18 მაისი 2012 პარასკევი - 08:47
ვალუტის კურსი
18/05/2012
TRY
1
TRY
0.8906
EUR
1
EUR
2.0669
RON
10
RON
4.6515
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:54 / 01-02-2010
საბანკო სესხები, იპოთეკა, გირავნობა...
საბანკო სესხებთან, იპოთეკასა და გირავნობასთან დაკავშირებულ იურიდიულ პრობლემებზე კონსულტაციას გაგიწევთ იურისტი ზვიად კორძაძე.

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი: გიორგი
მაინტერესებს, რა მოხდება TBS CARD-ზე ან ORANGE ბარათზე თანხა რომ არ დავფარო?

პასუხი: ნებისმიერი საკრედიტო ბარათის ფლობა და ამ ბარათიდან თანხის გამოტანა გულისხმობს გარკვეული ოდენობით კრედიტის არსებობას და თუ თქვენ ამ კრედიტს არ ფარავთ შეთანხმებულ ვადაში ამით არღვევთ ხელშეკრულების პირობებს. ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს სრულად ვალდებულების შესრულება და თუ ნებაყოფლობით არ ასრულებთ ვალდებულას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ან თუ საკრედიტო ხელშეკრულება ითვალისიწნებს არბიტრაჟს, თქვენი უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით და ამ გზით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა.

მკითხველი: ზაქარია
რა პოზიცია აქვს საქართველოს ბანკს იმ კლიენტებთან დაკავშირებით, რომლებსაც გადაუხდელობის გამო დაებლოკათ ORANGE ბარათი? პროცენტი ხომ არ ერიცხება თანხას?

პასუხი: სჯობს ამ შეკითხვით მიმართოთ საქართველოს ბანკს. სხვაგვარად საკრედიტო ბარათის დაბლოკვა ზოგადად გულისხმობს ბარათის მფლობელის მიერ  ბარათის გამოყენების შესაძლებლობის შეზრუდვას, ხოლო შეზღუდვის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, მათ შორის შეთანხმებული თანხის არდაფარვა. თუ ბარათის მფლობელი ბარათის დაბლოკვამდე  სარგებლობდა ბარათით პროცენტის დარიცხვა გაგრძელდება გამოყენებული თანხის სრულად დაფარვამდე თუ მხარეთა შორის სხვა რამ არ არის შეთანხმებული.

მკითხველი: ნია
ჩემს ახლობელს ”ტაო” ბანკიდან განვადებით გამოტანილი აქვს ნივთი. 7 თვის განმავლობაში კეთილსინდისიერად იხდიდა ბანკის ვალს. მერე ვერ გადაიხადა. განვადება იყო ერთწლიანი. მის სახელზე არანაირი ქონება არ არსებობს. მიწერილია ახლობლის მისამართზე. რა უფლება გააჩნია ბანკს ასეთ შემთხვევაში?  შეუძლია თუ არა ყადაღა დაადოს მიწერის მისამართზე არსებულ ქონებას? ან საერთოდ, რა მოხდება ტაო ბანკის ასეთ კლიენტებთან დაკავშირებით?

პასუხი:
"ტაო” ბანკიდან ნივთი ვერ ექნებოდა გამოტანილი. თქვენ ალბათ გულისხმობთ, რომ ნივთი გამოტანილი იყო რომელიმე მაღაზიიდან, ხოლო “ტაო” ბანკიდან გამოტანილი კრედიტით ხდებოდა ამ ნივთის ღირებულების განვადებით გადახდა. თუ თქვენ ქონებაში გულისხმობთ უძრავ ქონებას ბანკს შეუძლია ყადაღის დადება მოითხოვოს მხოლოდ იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც არის მოვალის საკუთრებაში. რაც შეეხება ე.წ. მიწერას (ჩაწერა, რეგისტრაცია) რეგისტრირებულ მისამართზე არსებულ უძრავ ქონებაზე ბანკი ვერ მოითხოვს ყადაღის დადებას. ბანკს შუძლია მოითხოვოს იმ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება, რომელიც წარმოადგენს მოვალის საკუთრებას და არის მის ან სხვა პირის მფლობელობაში (მაგ. კომპიუტერი, ტელევიზორი მაცივარი, ა/მანქანა და სხვა.).

