18 მაისი 2012 პარასკევი - 08:51
ვალუტის კურსი
18/05/2012
TRY
1
TRY
0.8906
EUR
1
EUR
2.0669
RON
10
RON
4.6515
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
19:50 / 03-02-2010
რეფორმები განათლების სისტემაში
ახალი მინისტრის ახალი ინიციატივები განათლების სისტემის რეფორმირების გზაზე... რის შეცვლას აპირებს რევოლუციური მთავრობის რიგით მეოთხე განათლების  მინისტრი  დიმიტრი შაშკინი, რას გულისხმობს სასკოლო რეფორმა, შეიცვლება თუ არა რამე  ერთიანი ეროვნული გამოცდების წესებში

ამბები.ge-ს მკითხველის ამ და სხვა შეკითხვებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პასუხობს


მკითხველი: თამთა

გამარჯობათ ბატონო მინისტრო,მე წელს ჩავაბარე საერთო სამაგისტრო გამოცდა და მივიღე სახელმწიფო გრანტი.მაინტერესებს,თუ შემდგოში ისევ ჩავაბარებ სამაგისტრო გამოცდას,ოღონდ სხვა მიმართულებით,მექნება თუ არა საშუალება,ისევ მივიღო სახელმწიფო დაფინანსება?


პასუხი: გაცნობებთ, რომ ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის  22 აპრილის №227 ბრძანების ”სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” დანართი №2-ის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გრანტს ვერ მოიპოვებს ის პირი, რომელსაც ის ერთხელ უკვე მოპოვებული აქვს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;

მკითხველი:თამარი
პირველ რიგში მოგესალმებით,მაინტერესებს, რამე სიახლე თუ იქნება წელს ეროვნულ გამოცდებში.მესამე კურსის სტუდენტი ვარ და აკრედიტაციის გამო  ეროვნული გამოცდების ახლიდან ჩაბარება მიწევს. წინასწარ გმადლობთ პასუხისთვის.

პასუხი: 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რამდენიმე სიახლეა გათვალისწინებული. წელს ყველა აბიტურიენტი 4 გამოცდას ჩააბარებს ( 3 ყველასათვის საერთო იქნება – ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა). მეოთხე გამოცდას ფაკულტეტი აირჩევს შემდეგი გამოცდებიდან: მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ლიტერატურა.
მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ შეიცვალა სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესი.

2010 წლიდან სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა არა მხოლოდ ზოგადი უნარების, არამედ ყველა გამოცდის  შედეგის მიხედვით. ზოგადი უნარების გამოცდის კოეფიციენტი იქნება  1,5. შეიცვალა ისიც, რომ სახელმწიფო დაფინანსების გაცემა მოხდება არა ერთიანი რეიტინგული სიის მიხედვით, არამედ თითოეული არჩევითი საგნისთვის შედგება რეიტინგი (ჯამურ ქულაზე დაფუძნებული), რომლის საფუძველზე გაიცემა სახელმწიფო დაფინანსება – გრანტისთვის ერთმანეთს კონკურენციას გაუწევს ყველა აბიტურიენტი, რომელმაც ჩააბარა მათემატიკა, ზუსტად ასევე ერთმანეთს შეეჯიბრებიან აბიტურიენტები, რომლებმაც ჩააბარებს ქიმია, ან ლიტერატურა და ა.შ.
2010 წლის გამოცდებთან დაკავშირებული ყველა სიახლე მოცემულია ცნობარში, რომელიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა აბიტურიენტებისთვის. ეს ცნობარი დაგეხმარებათ არჩევანის სწორად გაკეთებაში.

მკიხთველი: პელო
გამარჯობათ ბატონო მინისტრო. მაინტერესებს, სკოლაში რა საგნებში ჩატარდება 10 გამოცდა. წინასწარ უღრმესი მადლობა!


პასუხი: 2011 წელს ე.წ. გამოსაშვები გამოცდები ჩატარდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში (ქართული, მათემატიკა, უცხოური ენა, ისტორია, გეოგრაფია ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია), უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების მსურველები ჩააბარებენ ზოგადი უნარების გამოცდასაც.

მკითხველი:ნინო
მოგესალმებით. ვარ მე–11 კლასის მოსწავლე, გამოცდებთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა. მაინტერესებს გამოცდაზე მიღებული ქულა გადადის თუ არა ატესტატში?

