18:39 / 12-02-2010
2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის დღიურები ვანკუვერიდან. ქართველი სპორტსმენების ასპარეზობა 13 თებერვლიდან ორი კვირის განმავლობაში, გზა ოლიმპიადის სტარტიდან ფინიშამდე. ამბები.გე-ს მკითხველის შეკითხვებს უპასუხებს ვანკუვერიდან დაბრუნებული სპორტული გაზეთ ”ლელო-ს მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე.
მკითხველი: გიორგი
ბატონო თენგიზ, ვიცით, რომ საქართველოდან 2010 წლის ოლიმპიურ თამაშებში 8 სპორტსმენი მონაწილეობდა, შემდეგ სახეობებში: ფიგურული სრიალი, ციგით დაშვება, თხილამურებით სრიალი და დიდი სლალომი. დამეთანხმებით, ალბათ, რომ სპორტის ეს სახეობები არც ისეთი პოპულარულია საქართველოში და შესაბამისად , სპორტსმენებიც ნაკლებად ცნობადი სახეები არიან. სიმართლე გითხრათ, ოლიმპიელი სპორტსმენებიდან ყველაზე მეტი ინფორმაცია ელენე გედევანიშვილის შესახებ მაქვს, დანარჩენების ვინაობაც კი არ ვიცი. თქვენ რას იტყვით მათი პროფესიონალიზმის შესახებ? რამდენად კარგად იყვნენ ისინი მომზადებული?
პასუხი: დიახ, საქართველოდან 8 სპორტსმენმა მოიპოვა 2001 წლის ზამთრის XXI თამაშებში მონაწილეობის უფლება, რაც ადრინდელთან შედარებით უპრეცედენტოა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვანკუვეში გამართული ამ დიდ სპორტულ ფორუმში ჩვენმა მხოლოდ ექვსმა სპორტსმენმა იასპარეზა. ოლიმპიადის გახსნის დღეს, უისტლერის საციგაო ტრასაზე, როგორც იცით, დატრიალდა ტრაგედია - უმძიმესი ტრავმის შედეგად ადგილზე დაიღუპა ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი, ხოლო მისმა თანაგუნდელმა და თანაკლასელმა მეგობარმა ლევან გურეშიძემ უარი განაცხადა ასპარეზობაზე, რაც სავსებით გასაგები იყო, როგორც ჩვენი დელეგაციისთვის, ისე ოლიმპიადის ორგანიზატორებისთვის.
რაც შეეხება ფიგურულ ციგურაობას, სამთოთხილამურობას და საციგაო სპორტს, ვერ ვიტყვი, რომ სპორტის ეს სახეობები უცხოა ჩვენთვის. არის სპორტის სახეობები, რომელთა პოპულარობის საზომი მასობრიობაა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელიც მასობრივი არ არის და ზოგი ვერც იქნება ვერასდროს თავისი სპეციფიკურობის გამო. ამ შემთხვევაში, მათი პოპულარობის საზომის ოსტატობა და ის, რომ შეტანილია ოლიმპიადების პროგრამაში. სამივე ზემოხსენებული სპორტის სახეობა ჩვენთვსი უცხო არ არის. ფიგურული ციგურაობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებიდან დამკვიდრდა საქართველოში, კერძოდ ბაკურიანში, თბილისში კი აიგო საციგურაო და გაიხსნა სპეციალიზებული სკოლა, რომელიც დღესაც მუშაობს.
საკავშირო სარბიელზე პირველები გავიდნენ ირაკლი ჯაფარიძე და მარინე ცერცვაძე. მათ არაერთ წარმატებას მიაღწიეს. ირაკლი ცნობილი მწვრთნელი და ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია. ვანკუვერში იყო საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი. ბავშვების აღზრდას ემსახურება მარინე, რომელიც ირაკლის მეუღლე გახდა. მათ შვილია ოთო ჯაფარიძე, რომელიც ელისონ რიდთან ერთად წყვილთა ცეკვებში გამოდიოდა განვლილ ოლიმპიადაზე და 22-ე ადგილი ხვდათ წილად.
ელენე გედევანიშვილი თანამედროვე მოციგურავე ქალთა მსოფლიო ელიტაშია შესული. ევროპაში იგი ბოლო ჩემპიონატში მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა, ოლიმპიადაზე კი მე-14 იყო. თუ ვიტყვით, რომ ვანკუვერში ელენე ევროპის დღევანდელ ჩემპიონზე წინ აღმოჩნდა, მაშინ, ცხადია, დღეს იგი ევროპის ოლიმპიურ სახეს წარმოადგენს. საერთოდ, მსოფლიოში ტრადიციულად ძლიერ ქვეყნებს შორის ელენემ ოცეულში დაიმკვიდრა ადგილი, ცუდი შედეგი არ არის, ცხადია, აჯობებდა ათეულში მოხვედრა, რისი შანსიც ელენეს ნამდვილად ჰქონდა პირველი დღის გამოსვლის შემდეგ, როცა მე-9 ადგილზე იყო. დავძენთ, რომ ელენე გედევანიშვილი უკვე მეორედ მონაწილეობდა ოლიმპიურ თამაშებში, 5-ჯერ გამოსულა ევროპის ჩემპიონატების სარბიელზე, სადაც კონტინენტის ბოლო პირველობამდე მისი საუკეთესო შედეგი მე-5 ადგილი იყო.