მკითხველი: გიორგი
საქართველოს ბანკის საკრედიტო ბარათის დაანგარიშების ვადა მაქვს თვის 31 რიცხვი. ბანკთან დადებულ ხელშეკრულებაში სწორედ ეს თარიღია დაფიქსირებული. როგორც გაირკვა, იმ თვეში, რომელშიც არ არის 31 რიცხვი, დაანგარიშება ავტომატურად თვის ბოლო რიცხვში ხდება.
ზოგადად, საკრედიტო ხელშეკრულებებში გრაფიკში მითითებული რიცხვი თუ დასვენების დღეა ან არ არსებობს, მაშინ ავტომატურად გადადის შემდეგ დღეზე. ამ შემთხვევაში კი პირიქით ხდება. თებერვლის შემთხვევაში კი 3 დღით წინ გადმოდის. არადა, ამის შესახებ ბანკთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში არაფერია ნათვამი.
როდესაც ამ პრობლემის გამო ბანკის თანამშრომლებთან მომიწია ურთიერთობების გარკვევა, მათ მიმითითეს ერთ-ერთ ფლაერზე, რომელსაც ბარათთან ერთად გადასცემენ მომხმარებელს და რომელსაც ჩემი აზრით, არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს... სიმართლე გითხრათ  მისი წაკითხვა არც მიფიქრია, იმიტომ რომ ხელშეკრულებას გავეცანი და იქ არსებული პუნქტები სავსებით აკმაყოფილებდა ჩემ მოთხოვნებს. მოკლედ, სიმბოლური ჯარიმის გადახდა მაინც მომიწია
მკითხველი: ზაქარია
რა პოზიცია აქვს საქართველოს ბანკს იმ კლიენტებთან დაკავშირებით რომლებსაც გადაუხდელობის გამო დაებლოკათ ორანჟ ბარათი? პროცენტი ხომ არ ერიცხება თანხას?

მკითხველი: ნია
ჩემს ახლობელს ”ტაო” ბანკიდან განვადებით გამოტანილი აქვს ნივთი. 7 თვის განმავლობაში კეთილსინდისიერად იხდიდა ბანკის ვალს. მერე ვერ გადაიხადა. განვადება იყო ერთწლიანი.მის სახელზე არანაირი ქონება არ არსებობს. მიწერილია ახლობლის მისამარტზე. რა უფლება გააჩნია ბანკს ასეთ შემთხვევაში? მიწერის მისამარტზე არსებულ ქონებას შეუძლია თუ არა ყადაღა დაადოს? ან საერთოდ, რა მოხდება ტაო ბანკის ასეთ კლიენტებთან დაკავშირებით?

მაინტერესებს, მსგავს შემთხვევაში რა უფლებები აქვს ბანკს და რა შემიძლია მას დავუპირისპირო.

პასუხი: მსგავსი საკითხების რეგულირება ხდება მხარეთა შორის გაფომებული ხელშეკრულების საფუძველზე და თუ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, მაშინ ბანკს მისი მოთხოვნის უფლება აქვს. რაც შეეხება ფლაერებს აღნიშნული არ წარმოადგენს იურიდიული ძალის ქონე დოკუმენტს, თუ მხარეთა შორის ხელშეკრულება ამას პირდაპირ არ ითვალისწინებს.

მკითხველი: ეთერი
10 წელია ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში. ბინის მეპატრონე რუსეთის მოქალაქეა და ამ ხნის განმავლობაში საქართველოში არ ჩამოსულა.1, 2 ჯერ მქონდა სატელეფონო საუბარი და თანახმაა ბინის გაყიდვის. მაინტერესებს, ყიდვის შემთხვევაში შემიძლია თუ არა ეს ბინა ჩავდო ბანკში, რათა ბანკიდან გამოვიტანო სესხი.

პასუხი: ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების და საჯარო რეესტრში თქვენს სახელზე რეგისტრაციის შემდგომ, რომლითაც საკუთრების უფლება გადავა თქვენზე (მყიდველზე), შეგიძლიათ მიმართოთ ბანკს და სთხოვოთ სესხი ამ ქონების უზრუნველყოფის ხარჯზე.