პასუხი: 2011 წელს სავალდებულო საგნებში მიღებული ქულების შედეგად გაიცემა ატესტატი. გარდა ამისა, მოსწავლეები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას აპირებენ, შესაბამის საგნებში იმუშავებენ ტესტის არა მხოლოდ ერთ ნაწილზე (რომელიც ატესტატის ასაღებადაა გათვალსიწინებული) არამედ მეორე ნაწილზეც, რომელიც განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის.

უფრო მარტივად, 2011 წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები ივლისში ჩატარდება. გამოცდაზე წარმოდგენილი იქნება ტეტის A და B ვარიანტები. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს მხოლოდ ატესტატის აღება სურს, ის A ვარიანტს შეავსებს და ამით სკოლაში მიღებულ ცოდნას დაადასტურებს. ხოლო თუ უმაღლეს სასწავლებელშიც  აპირებს ჩაბარებას, (რის თაობაზეც მას წინასწარ აქვს განაცხადი შევსებული), მოსწავლე  A და B ვარიანტებს ორივეს ჩააბარებს.  ეს ნიშნავს, რომ ამ გამოცდებით მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს ერთდროულად აიღოს ატესტატიც და  უმაღლეს სასწავლებელშიც ჩააბაროს.



მკითხველი: თენგო

გამარჯობა ბატონო დიმიტრი, ვარ აბიტურიენტი, მე-4 საგნად დიდი ხანია გადაწყვეტილი მაქვს რომ ჩამებარებინა მათემათიკა, და ვაბარებ კიდეც, ამრგამ დაფინანსების საკითხში აშკარად ვერ გეთანხმებით იმაში რომ მათემათიკურის ბავშვები ეჯიბრებიან მხოლოდ და მხოლოდ მათემათიკურებს. მე მაგალითად მათემატიკაში ვარ საშუალო, მაგრამ უნარებში ძლიერი მეთქმის. დავუშვათ ჩავაბარე და საერთო ჯამში მივიღე 70 ქულა. შეიძლება მე ამ ქულამ მაქსიმუმ 50% იან დაფინანსებაზე გამიყვანოს,  ის აბიტურიენტი კი ვინც ჩააბარა ისტორია და 60 ქულა მიიღო, შეიძლება 70% იანზე მოხვდეს, ეს იქნება ჩემი აზრით დიდი შეცდომა, ვფიქრობ უნარებით რომ წყდებოდა  დაფინანსების საკითხი ის უკეთესი იყო, ამით ნიჭიერი ადამიანები იჩაგრებიან... ჩემი აზრით, იმ საშუალო ფენას უნდა შევუწყოთ ხელი რომლებიც, ნიჭიერები არიან, მაგრმ, აი მოუმზადებელნი...ისეთებს რომლებიც ზეპირად კი არა არამედ ნიჭით გადიან გამოცდაზე. არადა გრანტი რომ ვერ მივიღო ჩემს ოჯახს გაუჭირდება, რადგანაც მე მყავს და რომელიც წელს აბარებს, და ოჯახის წლიური შემოსავალი 5 000 ლარს არ აღემატება,აშკარად ვიჩაგრებით.მადლობთ ყურადღებისთვის...

პასუხი: ერთიანი ეროვნული გამოცდების მთავარი პრონციპია უნარებისა და ცოდნის კომპლექსური შეფასება. ეს წესი დაცულია ჩარიცხვისას და, ბუნებრივია, მიზანშეწონილია, რომ დაცული იყოს გრანტის გაცემისასაც. უნარების გამოცდა უაღრესად მნიშვნელოვანი გამოცდაა (ის აბიტურიენტების მომავალ წარმატებას პროგნოზირებს) და სწორედ ამიტომ გაიცემოდა სახელმწიფო დაფინანსება ამ გამოცდის შედეგით, მაგრამ არ იყო სამართლიანი, რომ სახელმწიფო დაფინანსების გაცემისას არ ვითვალისწინებდით საგნობრივ ცოდნას, რაც, ასევე მნიშვნელოვანია.
დღეისათვის სახელმწიფო გრანტი გაიცემა ყველა გამოცდის შედეგით, თუმცა უნარების გამოცდას მაინც მეტი წონა აქვს სხვა გამოცდებთან შედარებით (კოეფიციენტია 1,5). სახელმწიფოსთვის  მნიშვნელოვანია დააფინანსოს სხვადასხვა მიმართულებები. სწორედ ამიტომ, გაცილებით სამართლიანია დაფინანსების გაცემა არა ერთიანი სიის, არამედ კონკრეტული არჩევითი გამოცდებისათვის შედგენილი რეიტინგული სიების მიხედვით. მთავარი ისაა, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გამოავლინოთ თქვენი ცოდნა და უნარები, რასაც, ვფიქრობ, წარმატებით მოახერხებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.