ვანკუვერში ორი სამთომოთხილამურე იცავდა საქართველოს სპორტულ ღირსებას - იასონ აბრამაშვილი და ჯაბა გელაშვილი. ორივე ბაკურიანელია და ცდილობენ ღირსეულად გააგრძელოთნ წინამორბედთა ტრადიციები. იასონმა ბრწყინვალედ ჩაატარა გასული წლის სეზონი - დეკემბერში ზედიზედ იკავებდა ადგილს საპატიო კვარცხლბეკზე, გამარჯვებულის თუ პრიზიორის რანგში. წლევანდელი იანვარი შედარებით ჩაუვარდა, რამაც თავი თებერვალში ვანკუვერშიც იჩინა. ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიელს ჯაბა გელაშვილს (იგი ახლა გახდა 17 წლის) ასაკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ცუდად არ უასპარეზია. მან და იასონმა საბოლოოდ 50 საუკეთესოს შორის დაიმკვიდრეს ადგილი. სულ კი ოლიმპიადაზე 100-ზე მეტი სამთომოთხილამურე გამოდიოდა.
მეკითხებით, ჩემი აზრი გამოვთქვა ქართველი სპორტსმენების პროფესიონალიზმთან დაკავშირებით. ზემოთქმულს დავამატებ, რომ ოლიმპიადაზე შემთხვევით და დაბალი დონის მომზადების მონაწილეები ვერ ხვდებიან - ლიცენზია უნდა მოიპოვო, რაც მაღალი ოსტატობის სტანდარტებს შეესაბამება. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლების დამსახურება და მონაწილეობა თავისთავად უკვე დიდი მიღწევაა. ოლიმპიადებზე მხოლოდ იმათ არ იწვევენ, ვისაც მედლის მოპოვების შანსი აქვს. მაშინ თამაშები ინტერესს დაკარგავდა.
მკითხველი: ნიკა
ამბობენ, რომ 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადა ყველაზე ცუდი იყო ოლიმპიური თამშების ისტორიაში... მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო ოლიმპიადის სპონსორმა კომპანიებმა თამაშების დაფინანსება 30 მლნ დოლარით შეამცირეს. ამას გარდა, სერიოზულ ხელისშემშლელი ფაქტორი იყო თბილი ამინდი. ბევრი ითქვა უსაფრთხოების ნორმების არარსებობაზე, რასაც ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი ემსხვერპლა, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა დაშავებულ სპორტსმენებზე.
თქვენი იქ იმყოფებოდით ამიტომ მინდა გკითხოთ, რამდენად მაღალ დონეზე იყო მოგვარებული საორგანიზაციო საკითხები და დაცული უსაფრთხოების წესები? ვინ იყო პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე?
პასუხი: ვერ ვიტყვი, რომ ცუდი იყო; ყველაფერი შედარებითია. ცხადია, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა თავისი დაღი დაამჩნია თამაშებს, მაგრამ კანადამ, კერძოდ, ვანკუვერმა, ვფიქრობ, ღირსეულად გაართვა თავი სიძნელეებს. პრობლემებს გაგებით მოეკიდნენ სტუმრებიც. უსაფუძვლო პრეტენზიები არ ყოფილა. მომჭირნეობა ოლიმპიადას აშკარად ემჩნეოდა. თუმცა არა სტუმრების კომფორტის ხარჯზე. მხედველობაში მაქვს ორგანიზაციული საკითხები, თორემ კულტურული და სხვა ღონისძიებები, სპონსორების ხელგაშლილობა და ა.შ. აშკარად უმნიშვნელო ან საერთოდ არ იყო.
გამართულად მუშაობდა ტრანსპორტი, მთავარი და სუბპრესცენტრები, მომსახურების სხვა ობიექტები.