მკითხველი:გოჩა
გამარჯობათ, ამ თემას არ შეეხება მაგრამ  ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ ჩემთვის ძალიან საინტერესო  შეკითხვაზე,  ჩემი მშობელი  ცხოვრობს და მუშაობს ამერიკაში. არის პენსიონერი. ერთხელ უკვე გამომიგზავნა უვადო მინდობილობა, რომლითაც შემიძლია მისი პენსიის აღება.  სოცუზრუნველყოფის სამსახურში და სახალხო ბანკში მეუბნებიან რომ აუცილებელია მინდობილობის ყოველ 6 (ექვს) თვეში ერთხელ განახლება,რაც ამერიკაში სირთულეებთან და დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, მხოლოდ ლოსაჟელესიდან ბილეთის ღირებულება 700$- 800$ , პლიუს სასტუმროს, საკონსულოს და გამოგზავნის ხარჯები, რაც ჯამში 1000$ შეადგენს. პენსია კი 80 ლარია. მაინტერესებს რამდენად სამართლიანი და კანონიერია მათი მოთხოვნა?

პასუხი: ბანკების მოთხოვნა სამართლიანი არ არის, რადგან მინდობილობის საფუძველზე სამოქალაქო კოდექსის მიხედვით (დავალების ხელშეკრულება) დასაშვებია სხვადასხვა მოქმედებების განხორციელება. მითუმეტეს თუ მინდობილობა უვადოა. ასეთ შემთხვევაში ბანკს უფლება არა აქვს ეჭვი შეიტანოს იმ პირის კეთილსინდისიერებაში, რომელიც მინდობილობის საფუძველზე იღებს პენსიას.

მკითხველი მამუკა
ბატონო ზვიად, ბანკში შენობა - ნაგებობის, ანუ კომერციული ფართის იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში ვინ აფასებს აღნიშნულ ფართს. თუ ის ბანკი, რომელმაც სესხი უნდა გამოყოს, მაშინ ის არარეალურად დაბალ შეფასებას მისცემს.  როგორ რეგულირდება ეს საკითხი?  გმადლობთ.

პასუხი:სამოქალაქო კოდექსით აღნიშნული საკითხი პირდაპირ არ არის დარეგულირებული და რომელიმე მხარეს კანონმდებლობიდან გამომდინარე ქონების შეფასების უპირატესობა არ გააჩნია, თუმცა ბანკი რომელიც სესხს გასცემს თავად მისი შემფასებლების მიერ შეფასებული  ქონების ღირებულების ფარგებში იღებს თავის თავზე რისკს იმისა, რომ სესხის არდაბრუნების შემთხვევაში იპოთეკის საგნით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა. ამიტომ ბანკი ენდობა უფრო თავის შემფასებლებს და არა სხვას. ეს ბანკის პირობებია და შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ.

მკითხველი: ალექსანდრე. არის თუ არა მსესხებელი პასუხისმგებელი კრედიტორის მიმართ მხოლოდ მასთან დაგიარვებული/იპოთეკით დატვირთული ქონებით, თუ ის პასუხისმგებელია მთელი თავისი ქონებით. არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ რომელიღაცა ინსტანციაში, თუ არ ვცდები უზენაეს სასამართლოში, ყოფილა ასეთი პრეცენდენტი რომ მსესხებელს მხოლოდ დაგირავებული/იპოთეკით დატვირთული ქონების ფარგლებში დააკისრეს კრედიტული ვალდებულების დაფარვა, თუ ეს ასეა, მაშინ რა ხდება არაუზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში;

2. შესაძლებელია თუ არა ბანკთან მოლაპარაკების შემთვევაშუ მოხდეს არსებული ხანგრძლივი ვადაგადაცილებული დავალაინების (ძირი, დარიცხული პროცენტი, ჯარიმა) ძირითადი თანხის ნაწილის (ვთქვათ ნახევრის) გადახდით მოთხოვნის სრული გაუქმება. უფრო კონკრეტულად კი მაინტერესებს, აქვს თუ არა უფლება ბანკს თქვას უარი ძირი თანხის ნაწილზე. % და ჯარიმების "პატიება" რამდენადაც ვიცი ხდება;

3. რა თანმიმდევრობით უნდა ხდებოდეს ვადაგადაცილებული სესხის შემთხვევაში თანხების დაფარვა - ძირი, %, ჯარიმა, თუ ჯარიმა, % ძირი თანხა? რამდენადაც ვიცი აქ კანონმდებლობა წინააღმდეგობრივია;

პასუხი: 1) თუ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება პირდაპირ ითვალისიწნებს, რომ იპოთეკის საგნით ხდება კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილება მაშინ კრედიტორული ვალდებულების დაფარვა მოხდება, მხოლოდ უზრუნველყოფილი ქონების ფარგლებში, მაშინაც კი თუ უზრუნველყოფილი ქონება არ არის საკმარისი მთლიანად ვალდებულების დასაფარად. საკითხს ამგვარად არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილი და ასევე ამავე კოდექსის 276-ე მუხლში შესული ცვლილებები. (2009 წლის 04 დეკემბრის ცვლილება). თუ მხარეთა შეთანხმება არსებობს მაშინ კრედიტორს შეუძლია გადასახდევინებლად მიაქციოს ასევე ის ქონებც, რომელიც არ იყო იპოთეკის საგანი, მაშინაც კი თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემდეგ კრედიტორის წინაშე დავალიანება სრულად არ იქნება საკმარისი ვალების დასაფარად.