მკითხველი: დათო
გამარჯობათ ბატონო მინისტრო. მაინტერესებს 10 საგნის წარმატებით ჩაბარების შემდეგ,  უნივერსიტეტი 4 საგანში ატესტატის ნიშნებს გაითვალისწინებს? თუ ავიღე ატესტატი, მაგრამ უნივერსიტეტში ვერ მოვხვდი,  მეორე წელს ეს ატესტატი დამრჩება და 4 გამოცდას ჩავაბარებ? 10 გამოცდა სკოლის პროგრამით ჩატარდება?

პასუხი: გამოცდები, რომელიც ატესტატის ასაღებად უნდა ჩააბაროს მოსწავლემ, მხოლოდ სასკოლო პროგრამას დაეყრდნობა. გარდა ამისა, თუ თქვენ აბარებთ უმაღლეს სასწავლებელში, შესაბამის საგნებში მიიღებთ ტესტს დამატებითი საკითხებით და მიღებული შედეგი იქნება თქვენი ქულა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვების კონკურსში მონაწილეობისათვის. მოსწავლე, რომელიც მიირებს ატესტატს მაგრამ ვერ ცაირიცხება უმაღლეს სასწავლებელში, მომდევნო წელს მხოლოდ 4 გამოცდას ჩააბარებს.

მკითხველი: ქეთინო

მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდაზე რამდენი ქულა იქნება მინიმალური კომპეტენციის ზღვარი?

პასუხი:
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის დგინდება საცდელი ტესტირებების შედეგად და, ცხადია, პედაგოგებს ამის შესახებ ეცნობებათ გამოცდამდე.

მკითხველი:კოტე

გამარჯობა ბატონო დიმიტრი, ვარ მე-11 კლასის მოსწავლე. ამბობენ, რომ 2011 წელს, 10 გამოცდის ჩაბარების შემდეგ აბიტურიენტი ჩაირიცხება უნივერსიტეტში, თუ რა თქმა უნდა მიიღებს მაღალ ქულებს და უნარების ჩაბარება აღარ იქნებაო საჭირო, რამდენად მართალია ეს? მოიხსნება თუ არა უნარები?


პასუხი: მოსწავლე, რომელიც აპირებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას, აუცილებლად ჩააბარებს ზოგადი უნარების გამოცდასაც. ზოგადი უნარების გამოცდა რჩება აუცილებელ გამოცდად უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად.


მკითხველი: თენგო

ბატონო დიმიტრი, ქართულის პროგრამა ჯერ რომ შეამცირეთ მერე ისევ რომ დაამატეთ ჯაყოს ხიზნები თავსაფრიანი დედაკაცი და ხევისბერი გოჩა, მე ვიცი რომ როდესაც უკვე წიგნი გამოვა მერე იმის შეცვლის უფლება კანონით არავის აქვს და რატომ შეცვალეთ? დავუშვათ, მე ინტერნეტი მაქვს და ვადევნებ თვალს  ინფორმაციას, რა უნდა ქნას იმან, ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება? ვისაც კერძო რეპეტიტორი არ ჰყავს? ხომ არიან ისეთი ბავშვები რომლებმაც პროგრამის წიგნი იყიდეს და სახლში მეცდინეობენ, გამოცდაზე რომ გავიდეს და კითხვა შეხვდეს ამ სამი რომელიმე ნაწარმოებიდან, უფლება აქვს იჩივლოს, მოითხოვოს რომ  მე ვიყიდე წიგნი და იქ არ იყო პროგრამაში შესული და არ ვისწავლე, და სრული უფლება აქვს იჩივლოს...და ვერ შეედავება ვერავინ, თუ რა თქმა უნდა ისევ არ შეცვალეს კანონები...