სპორტსმენთა უსაფრთხოდ ვარჯიშსა და შეჯიბრებების ნორმების დაცვაში ნამდვილად იყო დაშვებული გულგრილობა და შეცდომები, რასაც ჩვენი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის სიცოცხლე შეეწირა, ზოგიერთი სხვა ოლიმპიელი კი დაშავდა. უსაფრთხოებაზე პასუხს აგებს შესაბამისი საერთაშორისო სპორტული ფედერაცია, რომელიც ითანხმებს ტრასის პროექტს, ამტკიცებს და გადასცემს მშენებლებს. მაგრამ, საბოლოოდ, სწორედ საერთაშორისო ფედერაცია იბარებს ტრასას, დეფექტების შემთხვევაში აიძულებს სამუშაოთა შემსრულებლებს მის გამოსწორებას. ახლა მიდის ძიება სამართლებრივად რამდენად სწორედ იყო გათვლილი პროექტი და როგორ შესრულდა დაკვეთა. ფაქტი კი ფაქტად რჩება, ჩვენი მოციგავის დაღუპვის შემდეგ ტრასის სტარტი 30 მეტრით დაბლა დასწიეს, რათა ზედმეტად მაღალი სიჩქარე არ აეკრიფათ ოლიმპიელებს, კორექტივები შეიტანეს დამცავი კედლების ასამაღლებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ასე რომ, პასუხისმგებელი ტრასის უსაფრთხოებაზე იყო დამკვეთი - საერთაშორისო ფედერაცია. თუმცა არც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იხსნის მორალურ პასუხისმგებლობას, რის შესახებ თავად ოფიციალურად განაცხადა ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ. ნოდარი მე-4 იყო, ვინც ზამთრის ოლიამპიადებზე დაიღუპა. საერთოდ, თანამედროვე ოლიმპიადების ისტორიაში კი ეს შემთხვევა მე-9 იყო.
ამინდზეც მეკითხებით. კლიმატური პირობები მართლაც არახელსაყრელი იყო, მაგრამ ამას დიდად არ შეუშლია ხელი ოლიმპიადის ნორმალური მსვლელობისთივს. თბილი ამინდები უფრო ვანკუვერში იყო, სადაც მხოლოდ დახურული ოლიმპიური არენებია განთავსებული. უისტლერში კი ტრასებზე თავიდან თოვლის ნაკლებობა იყო, შემდეგ კი ახალი თოვლი მოვიდა და ტრასებზე ნისლიც ჩამოწვა.
მკითხველი: ნათია
არ გეჩვენებათ, რომ ზამთრის ოლიმპიადის მიმართ დიდი ინტერესით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა ქართული საზოოგადოება (ამას ალბათ იმ ფაქტორმაც შეუწყო ხელი, რომ პირდაპირი ტრანსლაციის საათები ჩვენთან ისეთ დროს ემთხვეოდა, რომ ხალხი თითქმის ვერ უყურებდა), მაგრამ რამდენად იყო ეს განპირობებული იმით, რომ ჩვენთან არ არის განვითარებულის ზამთრის სპორტის სახეობები და არც ძლიერი სპორტსმენები გვყავს? ძლიერი სპორტსმენები არც ფეხბურთში გვყავს, მაგრამ მათ მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესია...
პასუხი: მოდით შედარებით დავიწყოთ. ფეხბურთს პოპულარობით მსოფლიოში სპორტის ერთი-ორი სახეობა თუ გაუტოლდება. მთავარი ის არის, რომ თუ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, პეკინში 2010 წელს 204 ქვეყანა მონაწილეობდა, ზამთრის თამაშებში წლეულს 82 ქვეყნის სპორტსმენებმა იასპარეზეს და ეს სარეკორდო მაჩვენებელი იყო. ახლა თავად განსაჯეთ, არის თუ არა საამაყო, რომ იმ 82 ქვეყანას შორის ჩვენც ვართ. ხომ იხილა მსოფლიომ აღლუმზე საქართველოს დროშა, ხომ გაიგო სამყარომ, რომ იმ ქვეყნების სათვალავში ვართ, ვინც ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. სხვა საქმეა, როდის გვეყოლებიან ჩემპიონები და პრიზიორები. უთუოდ დადგება ეს დროც. არ მონაწილეობით კი წინ ვერ წავალთ.
როგორ არ არის ჩვენში განვითარებული სპორტის ზამთრის სახეობები. არის და საამაყო ტრადიციებიც გვაქვს. არც ძლიერი სპორტსმენები გვყავსო - ბრძანებთ. ვის ეძახით ძლიერს, მხოლოდ ვინც ჩემპიონი ან პრიზიორი ხდება? ეს ლოგიკურია, მაგრამ ძლიერი ისიცაა, ვინც მწვავე კონკურენციაში ოლიმპიადის ლიცენზიას მოიპოვებს. ასეთი კი რვა გვყავდა - ყველაზე მეტი ვიდრე ოდესმე. ამასთან ბევრმა ქვეყანამ საერთოდ ვერ მოიპოვა ლიცენზია ან თუ მოიპოვა ჩვენზე ნაკლები.