2. ბანკს ისევე, როგორც კერძო სამართლის სხვა სუბიექტს, უფლება უქვს უარი თქვას  მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებაზე ანუ მოვალეს აპატიოს ვალი და მათ შორის, როგორც ძირი თანხა მთლიანად ან ნაწილობრივ, ასევე პირგასამტეხლო და პროცენტი.

3. სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ ამ საკითხს არ არეგულირებს და დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე ანუ მხარეებს ხელშეკრულებით შეუძლიათ თავისუფლად შეთანხმდნენ ძირი თანხის პირგასამტეხლოს ან პროცენტის გადახდის თანმიმდევრობაზე.

მკითხველი: ილია

საქართველოს და პროკრედიტ ბანკიდან მქონდა აღებული სესხი, რომლებიც დავფარე მაგრამ კრედიტ ინფოში ჩამსვეს გადაცილებების გამო 7 წლით. არის თუ არა რაიმე საშუალება კრედიტ ინფოდან ამოღების და ახალი სესხის მიღების?

პასუხი: თუ წარადგენთ დოკუმენტებს შესაბამისი ბანკებიდან დავალიანების არარსებობის შესახებ მაშინ  აღნიშნული ინფორმაცია დაემატება კრიტიტ-ინფოში არსებულ თქვენს მონაცემებს და იგივე ბანკებიდან ახალი სესხის გასაცემად ხელისშემშლელი გარემოება ეს არ უნდა გახდეს. რაც შეეხება კრედიტ - ინფოდან ამორიცხვას მითითებული ვადის გასვლამდე ინფორმაციის ამორიცხვა შეუძლებელია.

მკითხველი: ავთო

მივესალმები თქვენს დაბრუნებას სამართლებრივ სივრცეში.მაინტერესებს რამდენიმე საკითხი. მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და აგვისტოს მოვლენების გამო საქართველოს  ბანკებიდან მსესხებლებს თუ აქვთ რაიმე სამართლებრივი საფუძველი შეღავათის მისაღებად,განვადების,ახალი გრაფიკის ან სხვა ცვლილებების მოსათხოვნად. არაუზრუნველყოფილი სესხის დროს რა მოქმედებების უფლება აქვს ბანკებს, ითვალისწინებს თუ არა კანონი რაიმე  ღონისძიებას გასამათლებული მსესხებლის სასარგებლოდ,შეგიძლიათ მიიღოთ წარმოებაში ასეთი შინაარსის საქმეები? გმადლობთ

პასუხი: წინასწარი სამართლებრი საფუძველი, რომლითაც კანონმდებელი მსესხებლებს რაიმე შეღავათებს უწესებს არ არსებობს და ბანკებს უფლება აქვს მოითხოვონ ვადაგადაცილების გამო სესხის მთლიანად უკან დაბრუნება, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ბანკები თავად მიდიან დათმობებზე და ხდება დაგროვილი დავალიანების რესტრუქტურიზაცია და გადახდის გადავადება. არაუზრუნველყოფილი სესხის დროს ბანკებს უფლება აქვთ დავალიანების დაფარვა მოითხოვონ მოვალის  უძრავ-მოძრავ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის გზით. ასეთი შინაარსის საქმეებს წარმოებაში ვიღებთ.

მკითხველი: სოფიო
რატომ იხდის მოქალაქე კრედიტის ვადაზე ადრე დაბრუნების შემთხვევაში პირგასამტეხლოს, ეს ხომ არასამართლიანია?

რატომ იძლევა ქართული ბანკი კრედიტს არანორმალურად მაღალი პროცენტით, როგორც ჩემთვის ცნობილია, ევროპული ბანკების წლიური პროცენტი 7% არ აღემატება.