პასუხი:
პროგრამა ოფიციალური დოკუმენტია მხოლოდ მას მერე, რაც განათლებისა და მეცნიერების მიისტრი მას ხელს მოაწერს. მინისტრის ხელმოწერის შემდეგ ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამაში (ისევე როგორც სხვა საგამოცდო საგნების პროგრამაში) შესწორება არ შესულა. თუ საუბარია კრებულზე, სადაც პროგრამას ეს ნაწილი აკლია, გამოცდების ცენტრმა (გარდა ვებგვერდზე გამოქვეყნებისა) უკვე დაბეჭდილ ეგზემპლარებს თან დაურთო ფურცელი, რომელიც ხსენებულ ჩასწორებას ითვალისწინებდა. შესაბამისად, აბიტურიენტებს კრებული უნდა მიეღოთ ამ ჩანართით და ჰქონოდათ სრული ინფორმაცია პროგრამის შესახებ.

მკითხველი: თამარი      
ბატონო დიმიტრი, მაინტერესებს ისტორიაში ტესტი რამდენ ქულიანი იქნება, რა დრო დაეთმობა და მინიმალური კომპენტეციის ზღვარი რამდენი იქნება. წინასწარ გიხდით მადლობას

პასუხი:
2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ისტორიის ტესტი იქნება 80 ქულიანი, იმისათვის რომ აბიტურიენტმა გააგრძელოს კონკურსში მონაწილეობა, უნდა მიიღოს მინიმუმ 21 ქულა.

მკითხველი: კოტე
გამარჯობათ ბატონო დიმიტრი. თუ 10 გამოცდას წარმატებით ჩავაბარებ, მაინც მომიწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა თუ სკოლის გამოცდებში მიღებული ქულებით ჩავირიცხები? წინასწარ დიდი მადლობა.


იხ. წინა პასუხები...

მკითხველი:მარი
მოგესალმებით, ვარ სოციალურად დაუცველი ოჯახიდან.ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსე.მაქვს 50% დაფინანსება.როგორც სოციალურად დაუცველ სტუდენტს დარჩენილ 50% სახელმწიფო უნდა იხდიდეს მაგრამ ოჯახური მდომარეობის გამო ვერ მოხერხდა პრეზიდენტის ამ პროგრამაში დარეგისტრირება. თუ არის შესაძლებელი, როგორმე გამიწიოთ დახმარება და სწავლას არ ჩამომარჩინოთ.ოჯახს უჭირს დარჩენილი თანხის გადახდაც კი(მამა მყავს ინვალიდი). იმედი მაქვს თქვენი გულისხმიერების. მადლობა წინასწარ.


პასუხი: გაცნობებთ, რომ რომ ყოველ ახალ სასწავლო წელს ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს. 2009-2010 სასწავლო წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №149 დადგენილებით ”2009-2010 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ”.
ვინაიდან, თქვენ ბრძანდებით მე-2 სასწავლო წლის სტუდენტი და შესაბამისად, მიმდინარე სასწავლო წელს არ ჩარიცხულხართ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თქვენი სწავლის დაფინანსების საკითხი ვერ განიხილება.


მკითხველი:ია

ბატონო მინისტრო, ჩემი შეკითხვა საპატიო და არასაპატიო გაცდენებს უკავშირდება. გეთანხმებით იმაში, რომ ვინც უმიზეზოდ გააცდენს სკოლას და უპასუხისმგებლოდ მოიქცევა სასწავლო პროცესის მიმართ, მამდვილად იმსახურებს გამოცდების მთელი სიმკაცრით ჩაბარებას, მაგრამ თუ გაცდენას საპატიო ქვია, მაშინ რატომ არ ვპატიობთ მოსწავლეებს ამ გაცდენებს? ისინი ხომ უმეტესწილად მომავალი სპორტსმენები, მომღერლები და მოცეკვავეები არიან?


პასუხი: გაკვეთილების  გაცდენა, რომელის შესახებაც მოსწავლე წარმოადგენს შესაბამის ცნობას ითვლება საპატიოდ, თუმცა არასაპატიო გაცდენები მოსწავლეს ნამდვილად არ ეპატიება.

მკითხველი:სოსო
ბატონო მინისტრო. მე გახლავართ პედაგოგი. ახალმა დირექტორმა პირადი "სიმპათიის" საფუძველზე გამათავისუფლა სკოლიდან (ხელშეკრულების ვადა ამომეწურა) ვარ უმუშევარი, ვითვლებოდი კარგ პედაგოგად. თქვენ რას მირჩევთ, რა გზას დავადგე? სოსო ლომსაძე

პასუხი:
თქვენი მონაცემები წარმოადგინეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე გირჩევთ გაიაროთ მასწავლებელთა სერტიფიცირება, რომელსაც სახელმწიფო 160 ლარიანი ვაუჩერით აფინანსებს. სერტიფიცირებულ მასწავლებელს ასევე შეეძლება მენტორ-მასწავლებლად მუშაობა. განაცხადი საერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესახებ შეავსეთ რაიონულ რესურს ცენტრში.
მკითხველი: შალვა