ძლიერი ქვეყნებზე არაფერს ვამბობ, ისინი ტრადიციულად სრული პროგრამით ჩაერთნენ ოლიმპიადაში და მედლებიც მათ შორის განაწილდა. სულ 82-დან 26-მა ქვეყანამ მოიპოვა ოლიმპიური ჯილდო. სხვები მონაწილეობას დასჯერდნენ, ისევე როგორც ჩვენ და თუნდაც ერთი ოლიმპიური ჯილდო ვერ დაიმსახურეს.
გეთანხმებით, დროში ზუსტად 12 საათიანმა განსხვავება საქართველოს სპორტის მოყვარულებს საშუალება არ მისცა თამაშები პირდაპირ ეთერში ეხილა.
მკითხველი: ბესიკი
გამომდინარე იქიდან, რომ ზამთრის თამაშები საქართველოში ნაკლებად არის განვითარებული, მაინტერესებს, წინა წლებში თუ მიუღიათ ქართველ სპორტსმენებს მონაწილეობა ზამთრის ოლიმპიადებში და რა შედეგებით დაბრუნებულან?
პასუხი: საბჭოთა პერიოდში ერთადერთი სპორტსმენი, რომელიც ზამთრის ოლიმპიადებში გამოსულა არის ვეტერანი ბაკურიანელი ტრამპლინიდან მხტომელი კობა წაქაძე. იგი ოთხჯერ 1956, 1960, 1964, 1972 წლებში გამოდიოდა ზამთრის თამაშებში. საუკეთესო შედეგი ჰქონდა 1972 წელს - IX ადგილი. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ზამთრის ოლიმპიადებში საქართველო გამოდის დამოუკიდებელი გუნდით. 1994 წელს ლილეჰამერში მონაწილეობდა 5 ჩვენი სპორტსმენი: ზურაბ ჯიჯიშვილი და ლევან აბრამიშვილი - სამთოთხილამურობაში, ლევან თიბილოვი და კახა ვახტანგიშვილი - ციგაობაში, კახა წაქაძე - ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომაში. მათგან საუკეთესო შედეგი ჰქონდათ მოციგავეებს - XVII ადგილი. ჯიჯიშვილმა სამ კონკურენტს აჯობა და 50-ე შედეგით დაასრულა გამოსვლა სწრაფად დაშვებაში. კომბინაციაში კი ვერც მან და ვერც აბრამიშვილმა ფინიშამდე ვერ მიაღწიეს.
მომდევნო ოლიმპიადაზე 1998 წელს ნაგანოში საქართველოდან 4 სპორტსმენი ჩაება ასპარეზობაში. მათ შორის იყო პირველი ოლიმპიელი ქალი საქართველოდან სოფიკო ახმეტელი, რომელიც სამთოთხილამურობაში გამოდიოდა. ზურაბ ჯიჯიშვილს ამჯერად XVI ადგილი ხვდა სამთო კომბინაციაში. ხსენებულთა გარდა ნაგანოში გამოდიოდნენ სამთომოთხილამურე ლევან აბრამიშვილი და კახა წაქაძე. ლევანმა ტრასა ვერ ჩაამთავრა, წაქაძე საშუალო ტრამპლინზე 55-ე იყო, დიდ ტრამპლინზე - 59-ე.
შემდეგ იყო სოლტ-ლეიკ-სიტი (აშშ). აქ პირველი ქართველი მოციგურავე ვახტანგ მურვანიძის გარდა თეთრ ოლიმპიადაში მონაწილეოდნენ კვლავ კახა წაქაძე და ორი სამთომოთხილამურე - სოფიკო ახმეტელი და რობერტ მახარაშვილი. მურვანიძე XVII ადგილზე გავიდა, წაქაძე ფინალურ ჯგუფში ვერ მოხვდა, ახმეტელმა სლალომში და გიგანტურ სლალომში დისტანცია ვერ ჩაამთავრა, მახარაშვილი პირველი დაშვებიდან გამოეთიშა შეჯიბრებას.
2006 წელს ტურნირში ელენე გედევანიშვილმა, ვახტანგ მურვანიძემ და იასონ აბრამაშვილმა იასპარეზეს. ყველაზე ცოტა ოლიმპიელი აქ გვყავდა. იასონს XXVIII ადგილი ხვდა, მურვანიძემ მოკლე პროგრამაშივე მოეცარა ხელი და 24 უძლიერესში ვერ მოხვდა. გედევანიშვილი მეათე იყო, რაც ჯერჯერობით საუკეთესო შედეგად დარჩება დამოუკიდებელი საქართველოს ზამთრის სპორტის ისტორიაში.