პასუხი:
კრედიტის ვადამდე ადრე დაბრუნებისათვის პირგასამტეხლოს დაწესება წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების პირობას და პირგასამტეხლოს გათვალისიწნება მსგავსი ქმედებისათვის მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით არის შესაძლებელი.
რაც შეეხება მაღალ საპროცენტო განაკვეთს აღნიშნულიც მხარეთა მიერ ხელმოწერილი  ხელშეკრულებით რეგულირდება და მომხმარებელს უფლება აქვს არ დათანხმდეს მაღალ საპროცენტო განაკვეთიან საკრედიტო ხელშეკრულებას.

მკითხველი გიორგი

1) ბატონო ზვიად, მიგაჩნიათ თუ არა ადამიანის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებად კრედიტ-ინფოს მონაცემთა ბაზაში მისი გადახდის ისტორიის შეტანა წინასწარი (სახელშეკრულებო) თანხმობის გარეშე და რამდენად რეალური იქნება ამ მოტივით სარჩელის აღძვრა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა?

პასუხი:
თუ თქვენ გულისხმობთ იმ გარემობას, რომ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ბანკი კრედიტ-ინფოს უგზავნის ინფორმაციას მსესხებლის თაობაზე, ამ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმების გარეშე, რომელიც ხელშეკრულებასი უნდა იყოს ასახული ამგვარი ინფორმაციის გადაგზავნა კრედიტ ინფოსათვის  ბანკის მხრიდან თქვენი უფლების დარღვევააა, რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, ასეთი ზიანი უნდა იქნეს სათანადო წესით დადასტურებული.

2) შესაძლებელია თუ არა პირგასამტეხლოს პატიება ბანკის, ან სხვა კომერციული სუბიექტის მიერ და ქმნის თუ არა საგადასახადო ორგანო ამ შემთხვევაში პრობლემას? თუ კი - არის თუ არა გამოსავალი ხელეკრულებაში იმის ჩაქწერა, რომ პირგასამტეხლო მხარეს დაეკისრება მხოლოდ კრედიტორის მოთხოვნის შემთხვევაში?

პასუხი: მსგავსი ჩანაწერი ამ საკითხს ვერ გადაწყვეტს, თუმცა ბანკს ან სხვა კომერციულ სუბიექტს ისევე, როგორც სხვა სუბიექტს შეუძლია უარი თქვას მის მიმართ შესასრულებელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზე, ანუ მოვალეს აპატიოს ვალი, მათ შორის პირგასამტეხლო.  თუმცა ბანკი ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოების წინაშე მაინც პასუხისმგებელია.

მკითხველი: მარი

მეუღლეს აქვს თიბისი კარდი და ორანჟ ბარათი, ორივე უკვე დაცლილი.. გასული წლის განმავლობაში ყოველ ხელფასზე შემქონდა თანხა თიბისი კარდზე,ხოლო ორანჟზე ვეღარ. მეუღლე ძალიან არხეინად უდგება ამ სესხს, მისი აზრით ისეთზე არაფერზე მოუწერია ხელი, რომ მაგალითად უბინაოდ დავრჩეთ, ანუ ბანკმა სესხის დაუფარაობის გამო ბინა წაგვართვას..ამბობს, მე არსად ჩამიდია ბინაო.. ჩვენ სხვა არანაირი ქონება არა გვაქვს.. გთხოვთ განგვიმარტოთ რა საფრთხის წინაშე ვართ თუ არ დავფარავთ ამ სესხებს?
პატივისცემით მარი შიშმანაშვილი

პასუხი: სესხის არ დაფარვა პრობლემას შეგიქმნით, რადგან ბანკს ყოველთვის შეუძლია სასამართლოს ან თუ შეთანხმება არსებობს არბიტრაჟის მეშევეობით მოითხოვოს მოვალის  ქონების რეალიზაცია და ამ გზით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნები.  თუ კრედიტი არ არის უზრუნველყოფილი ბინით ან სხვა უძრავი ქონებით (იპოთეკა), ეს იმას არ გულისხმობს, რომ ბანკს არა აქვს უფლება ამ უძრავი ქონების რეალიზაციით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა.