ადრე იყო საუბრები საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე. მოკვდა ეს იდეა? საერთოდ რა რეფორმები იგეგმება უმაღლესი განათლების სისტემაში და მეცნიერებაში? ბევრისგან გამიგია რომ სამეცნიერო ფონდებში ძალიან არაკომპეტენტური ხალხი მუშაობსო. ხო არ ჯობდა სამეცნიერო ფონდებში უცხოეთში მოღვაწე მეცნიერები შეგეყვანათ? კორუფცია ნაკლები იქნება და დონე გაცილებით მაღალი.


პასუხი: რეფორმების ფარგლებში უმაღლესი განათლების სისტემაში იგეგმება ლიცენზირების გაუქმება და ავტორიზაციის შემოღება. ამ დროისთვის საქართველოში 270 უმაღლესი სასწავლებელია. 70 უმაღლესი სასწავლებელი აკრედიტირებულია, ისინი სახელმწიფო გრანტით ფინანსდებიან, ხოლო აბიტურიენტები ამ სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებით ხვდებიან. დანარჩენი 200 უმაღლესი სასწავლებელი მხოლოდ ლიცენზირებულია, რომელთა მიერ გაცემულ დიპლომებს, როგორც უკვე ზევით ავღნიშნეთ სახელმწიფო არ ცნობს.

ამ რეფორმით გაუმჯობესდება 18 000 სტუდენტის მდგომარეობა. იმ სტუდენტების, რომლებიც ლიცენზირებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, ამისთვის გარკვეულ თანხასაც იხდიან. ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებელის კუსდამთავრებულებს  სახელმწიფო უწყებებში მუშაობის  საშუალება არ აქვთ, ისინი მხოლოდ კერძო სტრუქტურებში საქმდებიან. ავტორიზაციის გავლის შემდეგ ამ უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემულ დიპლომებს იგივე სტატუსი ექნება, რაც აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელების მიერ გაცემულ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. სტუდენტები ავტორიზაცია გავლილ უმაღლეს სასწავლებლებშიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ჩაირიცხებიან.
რაც შეეხება მეცნიერებას, მოგახსენეთ, რომ თქვენი მოსაზრება სამეცნიერო ფონდებში კორუფციისა და იქ დასაქმებული არაკომპენტენტური ხალხის შესახებ მცდარია. მოგახსენებთ, რომ სამეცნიერო საბჭოებში გაწევრიანებული არიან ყველასთვის ცნობილი და პატივსაცემი პიროვნებები, ღვაწლმოსილი მეცნიერები, რომლებიც კენჭისყრის წესით ავლენენ თუ  რა სამეცნიერო პროექტი დაფინანსდეს. აღსანიშნავია, რომ წელს მეცნიერების დაფინანსებაზე 40 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მკითხველი: ელისო

ბატონო დიმიტრი,მოგესალმებით...
1. დამამთავრებელ კლასებში სასწავლო პროცესი თითქმის ჩაშლილია.ბავშვები ძირითადად რეპეტიტორებთან დადიან მოსამზადებლად. რას გეგმავს განათლების სამინისტრო ბავშვის სკოლაში დასაბრუნებლად?

პასუხი:
სწორედ იმისთვის, რომ ბავშვი დავაბრუნოთ სკოლაში და გავზარდოთ ატესტატის მნიშვნელობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რეფორმების ახალი ეტაპი დაიწყო. რეფორმების შესახებ სრულ ინფორმაციას თქვენ იხილავთ სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mes.gov.ge

2. შარშან 130 ლარი გადავიხადეთ სასკოლო ფორმების შესაძენად. წელს ამ ფორმებს არავინ ახსენებს მომდევნო წელს ისევ ხომ არ იგეგმება ფორმების შეძენა?

პასუხი: აღნიშნულ საკითხზე უნდა მიმართოთ სკოლას.

მკითხველი:ქეთინო

1. რა ფორმით იქნება სკოლებში ინფორმატიკის სწავლება და გამოცდები? იქნება განსაზღვრული რომელ კლასში ისწავლებოდეს ეს საგანი თუ ისევ სკოლის დირექტორები გადაწყვეტენ თავიანთი შეხედულებისამებრ?