მკითხველი: შოთა
ოლომპიადის დღეებში ბევრისგან მსმენია, რომ ქართველი სპორტსმენები არ იყვნენ სათანადოდ მომზადებულები და საერთოდაც, არ ღირდა ამ ოლიმპიადაში მონაწილეობა. მაინტერესებს, რა თანხები დაიხარჯა ქართველი ოლიმპიელების მომზადებაზე და რა წვლილი მიუძღვის ამაში სახელმწიფოს.
პასუხი: რაც შეეხება სპორტსმენთა მომზადებას, ზემოთ ნაწილობრივ ითქვა. გავიმეორებ, მომზადების დონის შემფასებელია ლიცენზიის მოპოვება. ღირდა თუ არა მონაწილეობა? ამ კითხვასაც ზემოთ გაეცა პასუხი. თანხებზე რა გითხრათ. ვანკუვერში შევიტყვე, რომ ჩვენი მოციგურავე წყვილის მომზადებაზე მხოლოდ 6 ათასი ლარი დახარჯულა. საცეკვაო ეროვნული ტანსაცმელიც კი ოჯახს შეუკერია. ბუნებრივია, შედარებით სოლიდური თანხები იხარჯება უცხოეთში ჩვენი სამთომოთხილამურეების მომზადებაზე, რომლებიც იქ წლიდან წლამდე ცხოვრობენ, ვარჯიშობენ და ასპარეზობენ.
მკითხველი: ანი
რამდენად ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ არის სპორტის სახეობები, რომელთათვისაც ოლიმპიადა მეორეხარისხოვანია, მაგალითად ფეხბურთი ან თუნდაც კალათბურთი. ოლიმპიადა უფრო სპორტის ინდივიდუალური სახეობებისაა მნიშვნელოვანი და არა გუნდური სახეობებისთვის.
პასუხი: ვერ გავიზიარებ აზრს, რომ არის სპორტის სახეობები, რომლებისთვის ოლიმპიური თამაშები მეორეხარისხოვანია. ფეხბურთზე და კალათბურთზე მიანიშნებთ. მერედა, თუ შესაბამისი ფედერაციები თვლიან, რომ ეს ასეა, რატომ არ აყენებენ ოლიმპიური პროგრამიდან ამ სახეობების ამოღების საკითხს. მონაწილეობა ნებაყოფლობითია. არიან მსურველები? მაშასადამე მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ვერც იმაში დაგეთანხმებით, რომ ოლიმპიადები უფრო ინდივიდუალური სახეობებისთვისაა მნიშვნელოვანი და არა გუნდურისთვის. თერთმეტ ოლიმპიადაზე ვყოფილვარ და არასდროს შემინიშნავს მაყურებელთა დაუინტერესებლობა - თუნდაც იგივე ფეხბურთით და კალათბურთით, არც ფრენბურთით, არც ჰოკეითი და ა.შ. როგორ ფიქრობთ, ტელევიზიები უინტერესო გუნდური თამაშებისთვის უხდიან მილიონებს ოლიმპიადის ორგანიზატორებს?
მკითხველი: დავითი
თქვენი აზრით, უნდა წავიდნენ თუ არა ქართველი სპორტსმენები მომდევნო ზამთრის ოლიმპიადაზე? რამდენად პერსპექტიულია სპორტის ეს სახეობები ჩვენს ქვეყანაში?
პასუხი: რა თქმა უნდა, უნდა წავიდნენ. მთავარია, მონაწილეობის უფლება მოიპოვონ სალიცენზიო-შესარჩევ შეჯიბრებებში. წინ უნდა ვიაროთ. დევიზი უნდა იყოს: "რაც შეიძლება მეტი ლიცენზია, რაც შეიძლება მაღალი ოსტატობა" - აი, რა არის მთავარი. მარცხით და ხელმოცარვით, პესიმიზმში ჩავარდნით, სპორტის განვითარებაზე ვის აუღია ხელი. პირიქით წარმატების მიღწევის ღრმა რწმენით, პრობლემების დაძლევით უნდა ვიაროთ სასურველი მიზნისკენ. რაც შეეხება პერსპექტიულობას.
საქართველო იმ არცთუ ბევრი ქვეყნის ჩამონათვალშია, სადაც უნიკალური ბუნებრივი პირობებია სპორტის ზამთრის სახეობების გასავითარებლად; პერსპექტივა ჩვენს ხელშია და როგორ გამოვიყენებთ, ჩვენი გადასაწყვეტია. თავისთავად არაფერი მოვა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება მით უფრო, რომ ოპტიმიზმის საფუძველი დღეს ნამდვილად გვაქვს, როცა ხელისუფლებამ მთელი სერიოზულობით დაიწყო ქვეყანაში საერთოდ სპორტის და, კერძოდ, ზამთრის სახეობების განვითარებისთვის თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი პირობების შექმნა. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ტრამპლინიდან ხტომაც, რომლის ოლიმპიურ ტრადიციებს საქართველოსთვის საფუძველი ჩაუყარეს ბაკურიანელმა მამა-შვილმა კობა და კახა წაქაძეებმა.