მკითხველი:გიგა

1)საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშს ერიცხება საკომისიო 1 ლარი. ჩემს ბარათს გაუვიდა ვადა, მაგრამ ანგარიში არ დახურა ბანკმა და საკომისიოს დარიცხვა გააგრძელა. თან მითხრეს, თუ ანგარიშის დახურვა გინდაო, დარიცხული საკომისიოები (36 ლარი) გადაიხადე და დაგიხურავთო. მე არ ვაპირებ ამ ბანკთან ურთიერთობას და შესაბამისად მოთხოვნის შესრულებას. მაინტერესებს ოდესმე შეუძლია საქართველოს ბანკს სასამართლოს ან რაიმე შესაბამისი ორგანოს ძალით ამ დარიცხული საკომისიოების (დარიცხვა გრძელდება) გადახდა? მითუმეტეს რომ ბარათს ვერ ვიყენებ?

პასუხი: თუ ბანკის წინაშე გერიცხებათ დავალიანება ბანკს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა და უფლება იმისა, რომ მოვალის უძრავ-მოძრავის ქონების რეალიზაციით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ბანკის მოთხოვნა სამართლიანია თუ საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებული იყო ანგარიშის მომსახურებისათვის საკომისიო.

2)თბილისის მერიამ დაიწყო სტუდენტური ბარათების გაცემა, რომელიც საქართველოს ბანკის საკუთრებაა. მე არ ვიღებ ბარათს რადგან ბარათზე შეტანილი ფული,36 ლარი დამექვითება. ბევრი სტუდენტი არ იღებს ამ ბარათს აღნიშნულიდან გამომდინარე. მერიას და ბანკს აქვთ ამის უფლება?

პასუხი: ნებისმიერი ბარათის აღება არის თქვენი უფლება და ვალდებული არა ხართ აიღოთ აღნიშნული ბარათი. მერიას ან ბანკს არა აქვს უფლება დაგავალებულოთ აღნიშნული ბარათის აღება.

3)თუ ბარათზე შეტანილი ფული გაქრება რაიმე ტექნიკური წუნის შედეგად, კლიენტი თავის სიმართლეს როგორ დაამტკიცებს? მის ბარათს ხომ არაფერი ეტყობა ფული დევს თუ არა მასზე? (ვგულისხმობ რომელიმე ბანკთან დავას)

პასუხი: აღნიშნული საკითხები რეგულირებული უნდა იყოს მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით. 




მოვალეთა რეესტრის სია...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1ოთახი ერთ გოგონაზე 70 კვ.მ. ვარკეთილში კორპუსის ბინაში. ფასი: 150...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 30 კვ.მ. სუფთა იპოთეკით, მესამე მასივში....
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 70 კვ.მ. სუფთა გარაჟით და ავეჯით....
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 7(14), 200 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
მაღაზიის ფართი 60 კვ.მ. გათბობა, გისოსები, ვიტრინები, კონდიციონერი, სველი წერტილი,...
სასწრაფოდ! 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ.შინდისში. საუკეთესო ადგილას. ფასი: 20000...
დასვით კითხვა

მიიღეთ მონაწილეობა
პრეს-კონფერენციაში

 
AMBEBI.GE-ზე შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ რესპოდენტს.
ამისათვის უნდა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია, გამოაგზავნოთ თქვენი კითხვა და დაელოდოთ წინასწარ განსაზღვრულ დროს.

ყურადღება: ყველა კითხვა შემოწმდება მოდერატორის მიერ და შემდეგ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე. AMBEBI.GE უფლებას იტოვებს არ გამოაქვეყნოს დათქმული თემის გარეშე დასმული, ერთმანეთის მსგავსი, უცენზურო ან არაკორექტული კითხვები. რესპოდენტი თავისი სურვილის მიხედვით უპასუხებს დასმულ კითხვებს რის შემდეგაც პუბლიკაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე, პრეს-კონფერენციის რუბრიკაში

17:00 / 17-05-2012  Image "პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დაყადაღებით მხოლოდ სამი ”კოლეგა” დაინტერესდა
უკვე წინასწარ, შეუმცდარად შეიძლება თქმა, სად მივლენ "საზმაუ" და "სამთავრობოები" და სად - არა
09:37 / 17-05-2012  Image კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა
ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი"
12:15 / 17-05-2012  Image აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა
მსოფლიოს ულამაზესი ქალი მშობიარობის შემდეგ წონაში ვერ იკლებს
14:37 / 17-05-2012  Image Forbes-მა ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
შარშანდელ რეიტინგში ჯენიფერ ლოპესი 50-ე ადგილს იკავებდა
14:40 / 17-05-2012  Image ჯოლიმ და პიტმა საქორწილო ფოტოსესია მოაწყვეს
რეალური ქორწილის ფოტოების მინიმალური ფასი 10 მლნ დოლარი იქნება