რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი ალტერნატიულ ენერგეტიკულ პროექტებს ხელს არ შეუშლის, მაგრამ პარტნიორებს რუსეთთან თანამშრომლობის მიმზიდველ მხარეებს დაანახებს.
"ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა შევუშალოთ ხელი სხვადასხვა პროექტებს. ეს დაუშვებელია. ჩვენ ერთობლივი თანამშრომლობის პრივილეგიები უნდა ვაგრძნობინოთ პარტნიორებს", - განაცხადა მედვედევმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მის ქვეყანაში დათვლილი გაზის მარაგი 2 ტრილიონი კუბამეტრია, ხოლო პოტენციური - 5 ტრილიონი.
ამრიგად, ალიევის თქმით, აზერბაიჯანი რუსეთთან ამ სფეროში თანამშრომლობას განიხილავს, როგორც გრძელვადიან და პერსპექტიულ მიმართულებას.
მომზადებულია finmarket.ru-ს მიხედვით.
16:39 / 03-09-2010
მედვედევი: "ნაბუქოს" რეალიზაციას რუსეთი ხელს არ შეუშლის

