მკითხველი: მარიკა
ვანკუვერმა მომდევნო ოლიმპიადის ესტაფეტა სოჭს გადასცა. რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინებით, მიიღებს თუ არა საქართველო მონაწილეობას ამ ოლიმპიადაში და რამდენად გამართლებული იქნება ეს?
პასუხი: ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა საკითხი საერთოდ ჩატარდება თუ არა სოჭში ზამთრის 2014 წლის თამაშები. ექსპერტები შეშფოთებული არიან რუსეთის ორჭოფობით. რჩება შთაბეჭდილება თითქოს რუსეთს სოჭის ოლიმპიადის მასპინძლობის თავიდან მოშორება სურს. ამ ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციები სოჭის მოსახლეობასთან ერთად პროტესტს გამოთქვამენ თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით. მთავარი მიზეზი ეკოლოგიური კატასროფაა. იქ, ცნობილმა `იმერეთის ველმა~ უკვე დაკარგა ისტორიული სახე, მოსახლეობა აყარეს, ჩამოართვეს მიწები. ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოლიმპიადის ობიექტების მშენებლობაზე დასაქმებული მუშები სახელფასო დავალიანების გამო გაიფიცნენ.
დაძაბულობა დღესაა რუსეთ-საქართველოს შორის. სამი-ოთხი წლის შემდეგ შესაძლოა შეიცვალოს ვითარება. მაგრამ, სოჭში თუ თამაშები ჩატარდება და საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს, ეს მან უნდა დასაბუთოს. ამ საბუთს (მიზეზებს) ან მიიღებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ან არა. თუ მიზეზი საპატიოდ არ ჩაითვალა და მაინც არ წავალთ თამაშებზე სოჭში, ამას მკაცრი სანქციები მოჰყვება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან. ოლიმპიური ქარტიისა და ოლიმპიზმის იდეების შეურყევლად დაცვა სოკ-ის ყველა წევრი ქვეყნისთვის სავალდებულოა.
მკითხველი: მიხეილი
საქართველოში ელენე გედევანიშვილზე არანაკლებ ნიჭიერი მოციგურავეები არიან, მაგრამ უსახსრობის გამო იჩაგრებიან და ვერ ვითარდებიან. სამწუხაროდ, არავის ახსოვს ვახტანგ მურვანიძე. ევროპის მასშტაბით იგი მეშვიდე ადგილზე იყო, რაც კაცებში საკმაოდ სერიოზული შედეგია, მაგრამ ხელშეწყობა აკლდა... ეს უსამართლობაა...
პასუხი: გეთანხმებით, საქართველოში არიან ნიჭიერი მოციგურავეები, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რომ ელენე გედევანიშვილზე უკეთესი ტალანტები არიან და უყურადღებოდ რჩებიან. თუ ასეა გვარები დაასახელეთ. ელენემ ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა სალიცენზიო ტურნირებში. ეს სხვებსაც შეეძლოთ, მაგრამ ვის? არც ჩვენი ოლიმპიური კომიტეტი, არც სპორტის დეპარტამენტი და არც ფედერაცია უყურადღებოდ არავის ტოვებს. რაც შეეხება ვახტანგ მურვანიძეს, არც მას მოჰკლებია თავის დროზე ყურადღება - მონაწილეობდა საერთაშორისო შეჯიბრებებში. მერე, თავი გაანება გამოსვლას და უცხოეთში მწვრთნელად მუშაობს მოყვარულებთან.
მკითხველი: თემური
როგორია თქვენი ზოგადი შთაბეჭდილება ოლიმპიადაზე... კანადა და აშშ რომ მოწინავე პოზიციებზე იქნებოდნენ ამ ოლიპიადაზე, ეჭვიც არავის ეპარებოდა, მაგრამ რომელი ქვეყნები წარმოჩინდნენ უკეთესად ან პირიქით, უარესად წინა ოლიპიადებთან შედარებით?
პასუხი: ტრადიციულად პირველ ათეულში აშშ-ი, ნორვეგია, გერმანია, ავსტრია, კანადა, შვედეთი, შვეიცარია, იტალია, რუსეთი, საფრანგეთი დომინირებდნენ. ბოლო ოლიმპიადებში დაწინაურდნენ სამხრეთ კორეის, და ჩინეთის სპორტსმენები. რუსეთი კი ვანკუვერის წლევანდელ თამაშებში ათეულს მიღმა დარჩა.
