18 მაისი 2012 პარასკევი - 08:00
ვალუტის კურსი
18/05/2012
TRY
1
TRY
0.8906
EUR
1
EUR
2.0669
RON
10
RON
4.6515
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:03 / 10-03-2010
წელს საქართველოში არც ერთი ამერიკელი ტურისტი არ ჩამოსულა
საქართველოში ზამთრის ტურიზმისადმი ინტერესი იკლებს. ყოველ შემთხვევაში, როგორც ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, უცხოელი ტურისტები ქვეყანაში დასვენებაზე უარს მხოლოდ იმის გამო ამბობენ, რომ ჩვენთან ზოგადი პოლიტიკური სიტუაცია არც ისე დამაკმაყოფილებელია. უცხოელი ტურისტების ნაკლებობაზე ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევაც მეტყველებს. კერძოდ, ამ კვლევის მიხედვით, თუ შარშან გუდაურში ჩამოსული ტურისტებიდან 9% ამერიკელი იყო, ხოლო ბაკურიანში - 50%, წლეულს ამერიკელი ტურისტი არც ბაკურიანში ჩამოსულა და არც გუდაურში.

რამდენი ტურისტი ჩამოვიდა ქვეყანაში ზამთრის კურორტებზე, ჯერჯერობით, ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა, არსებობს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ზოგადი კვლევა, სადაც ასახულია, თუ რამდენი უცხოელი და ადგილობრივი ტურისტი ისვენებს გუდაურსა და ბაკურიანში და როგორია ამ ციფრის თანაფარდობა 2009 წელთან შედარებით.
კვლევა ჩატარდა კურორტ ბაკურიანსა და გუდაურში სათხილამურო ტრასებთან და ტურისტების სხვა თავშეყრის ადგილებში. როგორც ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, კვლევის მიზანი იყო ბაკურიანსა და გუდაურში ტურისტული ბაზრის განვითარების ტენდენციების დადგენა და ბაზრის ანალიზი.

"ამასთან, კვლევის მიზანი იყო შეგვემუშავებინა რეკომენდაციები სამთო-სათხილამურო კურორტებზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ტურისტული პროდუქტის თვისობრივად და ხარისხობრივად გაუმჯობესების მიზნით", - აცხადებენ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

კვლევის შედეგები კი ასეთია: თუ 2009 წელს ბაკურიანში უცხოელი ტურისტების საერთო რაოდენობა მხოლოდ 2%-ს შეადგენდა, 2010 წელს ეს ციფრი 14%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ადგილობრივებს, ბაკურიანში შიდა ტურისტების საერთო რაოდენობა 2009 წელს 98%-ს შეადგენდა, 2010 წელს კი - 86%-ს.

რაც შეეხება გუდაურს, წლეულს გუდაურში ჩასული ტურისტების 24%-ს უცხოელი შეადგენდა, 76%-ს კი ადგილობრივი. 2009 წელს კი გუდაურში ჩასული ტურისტებიდან უცხოელი მხოლოდ 16% იყო.

საინტერესოა ისიც, თუ საიდან ჩავიდნენ ბაკურიანში ტურისტები, საუბარია შიდა ტურიზმზე: თუ 2009 წელს ბაკურიანში თბილისიდან ჩასული ტურისტების რაოდენობა 74,9%-ს შეადგენდა, 2010 წელს ეს რიცხვი 47,5%-მდე დავიდა. ბათუმიდან ბაკურიანში 2009 და 2010 წელს თითქმის ერთი და იმავე რაოდენობის ტურისტი ჩავიდა, 2009 წელს ეს რიცხვი შეადგენდა 5,2%-ს, წლეულს კი - 5,1%-ს. საკმაოდ გაიზარდა ქუთაისიდან ბაკურიანში ჩასული ტურისტების რაოდენობა. 2009 წელს ბაკურიანში ჩასული ტურისტების საერთო რაოდენობიდან ქუთაისელები სულ რაღაც 6,4% შეადგენდა, წლეულს კი ეს ციფრი 17,2%-მდე გაიზარდა.

ამ კვლევის მიხედვით გასულ წელს ბაკურიანში არცერთი ტურისტი არ იყო ჩასული ზუგდიდიდან, წლეულს კი ტურისტების საერთო რაოდენობის 6,5%-ს სწორედ ზუგდიდელები შეადგენდნენ. ასევე შარშან ბაკურიანს არ სტუმრობდნენ ქობულეთიდან, წლეულს კი მათმა რიცხვმა 2,5% შეადგინა.

რაც შეეხება უცხოელ ტურისტებს. ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2009 წელს ბაკურიანში ჩასული ტურისტების 50%-ს ამერიკელები შეადგენდნენ, 25%-ს უკრაინელები, 25%-ს კი - გერმანელები. წლეულს კი ამ 3 ქვეყანას კიდევ სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც შეემატნენ, მაგალითად, თურქეთი, სომხეთი, ჩინეთი და ა.შ.

გუდაურში 2010 წელს ჩასული შიდა ტურისტების 88,9% თბილისელები იყვნენ, თელაველები - 3,6%, ქუთაისელები - 2,3%, მცხეთელები - 2,3%, ასეთივე რაოდენობით ტურისტი ჩავიდა გუდაურში წყნეთიდან, რუსთავიდან ჩასული ტურისტების რაოდენობა კი მხოლოდ 1,1% იყო.