პასუხი:
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე დღეს წარმოუდგენელია სახელმწიფოს და საზოგადოების ნებისმიერ სფეროში პროგრესი. შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და ინფორმაციული საზოგადოების შექმნა, მსოფლიოს ინფორმაციულ სივრცეში მისი ინტეგრირება ხელისუფლების მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად არის მიჩნეული. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს სწავლებას ამ მიმართულებით ზოგადი განათლების ყოველ საფეხურზე. ამ მიზნით, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში შექმნლია საკონსულტაციო საბჭო. იგი დაკომპლექტებულია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისაგან, როგორც აკადემიური  წრეებიდან, ასევე ბიზნესის სფეროებიდან. საბჭოში წარმოდგენილნი არიან ამ საგნის კვალიფიციური და წარმატებული მასწავლებლებიც. უახლოეს ხანებში უნდა შეიქმნას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების და განვითარების კონცეფცია, სასწავლო გეგმა და სწავლების ორგანიზების ყველაზე ეფექტური ფორმები. კონცეფცია დაეყრდნობა ზოგადი განათლების სისტემის ფარგლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და გამოყენების საყოველთაოდ გაზიარებულ შეხედულებებსა და საუკეთესო პრაქტიკას.

2. აგვისტოს ომის შემდეგ დაიბომბა გორის VII სკოლა. სკოლაში სწავლობს 1100 მოსწავლე. სკოლის ერთი კორპუსი გარემონტდა ,,საქართველოს ბანკის" მიერ. დღემდე დაუმთავრებელია ძირითადი კორპუსის აღდგენითი სამუშაოები. ინფორმირებულია თუ არა განათლების სამინისტრო, რომ ამის გამო სკოლა ვერ ასრულებს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც თქვენ უყენებთ საჯარო სკოლებს. სკოლაში არ ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორიები, კვების ობიექტი, სააქტო დარბაზი და რაც მთავარია არ არის საკმარისი ის სივრცე, რაც 1100 მოსწავლეს სჭირდება.

პასუხი: აღნიშნული პრობლემით წერილობით მიმართეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას.

მკითხველი: ხათუნა

მოგესალმებით ბატონო დიმიტრი, მე გახლავართ 76–ე სკოლის ყოფილი პედაგოგი, 2009 წლის 1 სექტემბერს კი გამათავისუფლეს სკოლიდან, საფუძველი 37–მუხლის ,,ბ,, და ,, გ,, ქვეპუნქტი. ვითვლები საკმაოდ კარგ პედაგოგად. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ  სკოლიდან ჩემი გათავისუფლების შემდეგ, ჩემი კლასი მთლიანად დაიხურა და 19 მოსწავლე გადმოვიდა კერძო სკოლაში, სადაც დროებით მიმიღეს. მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, ვერ შევძელი თქვენთან შეხვედრა, რადგანაც მინდოდა პირადად მეთქვა ის სიტუაცია, რაც ამ სკოლაში სუფევს. სკოლას მართავს გარკვეული ,, კლანი,, დირექტორის ხელშეწყობით. ამის გამო სკოლას ტოვებს უამრავი მოსწავლე, რადგანაც თითქმის ჩაშლილია სასწავლო პროცესი.
მოგმართავთ თხოვნით, გამომიყოთ მცირედი დრო თვენთან შესახვედრად. იმედი მაქვს თქვენი გულისხმიერებისა.

P.S. ვიცი რომ ეს კითხვას ნაკლებად ჰგავს, მაგრამ სხვანაირად ვერ მოგაწვდინეთ ხმა. წინასწარ გიხდით მადლობას. პატივისცემით პედაგოგი ხათუნა ენუქიძე.


პასუხი:
ქალბტონო ხათუნა, თქვენი პრობლემის შესახებ წერილობით მიმართეთ განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს.


მკითხველი: თამარი
ბატონო მინისტრო, სამართლიანად თუ მიგაჩნიათ, რომ ბავშვი რომელიც სემესტრის განმავლობაში 5-6-ჯერ მიიღებს 10 ქულიან შეფასებას და ერთხელ 8 ან 6 ქულას (თუნდაც წერაში) , 10 ქულით აღარ შეფასდეს? ასახავს ეს შეფასება ბავშვის ცოდნას? ხომ არ უმახინჯებთ მათ ფსიქიკას?


პასუხი:
თქვენი შეკითხვის ფორმულირება არასწორია, პირიქით ნიშნების გამოყვანის სისტემა ორიენტირებულია იმაზე რომ ბავშვს არანაირი ქულა არ დაეკარგოს.

მკითხველი: არჩილი

ვარ პროფესიით სამხედრო, ამჟამად ვმსახურობ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთერთ გასამხედროებულ ქვედანაყოფში, შემიძლია თუ არა თქვენს მიერ გატარებული ახალი რეფორმის ფარგლებში ჩავატარო მეცადინეობები სამხედრო თემებზე რომელიმე სკოლაში?

პასუხი: სამხედრო  თემებზე გაკვეთილები რომ ჩაატაროთ, ამისათვის გარკვეული პროცედურების გავლა მოგიწევთ.

მკითხველი: ირნა
თვლით თუ არა, რომ ისევ ნაჩქარევი რეფორმის  გატარებას ცდილობთ? რამდენად რეალურად და სწორედ მიგაჩნიათ 2011 წელს საატესტატო 10 გამოცდის ჩაბარება, იმ დროს როდესაც აქამდე სხვა ტენდენციით მოძრაობდა როგორც სკოლა, ასევე მოსწავლეები და აქცენტი ე.წ. ჰიგჰ სცჰოოლ-ში ბავშვებს მათი მაპროფილებელი საგნებზე ჰქონდათ გაკეთებული /რაც, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი/.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვმა მაგალითად მატემატიკაში 80-ის 5% დასადგენად სატესტო გამოცდა ჩააბაროს/ანუ მინიმალური/ღირს სახელმწიფო თანხიდან მილიონები დაიხარჯოს. ხომ არ აჯობებდა, დაგეწყოთ ნელ-ნელა მე-8, მე-9 კლასიდან, და მოსწავლეები ნელ-ნელა გადაგეყვანათ ამ რეჟიმზე და როგორც ამერიკაშია, ყოველწლიურად ჩტარებულიყო ტესტები/თითო-თითო ან ორ-ორი/ რაღაც მიმართულებით, რათა გამოევლინათ ბავშვებს მიღებული ცოდნა.

ჩვენს მთავრობას ყოველთვის ასე მოსდის, "გადახტება" ნაუცბათევად და მერე იტყვის, შეცდომა იყოო. ნუთუ აღარ არის დრო რომ ნელ-ნელა გავიაზროთ რა გვინდა და პროფესიონალებთან ერთად დავგეგმოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ისე არ მოგვივიდეს "მოჩქარეს მოუგვიანდესო". ამ რეფორმებს მთავრობა ატარებს, მაგრამ ის თითოეული კაპიკი ხომ ამ გაჭირვებული და გაუბედურებული ხალხის ჯიბიდან იხდება.

პასუხი: სკოლებში გამოცდების შემოღება რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია და განპირობებულია იმით, რომ ატესტატს ჰქონდეს მნიშვნელობა და ბავშვმა იაროს სკოლაში რათა ცოდნა მიიღოს. არსებობს მოსაზრება, რომ რეფორმის ეს ნაწილი 2014 წელს განხორციელდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ არა გვაქვს საშუალება 2014 წელს დაველოდოთ და რატომ: სტატისტიკის თანახმად, თუ 2007-2008 წლებში მე-11 და მე - 12 კლასელები მასიურად არ დადიოდნენ სკოლაში, 2009 - ში კი მათ მე-9 და მე-10-კლასელებიც დაემატნენ. დინამიკა გვაჩვენებდა, რომ თუ  სასწრაფოდ რაღაც არ შეიცვალა, 2014-2015 წლებში კატასტროფული სურათი გვექნება. ეს რეალობაა!  ყველას უნდა ესმოდეს, რომ სკოლა ზოგადი განათლების ინსტიტუტია.

თუ სამინისტრო, სახელმწიფო და მთავრობა ასრულებას საზოგადოების დაკვეთას, რომ ბავშვმა სკოლაში ისწავლოს, ბავშვმაც უნდა იაროს სკოლაში რომ  ზოგადი განათლება მიიღოს და სახელმწიფოს მინიმალური კომპეტენცია დაუდასტუროს. როდესაც მოსწავლე სკოლას ამთავრებს, უნდა ვიცოდეთ რაში იღებს ატესტატს. ამიტომ, გამოცდები  სავალდებულო საგნებში იქნება დაწესებული.


