიყო, არამედ ყველა ოპოზიციური ძალა უნდა შეკრებილიყო, მათ შორის ისინიც, ვინც არ მონაწილეობს არჩევნებში, მაგრამ ანგარიშგასაწევი ოპოზიციური პარტიებია - ლეიბორისტები, ეროვნული ფორუმი, ნინო ბურჯანაძის პარტია - და გადაგვეწყვიტა, ვინ არის ყველაზე პერსპექტიული კანდიდატი და ვის ექნებოდა მოსახლეობის ყველაზე დიდი ნდობა. ჩვენ უნდა გამოგვეკვეთა ნამდვილი ლიდერი და არა იმ უცხოურ ორგანიზაციებს, რომლებიც ჯერ კიდევ 1995 წლიდან ეხმარებიან ჩვენს ხელისუფლებას ჯერ არჩევნების გაყალბებაში და შემდეგ გაყალბებული შედეგების აღიარებაში.

მოვალეთა რეესტრის სია...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1ოთახი ერთ გოგონაზე 70 კვ.მ. ვარკეთილში კორპუსის ბინაში. ფასი: 150...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 30 კვ.მ. სუფთა იპოთეკით, მესამე მასივში....
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 70 კვ.მ. სუფთა გარაჟით და ავეჯით....
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 7(14), 200 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
მაღაზიის ფართი 60 კვ.მ. გათბობა, გისოსები, ვიტრინები, კონდიციონერი, სველი წერტილი,...
სასწრაფოდ! 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ.შინდისში. საუკეთესო ადგილას. ფასი: 20000...
დასვით კითხვა

მიიღეთ მონაწილეობა
პრეს-კონფერენციაში

 
AMBEBI.GE-ზე შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ რესპოდენტს.
ამისათვის უნდა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია, გამოაგზავნოთ თქვენი კითხვა და დაელოდოთ წინასწარ განსაზღვრულ დროს.

ყურადღება: ყველა კითხვა შემოწმდება მოდერატორის მიერ და შემდეგ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე. AMBEBI.GE უფლებას იტოვებს არ გამოაქვეყნოს დათქმული თემის გარეშე დასმული, ერთმანეთის მსგავსი, უცენზურო ან არაკორექტული კითხვები. რესპოდენტი თავისი სურვილის მიხედვით უპასუხებს დასმულ კითხვებს რის შემდეგაც პუბლიკაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე, პრეს-კონფერენციის რუბრიკაში

17:00 / 17-05-2012  Image "პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დაყადაღებით მხოლოდ სამი ”კოლეგა” დაინტერესდა
უკვე წინასწარ, შეუმცდარად შეიძლება თქმა, სად მივლენ "საზმაუ" და "სამთავრობოები" და სად - არა
09:37 / 17-05-2012  Image კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა
ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი"
12:15 / 17-05-2012  Image აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა
მსოფლიოს ულამაზესი ქალი მშობიარობის შემდეგ წონაში ვერ იკლებს
14:37 / 17-05-2012  Image Forbes-მა ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
შარშანდელ რეიტინგში ჯენიფერ ლოპესი 50-ე ადგილს იკავებდა
14:40 / 17-05-2012  Image ჯოლიმ და პიტმა საქორწილო ფოტოსესია მოაწყვეს
რეალური ქორწილის ფოტოების მინიმალური ფასი 10 მლნ დოლარი იქნება