ახლანდელი ათეული ასე გამოიყურება: 1. კანადა, 2. გერმანია, 3. აშშ, 4. ნორვეგია, 5. ს. კორეა, 6. შვეიცარია, 7. ჩინეთი, 8. შვედეთი, 9. ავსტრია, 10. ჰოლანდია. კანადელებმა ოქროს - 13, ვერცხლის - 7 და ბრინჯაოს - 5 მედლით პირველად მოიპოვა გუნდური პირველობა, რაც სრულიად დამსახურებული იყო და არცაა გასაკვირი - ისინი საკუთარ ტრასებზე და დარბაზებში ასპარეზობდნენ, მზადებაზე მილიონებიც დახარჯეს, შემდეგ ღირსეული წარმატების მისაღწევად. იგივე ითქმის ამერიკელებზე. კანადელები წინა ოლიმპიადაზე მეხუთუ ადგილზე გავიდნენ მოპოვებული ოქროს მედლებით. ვანკუვერში კი 13 ოქრო ხვდათ წილად. გერმანიას 11 ოქრო ჰქონდა 2006 წელს ტურირში და პირველ ადგილზე იყო, ახლა კი 10 ოქროს მედლით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ამერიკამ ბოლო ორ ოლიმპიადაზე 9-9 უმაღლესი ჯილდო მოიპოვა და ორივეჯერ მეორე ადგილზე აღმოჩნდა. რუსეთი 2006 წელს 8 ოქროს მედლით მე-4 ადგილზე იყო. ამჟამად მხოლოდ 3 ოქრო დაიმსახურა და მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.
მკითხველი: გელა
რამდენად იმსახურებდა კანადა ყველა ჯილდოს, რასაც დაეუფლა. ჰქონდა თუ არა მას რაიმე უპირატესობა, როგორც მასპინძელ ქვეყანას და ეს შედეგებთან პირდაპირ კავშირში იყო. იყო თუ არა ოლიმპიადაზე ტენდენციურობის მომენტი? რამდენაც ობიექტური იყო მსაჯთა შეფასებები.
პასუხი: კანადა, ვიმეორებ ყველა ჯილდოს, რაც მოიპოვა, იმსახურებდა. ვერ ვიტყვი, რომ არაობიექტურმა მსაჯობამ შეუწყო ხელი კანადელების დაწინაურებას. ეს არ არის პირადი შთაბეჭდილება, საბუთად ვიშველიებ იმ ფაქტს, რომ მსაჯთა კოლეგიებში არ შესულა პროტესტი ტენდენციებთან დაკავშირებით.
მკითხველი: მამუკა
კანადელებს რომ მართლაც ძლიერი სპორტსმენები ჰყავთ ამაზე არავინ დავობს, მაგრამ რამდენად განაპირობა ოლიმპიადაზე კანადელებისა და ამერიკელების წარმატება იმან, რომ თამაშები კანადაში ტარდებოდა? ანუ აკლიმატიზაცია რამდენად დიდ გავლენას ახდენს სხვა ქვეყნის სპორტსმენებზე და ეს აისახება თუ არა მათ შდეგებზე?
პასუხი: ცხადია, კანადელებიც და ამერიკილებიც ძლიერები არიან და მათ შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაში ხელი შეუწყო იმან, რომ ოლიმპიადა ჩატარდა კანადაში. რა თქმა უნდა, აკლიმატიზაცია მნიშველოვანი ფაქტორია, მაგრამ ამას ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნები ითვალისწინებენ და დროულად გადიან შესაბამის პროცესს.
მკითხველი: ირაკლი
ჩემი აზრით, ელენე გედევანიშვილის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი ჭარბი წონაც იყო. ძალიან დამწყდა გული... არ ფიქრობთ, რომ ის მოციგურავე, რომელიც ოლიმპიადაზე გამოსასვლელად ემზადება უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ საქმეს?
პასუხი: ვერ ვიტყვი, რომ ელენე უპასუხისმგებლოდ მოეკიდა საქმეს. წონის რეგულირება მწვრთნელთან და ექიმთან თანამშრომლობით ხდება. შეიძლება ელენს ზედმეტი წონა მართლაც ჰქონდა, მაგრამ ამ `ზედმეტი~ წონით ხომ შევიდა ფინალში, სადაც პირველი დღის შემდეგ მე-9 იყო, მაგრამ მეორე დღეს ისე ლაღად ვეღარ შეასრულა რთული ილეთები, დაეცა კიდეც და ათეულში ვეღარ მოხვდა. სხვათა შორის, ელენეზე ტიტულოვანი სპორტსმენებიც დარჩნენ ათეულის მიღმა. განწყობაცაა, გამართლებაც, ყველაფერს წონას ნუ დავაბრალებთ.