მკითხველი:ია
ვარ გერმანულის მასწავლებელი, მიმაჩნია, რომ ბოლო დროს ინგლისური ენის ასეთი პოპულარიზაცია და სკოლებში უცხო ენის ასეთი არჩევითობა მალე გერმანულის მასწავლებლებს უმუშევრებს დაგვტოვებს..გვესმის, რომ ძალას ვერავის დავატანთ, მაგრამ სამსახური ხომ გვინდა?


პასუხი:
საკითხის ასე დაყენება არასწორია, რადგან ყველა უცხო ენას თავისი დატვირთვა აქვს.  სკოლებში ინგლისური ენის გაძლიერება არ ნიშნავს, რომ გერმანული საჭირო აღარ არის, ანდა პედაგოგები  უმუშევრები დარჩებიან.

მკითხველი: შალვა

მინდა დავიწყო იმით რომ სკოლებში 10 გამოცდის შემოღება ძალიან კარგი იდეაა, განსაკუთრებით თუ ეს გამოცდები სკოლის გარეთ ჩატარდება, დარწმუნებული ვარ კარგ შედეგს გამოიღებს. ერთი შენიშვნა მაქვს. არის საგნები რომლებსაც მოსწავლეები მეცხრე, მეათე კლასებში ამთავრებენ, ყოველ შემთხვევაში ჩემ დროს ბევრი ასეთი საგანი იყო. ხომ არ აჯობებდა, ამ საგნის დამთავრებისთანავე ჩააბარონ გამოცდა და არა სკოლის დამთავრების შემდეგ?


პასუხი: მინიმალური კომპეტენციის ჩასაბარებელი პროგრამა მზად სექტემბერში იქნება.
პარალელურად, მე-12 კლასში  აბიტურის, ანუ გამეორების პრინციპი იქნება. აღდგება  იმ
სავალდებულო საგნების საათები, რომლებიც მე-12 კლასში აღარ ისწავლება, ანუ მე-12 კლასში
თუ ქიმია ან ფიზიკა არ ისწავლება, აუცილებლად  ერთი ან რამდენიმე საათი იქნება სკოლის
ბადეში, იმისათვის, რომ ბავშვებმა მასალა გაიმეორონ.










მოვალეთა რეესტრის სია...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1ოთახი ერთ გოგონაზე 70 კვ.მ. ვარკეთილში კორპუსის ბინაში. ფასი: 150...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 30 კვ.მ. სუფთა იპოთეკით, მესამე მასივში....
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 70 კვ.მ. სუფთა გარაჟით და ავეჯით....
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 7(14), 200 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
მაღაზიის ფართი 60 კვ.მ. გათბობა, გისოსები, ვიტრინები, კონდიციონერი, სველი წერტილი,...
სასწრაფოდ! 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ.შინდისში. საუკეთესო ადგილას. ფასი: 20000...
დასვით კითხვა

მიიღეთ მონაწილეობა
პრეს-კონფერენციაში

 
AMBEBI.GE-ზე შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ რესპოდენტს.
ამისათვის უნდა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია, გამოაგზავნოთ თქვენი კითხვა და დაელოდოთ წინასწარ განსაზღვრულ დროს.

ყურადღება: ყველა კითხვა შემოწმდება მოდერატორის მიერ და შემდეგ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე. AMBEBI.GE უფლებას იტოვებს არ გამოაქვეყნოს დათქმული თემის გარეშე დასმული, ერთმანეთის მსგავსი, უცენზურო ან არაკორექტული კითხვები. რესპოდენტი თავისი სურვილის მიხედვით უპასუხებს დასმულ კითხვებს რის შემდეგაც პუბლიკაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე, პრეს-კონფერენციის რუბრიკაში

17:00 / 17-05-2012  Image "პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დაყადაღებით მხოლოდ სამი ”კოლეგა” დაინტერესდა
უკვე წინასწარ, შეუმცდარად შეიძლება თქმა, სად მივლენ "საზმაუ" და "სამთავრობოები" და სად - არა
09:37 / 17-05-2012  Image კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა
ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი"
12:15 / 17-05-2012  Image აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა
მსოფლიოს ულამაზესი ქალი მშობიარობის შემდეგ წონაში ვერ იკლებს
14:37 / 17-05-2012  Image Forbes-მა ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
შარშანდელ რეიტინგში ჯენიფერ ლოპესი 50-ე ადგილს იკავებდა
14:40 / 17-05-2012  Image ჯოლიმ და პიტმა საქორწილო ფოტოსესია მოაწყვეს
რეალური ქორწილის ფოტოების მინიმალური ფასი 10 მლნ დოლარი იქნება