რაც შეეხება უცხოელ ტურისტებს, ჩატარებული კვლევის თანახმად, როგორც 2009, ასევე 2010 წელს გუდაურში ყველაზე მეტი უცხოელი უკრაინიდან ჩავიდა. 2009 წელს უკრაინელები 16%-ს შეადგენდნენ, 2010 წელს კი - 26%-ს. წლეულს მოიმატა გერმანელი ტურისტების რაოდენობამაც, თუ 2009 წელს გუდაურში ჩამოსული ტურისტების საერთო რაოდენობიდან გერმანელები მხოლოდ 6% იყო, წლეულს ეს ციფრი 26%-მდე გაიზარდა. გაიზარდა ტურისტების რაოდენობა თურქეთიდანაც, თუ გასულ წელს გუდაურში თურქების მხოლოდ 1% ისვენებდა, 2010 წელს ამ ციფრმა 12% შეადგინა.

სამაგიეროდ, ამ კვლევაში არ მოხვდა არც ერთი ამერიკელი ტურისტი. თუ შარშან გუდაურში ამერიკელი ტურისტების 9% ისვენებდა, წლეულს იქ არცერთი ამერიკელი არ იყო, ყოველ შემთხვევაში ამ კვლევის თანახმად.

კვლევის მიხედვით, ბაკურიანში წლეულს 28% ახალი მომხმარებელი ჩავიდა, გასულ წელს კი - 25%. რაც შეეხება გუდაურს, ახალი მომხმარებელი გასულ წელს იქ 38%-ს შეადგენდა, წლეულს კი 27%-ს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წელს ბაკურიანში ჩასული ტურისტების საკმაოდ მცირე ნაწილი იყო მომსახურებით "ძალიან კმაყოფილი". თუკი შარშან მომსახურებით "ძალიან კმაყოფილი" 55% იყო, წლეულს ეს ციფრი 29%-მდე დავიდა. "საშუალოდ კმაყოფილი" 2009 წელს იყი 18%, 2010 წელს კი - 7%.

რაც შეხება გუდაურს, კმაყოფილების ხარისხი წლეულს აქაც დაეცა. თუ 2009 წელს გუდაურში მომსახურებით "ძალიან კმაყოფილი" გამოკითხულ ტურისტთა 50% იყო, წლეულს ეს ციფრი 32%-მდე დაეცა. სამაგიეროდ, გაიზარდა "კმაყოფილთა" რაოდენობა, 2009 წელს ასეთ კატეგორიას 28% შეადგენდა, 2010 წელს კი - 65%.

რაც შეეხება 2008 წელს, მაშინ ბაკურიანში უცხოელმა ტურისტებმა საერთო რაოდენობის 2% შეადგინა, გუდაურში კი, უცხოელი ტურისტები საერთო რაოდენობის მხოლოდ 16% აღმოჩნდნენ. 2008 წელს ბაკურიანში ჩამოსულთა 22%-ს რუსეთის მოქალაქეები შეადგენდნენ. საერთო რაოდენობის 18-18%-ს შეადგენდა სომხეთიდან და ლიტვიდან ჩამოსული სტუმრები.

რაც შეეხება გუდაურს, იქ განსაკუთრებით სჭარბობდნენ უკრაინიდან ჩამოსული ტურისტები. უკრაინელებმა 2008 წელს ტურისტთა საერთო რაოდენობის 82,7% შეადგინეს. ამერიკიდან - 3,1%, რუსეთიდან - 4,1%, იტალიიდან, ბელგიიდან და შვეიცარიიდან - 1-1% გვეწვია.

ელზა წიკლაური
გაზეთი ”რეზონანსი”
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მოვალეთა რეესტრის სია...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1ოთახი ერთ გოგონაზე 70 კვ.მ. ვარკეთილში კორპუსის ბინაში. ფასი: 150...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 30 კვ.მ. სუფთა იპოთეკით, მესამე მასივში....
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 70 კვ.მ. სუფთა გარაჟით და ავეჯით....
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 7(14), 200 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
მაღაზიის ფართი 60 კვ.მ. გათბობა, გისოსები, ვიტრინები, კონდიციონერი, სველი წერტილი,...
სასწრაფოდ! 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ.შინდისში. საუკეთესო ადგილას. ფასი: 20000...
17:00 / 17-05-2012  Image "პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დაყადაღებით მხოლოდ სამი ”კოლეგა” დაინტერესდა
უკვე წინასწარ, შეუმცდარად შეიძლება თქმა, სად მივლენ "საზმაუ" და "სამთავრობოები" და სად - არა
09:37 / 17-05-2012  Image კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა
ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი"
12:15 / 17-05-2012  Image აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა
მსოფლიოს ულამაზესი ქალი მშობიარობის შემდეგ წონაში ვერ იკლებს
14:37 / 17-05-2012  Image Forbes-მა ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
შარშანდელ რეიტინგში ჯენიფერ ლოპესი 50-ე ადგილს იკავებდა
14:40 / 17-05-2012  Image ჯოლიმ და პიტმა საქორწილო ფოტოსესია მოაწყვეს
რეალური ქორწილის ფოტოების მინიმალური ფასი 10 მლნ დოლარი იქნება