მკითხველი: ზაზა
ინტერნეტიდან შევიტყვე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა წინააღმდეგი იყო ოლიმპიური თამაშების, რამდენად მართალია ეს და საერთოდ როგორი განწყობა იყო უბრალო ხალხში ოლიმპიური თამაშების მიმართ? ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიაში ისინი ვის მიიჩნევდნენ დამნაშავედ? და რამდენად კმაყოფილები იყვნენ თავად ოლიმპიელები კანადელთა მასპილძლობით?
პასუხი: XX საუკუნის ბოლო მეოთხედის დასაწყისიდან მოყოლებული თითქმის არც ერთი ზამთრის ოლიმპიადა არ დაგეგმილა და ჩატარებულა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი არ გამოეწვია. ასე იყო ვანკუვერშიც. პროტესტის ტალღა თამაშების დასაწყისშივე ადრინდელზე მძაფრად აგორდა, რასაც ექსცესებიც მოჰყვა. დარბევებზე აღარაფერს ვამბობ. საფრთხე შეექმნათ ოლიმპიადის მონაწილეებსაც, რაც უსაფრთხოების სამსახურების მთავარ საზრუნავად იქცა. საბედნიეროდ, ყველაფერი მალე ჩაცხრა.
კანადელები თავმოყვარე ხალხია, ვითარება აღარ გაამწვავეს. რაც შეეხება საერთო განწყობას, ყველამ იხილა, რომ თამაშებს საზეიმო ელფერი არ დაჰკლებია, კანადელთა საყოველთაო გულშემატკივრობა კარგად აისახა კანადელთა ერთსულოვან საერთო მოწოდებაში GO, ჩანადა, GO! კანადელთა მასპინძლობა არაფრით ჩამოუვარდებოდა დამკვიდრებულ ტრადიციას. ეგაა, ბევრ მოხალისეს წარმოდგენა არ ჰქონდა არც ვანკუვერზე და მის ქუჩებზე თუ სტუმრებისთვის მნიშვნელოვან საინტერესო ობიექტებზე, არც სპორტული ბაზების მდებარეობაზე, სხვა ორგანიზაციულ საკითხებში დახმარებაზე რომ არაფერი ვთქვათ. მიზეზი კი ისაა, რომ ათასობით მოხალისე (ე.წ. ვალანტიორი) ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან და უცხოეთიდანაც კი მიიწვიეს. მთავარ პრესცენტრში ერთ-ერთ ორგანიზაციულ საკითხში ჩემს გასარკვევად რუსული ენის მცოდნე თარჯიმანს უხმეს. ის კი... ქართველი აღმოჩნდა - ლონდონელი ვაჟი სტუდენტი.
ტრაგედიაზე თქვენც მეკითხებით. გაინტერესებთ ადგილობრივი მოსახლეობა ვის მიიჩნევს დამნაშავედ ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვაში. გეტყვით, რომ ყველა დარწმუნდა ტრასის მომწყობთა უპასუხისმგებლობაში. მთავარი დამნაშავე დამკვეთია - საერთაშორისო ფედერაციაა. ძიება მიმდინარეობს და ყველაფერს ფარდა აეხდება.
მკითხველი: ეკა
თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას იმის შესახებ, როდის დაიწყება ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ტრასის მშენებლობა?
პასუხი:ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო ტრასის მშენებლობა ბაკურიანში მალე დაიწყება. ჯერ მიმდინარეობს პროექტირება და სახსრების გამოყოფაზე შეთანხმება, რაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში იოლი არ არის. ამასთან მოდის შემოწირულობები მთელი მსოფლიოდან როგორც ოჯახის, ისე ტრასის მშენებლობაში დასახმარებლად.
მკითხველი: ტარიელი
როდემდე უნდა მივიღოთ მონაწილეობა ოლიმპიადებში უშედეგოდ, არ ჯობია ამ ფულით სპორტსმენები მოვამზადოთ და მერე გავუშვათ საასპარეზოდ?
პასუხი: ვფიქრობ, ცხელ გულზე გაქვთ ეს შეკითხვა დასმული. ბევრჯერ მითქვამს და დაუღლელად იმდენჯერ გავიმეორებ რამდენჯერაც საჭირო იქნება - მონაწილეობა აუცლებელია, უალტერანტივოა. რა ფულზეა ლაპარაკი. ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის თანხას არავინ იხდის. პირიქით, სრული მომსახურება უფასოა. ასე რომ, ოლიამპიადაში არმონაწილეობით ვერაფერსაც ვერ დავზოგავთ, დაკარგვით კი ბევრს, ძალიან ბევრს დავკარგავთ...
დიდი მადლობა ყველას შეკითხვებისთვის. შევეცადე შეძლებისდაგვარად მეპასუხა თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. თუ როგორ მოვახერხე, თავად განსაჯეთ. მომავალ შეხვედრამდე!
ქართველები ოლიმპიადაზე