18 მაისი 2012 პარასკევი - 07:59
ვალუტის კურსი
18/05/2012
TRY
1
TRY
0.8906
EUR
1
EUR
2.0669
RON
10
RON
4.6515
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:45 / 10-03-2010
ლარსის გახსნა პორტებში ტვირთნაკადს შეამცირებს
ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. საექსპერტო გათვლებით, სასაზღვრო პუნქტის გახსნა სომხეთის სატრანზიტო ხარჯებს 20-25%-ით შეამცირებს. საქართველო კი არანაირ ეკონომიკური ეფექტს არ ელის.

სომხეთის მეწარმეების კავშირის თავმჯდომარე არსენ კაზარიანი განმარტავს, რომ საბორნე გადასასვლელით სარგებლობისას, რუსეთიდან სომხეთში ტრანსპორტირებას 24-25 დღე სჭირდება. მანქანა თვეში მხოლოდ ერთი რეისის შესრულებას ახერხებს. ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ კი შესაძლებელი გახდება თვეში ორი რეისის შესრულება.

ემზარ ჯგერენაია (ეკონომიკის ექსპერტი): "ლარსის გახსნას საქართველოსთვის არანაირი ეკონომიკური ეფექტი არ მოაქვს, მაგრამ სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტობრივად, ჰაერივით სჭირდებოდა ამ გამშვები პუნქტის გახსნა. სამანქანო გზით, სწორედ ლარსის გავლით ახორციელებდა სომხეთი ტვირთების გადაზიდვას. საქართველოსთვის ერთადერთი ეკონომიკური ეფექტი შესაძლოა ის იყოს, რომ ყაზბეგის მოსახლეობას დასაქმების მცირედი შესაძლებლობა მიეცემა".

დემურ გიორხელიძე (ეკონომიკის ექსპერტი): "მაგ საკითხზე მსჯელობაც კი ზედმეტია. რა თქმა უნდა, გახსნილი უნდა იყოს ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. მერე რა, რომ დაძაბულია პოლიტიკური ვითარება რუსეთთან, თავისუფალი მიმოსვლის საშუალება მაინც უნდა იყოს. ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ადამიანური თვალსაზრისით გამართლებულია და ეს იმდენად მარტივი საკითხია, რომ მსჯელობადაც არ ღირს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ააყვავებს, მაგრამ ვერც დააქცევს... სომხებს უნდათ ეს გზა მიმოსვლისთვის, რადგან ლარსის გახსნა მათ სატრანზიტო მარშრუტს მნიშვნელოვნად შეამოკლებს.

აზერბაიჯანელებსაც სჭირდებათ ლარსზე გასასვლელი გზა. საერთოდ, რაც უფრო ადრე დალაგდება ეს პოლიტიკური ბაკქანალიები, მით უკეთესი..".

გია ხუხაშვილი (ეკონომიკის ექსპერტი):
"ლარსის გახსნის შემდეგ ტვირთზიდვა გადანაწილდება. ეს არ არის მომგებიანი საქართველოსთვის _ იქიდან გამომდინარე, რომ საბორნე გადაზიდვის შემთხვევაში შემოსავალს იღებს პორტიც, რკინიგზაცა და ჩვენი ავტოტრანსპორტიც. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, დახურული ლარსი ჩვენთვის შემოსავლიანი იყო. ახლა კი იმ ტვირთების ნაწილი ლარსის მიმართულებით გადაინაცვლებს და შემოსავალს რუსეთი მიიღებს.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარსის გახსნა ჩვენთვის შესაძლოა ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც წამგებიანიც კი იყოს. ფაქტობრივად, გამოდის, რომ რუსეთმა და სომხეთმა მიიღეს მოგება, ჩვენ კი ვიზარალეთ. ამას კი პოლიტიკური და ეკონომიკური კაპიტულაციის მორიგი აქტი ჰქვია".

ემა ტუხიაშვილი
"ეკოპალიტრა"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მოვალეთა რეესტრის სია...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1ოთახი ერთ გოგონაზე 70 კვ.მ. ვარკეთილში კორპუსის ბინაში. ფასი: 150...
1-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 30 კვ.მ. სუფთა იპოთეკით, მესამე მასივში....
3-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 1(4), 70 კვ.მ. სუფთა გარაჟით და ავეჯით....
4-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 7(14), 200 კვ.მ. ევრორემონტი ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
მაღაზიის ფართი 60 კვ.მ. გათბობა, გისოსები, ვიტრინები, კონდიციონერი, სველი წერტილი,...
სასწრაფოდ! 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ.შინდისში. საუკეთესო ადგილას. ფასი: 20000...
17:00 / 17-05-2012  Image "პირველი სტერეოსა" და "სტერეო პლიუსის" დაყადაღებით მხოლოდ სამი ”კოლეგა” დაინტერესდა
უკვე წინასწარ, შეუმცდარად შეიძლება თქმა, სად მივლენ "საზმაუ" და "სამთავრობოები" და სად - არა
09:37 / 17-05-2012  Image კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა
ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი"
12:15 / 17-05-2012  Image აიშვარია რაიმ მშობიარობის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა
მსოფლიოს ულამაზესი ქალი მშობიარობის შემდეგ წონაში ვერ იკლებს
14:37 / 17-05-2012  Image Forbes-მა ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
შარშანდელ რეიტინგში ჯენიფერ ლოპესი 50-ე ადგილს იკავებდა
14:40 / 17-05-2012  Image ჯოლიმ და პიტმა საქორწილო ფოტოსესია მოაწყვეს
რეალური ქორწილის ფოტოების მინიმალური ფასი 10 მლნ დოლარი იქნება