ნიკოლოზ ვაშაკიძე - კრემლის დარბაზში ”ერისიონის” ცეკვა აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების საფლავებზე ცეკვის ტოლფასია

ნიკოლოზ ვაშაკიძე - კრემლის დარბაზში ”ერისიონის” ცეკვა აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების საფლავებზე ცეკვის ტოლფასია

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე მოსკოვში ანსამბლ "ერისიონის" დაგეგმილ კონცერსტს "ფეისბუქით" ეხმაურება.

"ანსამბლი "ერისიონი" მოსკოვში მიემგზავრება გასტროლებზე. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სამარცხვინო ფურცელი ქართული კულტურის ისტორიაში. ეს არ არის არც სიმფონიური ორკესტრი და არც საესტრადო ანსამბლი (თუმცა მე ნებისმიერი გასტროლების წინააღმდეგი ვარ), ეს არის ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი, ანუ ჩვენი ეროვნული კოდის მატარებელი კოლექტივი. დამცირებული და ოკუპირებული ქვეყნის მხრიდან ასეთი ნაბიჯი უაღრესად მახინჯი და სულმდაბალი ქმედებაა. სანამ ჩვენი ოკუპაციის საკითხი ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყვეტილი არ არის, მოსკოვის სცენაზე ქართული ცეკვა ჩემთვის აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების საფლავებზე ცეკვის ტოლფასია. ძალიან მტკივა გული იმის გამო, რომ საქართველოში პრაქტიკულად დაკარგულია ეროვნული ღირსების ელემენტარული გაგება. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, როგორ გამოვიყურებით ასეთი ღონისძიებების დროს თუნდაც იგივე რუსების თვალში. ვინ რა პატივი უნდა გვცეს საერთოდ? გახსოვდეთ, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა მთელი სიმკაცრით დაისმება ორი კითხვა: ვინ ჩაიდინა ეს სამარცხინო საქციელი და ვინ მიიღო გადაწყვეტილება ამ სამარცხვინო საქციელის ჩადენაზე", - წერს ვაშაკიძე.

9-10 მარტს მოსკოვში, კრემლის დარბაზში, ანსამბლი "ერისიონი" კონცერტს გამართავს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს